Monthly Archives: დეკემბერი 2018

საპენსიო რეფორმა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში უკვე დიდი ხანია ვიცით. მაგრამ კონკრეტულად როგორ ცვლის ეს რეფორმა ბუღალტრის საქმიანობას?

2 სიტყვით რა არის და ვის ეხება:

შენატანის გაკეთება ევალება ყველა დასაქმებულს, რომელიც კანონის მიღების მომენტში (2018 წლის 6 აგვისტოსთვის) 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია:

როგორია სქემა?

დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის გარდა თავიანთი წვლილი შეაქვთ დამსაქმებელსა და სახელმწიფოსაც. მათი თანამონაწილეობა შემდეგნაირად გამოიხატება: 2%+2%+2% თითოეულისთვის და გამოითვლება დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავლიდან.

ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რა შედის ხელფასში: თანამშრომლის დასაბეგრ შემოსავლად უნდა ჩაითვალოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი განაცემები. მაგალითად: კვების, დაზღვევის, სატელეფონო ლიმიტის და სხვა.

ბუღალტერი ვალდებულია დააკავოს არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საპენსიო შენატანებიც, რომლებიც მის კომპანიას უწევენ მომსახურებას.

საშემოსავლო გადასახადი კავდება თანამშრომლის დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საპენსიო შენატანიდან.

ვთქვათ გვაქვს ასეთი მოცემულობა:  დასაქმებულის ხელფასი არის დარიცხული 1,000 ლარი. დამსაქმებელი დამატებით სარგებლად აძლევს 100 ლარს საწვავისათვის, ასევე უფინანსებს ტრენინგს 100 ლარის ოდენობით (არაფულადი სარგებელი). ამასთანავე დასაქმებულმა ბუღალტერს სთხოვა, ხელფასიდან ყოველთვიურად დაუკავოს თანხა 50 ლარის ოდენობით (სხვა დაკავებული თანხა) და გადარიცხოს სადაზღვევო კომპანიაში.

ასეთ შემთხვევაში:

ეს ყველაფერი ბუღალტრებმა ხელით რომ არ ითვალონ, ამისთვის ბალანსში ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში დარიცხვებისა და დაკავებების ჩანართზე საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების ველებს ვამატებთბალანსში დარიცხვის ფორმა ასე გამოიყურება და იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი:

დაკავებებში აისახება თანხაში გამოსახული გაცემული არაფულადი სარგებელი  და აგრეთვე თანხები, რომელიც უკავდება თანამშრომელს ხელზე ასაღები თანხიდან.

ჩვეულ ბუღალტრულ გატარებებს დაემატება საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გატარებები:

საპენსიო სააგენტო საპენსიო დეკლარაციებს შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებთან ადარებს და უზუსტობის შემთხვევაში დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს შესაბამის ინფორმაციას უგზავნის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები შესაბამისობაში იყოს საპენსიო დეკლარაციებთან. როცა ორივე დეკლარაციას ერთ სივრცეში ხედავთ, თავს იზღვევთ შეცდომებისგან.

საპენსიო შენატანი, ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადი, გადაირიცხება დასაქმებულისთვის გაცემული ან დაკავებული თანხის მიხედვით. ამიტომ პროგრამა ბალანსის ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში დაანგარიშებული საპენსიო შენატანების თანხები შუალედურ ანგარიშზე ტარდება, საპენსიო სააგენტოსთან ანგარიშსწორების ანგარიშზე კი ავტომატურად აისახება თანხის გადახდის მომენტში ან თვის ბოლოს, თუკი გადახდა არაფულადი ფორმით მოხდა. სწორედ ანგარიშსწორების ანგარიშზე ასახული თანხები მოხვდება ასატვირთად მომზადებულ დეკლარაციაში.

ბალანსის მომხმარებელს ზემოთ განხილული ვარიანტის გარდა შეუძლია გადასახადების აღრიცხვის უფრო მარტივი გზა აირჩიოს და ბალანსი გადასახადების გაანგარიშებას მხოლოდ დარიცხვის ან გადახდის (დაკავების) მომენტში შეასრულებს.

საპენსიო რეფორმა არ ეხება 2018 წელს გამომუშავებულ ხელფასის განაცემებს.

იანვრიდან პროგრამა ბალანსში საპენსიო განაცემების დეკლარირებას შეძლებთ 1 კლიკით!

 

კანონი და დეტალური ინსტრუქცია წაიკითხეთ აქ