ბალანსი გაძლევთ საშუალებას, თქვენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. ამისთვის საჭიროა გახდეთ პარტნიორი და შესთავაზოთ თქვენს კორპორატიულ კლიენტებს საბუღალტრო პროგრამა ბალანსი.

ვინ შეიძლება გახდეს ბალანსის პარტნიორი?

ბალანსის პარტნიორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ურთიერთობა კორპორატიულ კლიენტებთან.
ჩვენი რწმენით, მეტი წარმატება შეიძლება ჰქონდეთ პროფესიული სერვისებით დაკავებულ პირებს – აუდიტორებს, საბუღალტრო სერვისების პროვაიდერ კომპანიებს ან დამოუკიდებელ ბუღალტრებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად შეძლებენ ბალანსის უპირატესობების წარმოჩენას. თუმცა, თუ თქვენი საქმიანობა აღნიშნულ სფეროებს არ განეკუთვნება, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ თქვენს კლიენტებს უბრალოდ შესთავაზოთ თანამდეროვე საბუღალტრო გადაწყვეტილება, ბალანსი თქვენთვისაც ღიაა – შემოგვიერთდით!

პარტნიორობის ფორმები

თქვენი საქმიანობიდან და რესურსებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეარჩიოთ თანამშრომლობის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა:

დილერი

დილერის საქმიანობა შემოიფარგლება პროდუქტის გაყიდვით. პარტნიორი აწვდის კლიენტის ინფორმაციას პროდუქტის უპირატესობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება კლიენტს ვებ-გვერდიდან შესყიდვის განხორციელებაში.
დილერის საკომისიო შეადგენს 20%-ს.

კონსულტანტი

კონსულტანტი გარდა პროდუქტის გაყიდვისა კლიენტს უწევს პირველად სერვისებს, რაც საჭიროა პროგრამის ექსპლუატაციაში ჩასაშვებად და ასწავლის პროგრამაში მუშაობას.
კონულტანტის საკომისიო შეადგენს 40%-ს.

როგორ გავხდე ბალანსის პარტნიორი?

იმისთვის, რომ გახდეთ ბალანსის პარტნიორი, უნდა გამოგვიგზავნოთ წერილი, სადაც მოგვიყვებით თქვენი საქმიანობის შესახებ და მოგვწერთ, თუ რატომ ფიქრობთ, რომ იქნებით ბალანსის წარმატებული დილერი ან კონსულტანტი.
შეთანხმების შემთხვევაში თქვენ გაივლით არჩეული პარტნიორობის ფორმის შესაბამის სასწავლო კურსს, გააფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს და შეუდგებით მუშაობას!

წერილის მოწერა შეგიძლიათ ვებ-გვერდის საკონტაქტო ველიდანვე.
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ – პარტნიორობა.