ჰედერი
2016 წლის მაისში გამოცემული კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ მიზნად ისახავს ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, ანგარიშგებისა და აუდიტის მიდგომების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებით.

მოცემული კანონის ფარგლებში საწარმოები მასშტაბის მიხედვით დაყოფილია ოთხ კატეგორიად. კატეგორიაში ხვდება სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს. მეხუთე კატეგორიად გამოყოფილია საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (სდპ), მათი მასშტაბის მიუხედავად.

სდპ-ებში გაერთიანებულია საწარმოები, რომელთა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, კომერციული ბანკები, კვალიფიციური საკრედიტო, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მითითებულია კანონის #2.1.ყ. პუნქტში.
საწარმოების კატეგორიზაცია
ასევე ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ააიპ) – განსაზღვრული დანიშნულებით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არ არის კომერციული საქმიანობის წარმოება და მატერიალური სარგებლის მიღება.

აღნიშნული კატეგორიების სუბიექტებს, ახალი კანონის თანახმად, აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით ეკისრებათ განსხვავებული ვალდებულებები, რომლებიც ეხება:

1. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სტანდარტს
2. ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას
3. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნას
4. მმართველობით ანგარიშგების მოთხოვნას – მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქმიანობის მიმოხილვა, კორპორაციული მართვის ანგარიშგება, მიმდინარე რისკები და სხვა არაფინანსური ინფორმაცია, რაც დეტალურად მოცემულია კანონის მუხლში #7.
5. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მოთხოვნას – მოიცავს ინფორმაციას მოგების გადასახადის, სალიცენზიო და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლებს და კანონის #8.2 პუნქტით განსაზღვრულ სხვა გადასახადებს, რომელთა საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად ან ჯამურად გადახდილი თანხა აღემატება 100 000 ლარს.
ვალდებულებების მატრიცა
1. მხოლოდ მათთვის, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.

პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის და სდპ-ებისთვის სავალდებულოა ფინანსური აღირცხვის ანგარიშგების წარმოება IFRS სტანდარტის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება, რომელიც დადასტურებული იქნება აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის მიერ და მმართველობითი ანგარიშგებების წარდგენა. იმ საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ასევე სავალდებულოა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების წარდგენა.

გარდა ამისა, მოცემული კატეგორიების საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში დამატებით უნდა წარადგინონ ინფორმაცია:

a. მათი შემოსავლის შესახებ, საქმიანობის კატეგორიებისა და ბაზრების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, თუ ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა;
b. წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის გადახდილი ანაზღაურების შესახებ.
სდპ-ებიმეორე კატეგორიის საწარმოებს ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების წარმოება ევალება IFRS for SME სტანდარტის მიხედვით. ამ კატეგორიის სუბიექტებისთვის ასევე სავალდებულოა ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება, რომელიც დადასტურებული იქნება რეგისტრირებული აუდიტორის მიერ და მმართველობითი ანგარიშგებების წარდგენა. გადასახადების ანგარიშგების გამოქვეყნება სავალდებულო არ არის.

მესამე კატეგორიის საწარმო ასევე ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღირცხვის ანგარიშგება IFRS for SME სტანდარტის მიხედვით და გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშგება გამარტივებულ იფორმით, რომელსაც დაადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. ამას გარდა, საწარმოებმა ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახონ ინფორმაცია საკუთარი აქციების შეძენის შესახებ. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კატეგორისთვის ნებაყოფლობითია, ასევე არასავალდებულოა მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებს დაევალებათ აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტით, რომლის შემუშავებაც მოხდება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მანამდე კი საწარმოებმა უნდა განაგრძონ ოპერირება ამჟამად არსებული მიდგომით. ანგარიშგების გამოქვეყნება და აუდიტი, ისევე როგორც მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა ამ კატეგორიის სუბიექტებს არ იქნება სავალდებულო.

ააიპ-ებს დაევალებათ აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტით, რომლის შემუშავებაც ასევე მოხდება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მანამდე კი ააიპ-ებმაც უნდა განაგრძონ ოპერირება ამჟამად არსებული მიდგომით. ანგარიშგების გამოქვეყნება და აუდიტი, ისევე როგორც მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა ამ კატეგორიის ორგანიზაციებისთვის არ იქნება სავალდებულო.

საწარმოებმა, დადგენილი ანგარიშგებები აუდიტორულ დასკვნასთან ერთად უნდა წარადგინონ სპეციალურ ვებგვერდზე, მომზადებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, საწარმოს შეუძლია ანგარიშგება წარადგინოს მისი ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 9 თვისა.
თაიმლაინი.სდპ-ებმა, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა ახალი კანონით დადგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება უნდა დაიწყონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის, ხოლო ააიპ-ებმა, მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებმა 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის.

ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონი სრულად იხილეთ ბმულზე.

Leave a Reply