2017 წლის 1 იანვრიდან ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც შეიცვალა საქონლისა და მომსახურების მიწოდების ოპერაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის დრო მიღებული ავანსების ნაწილში. დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ავანსები, ხოლო მიწოდების განხორციელებისას დაიბეგრება მხოლოდ დარჩენილი ღირებულება.

ცვლილება არ შეეხო მომსახურების რეგულარულად და უწყვეტად მიწოდების ოპერაციებს, აგრეთვე – ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდებას. ასეთ შემთხვევებზე გავრცელდება მანამდე მოქმედი წესი – ოპერაცია დაიბეგრება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

გარდა ამისა, მიმწოდებელ მხარეს უფლება აქვს წინასწარ განხორციელებული გადახდა მიიჩნიოს დასაბეგრ ავანსად და მიღებული თანხა ნებაყოფლობით დაბეგროს იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩამოთვლილი ოთხი პირობიდან რომელიმე მათგანი არ კმაყოფილდება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელმა მყიდველთან შეთანხმებით თანხა მიიჩნიოს ავანსად და გამოწეროს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ავანსის დაბეგვრის წესი გავრცელდა დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრის შემთხვევებზეც. კერძოდ, თუ ხსენებული ოთხივე პირობა კმაყოფილდება, მომსახურების სანაცვლოდ არარეზიდენტისთვის გადახდილი ავანსი დაექვემდებარება დაბეგვრას თანხის გადახდის მომენტში, ხოლო დარჩენილი თანხა დაიბეგრება მომსახურების დასრულების პერიოდში. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრით დაბეგრილი გადასახადი, მათ შორის ავანსის ოპერაციაზე,  დაექვემდებარება ჩათვლას დეკლარაციაში ასახვის საფუძველზე.

ცვლილების ფარგლებში დამტკიცდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა, რომელიც გამოიწერება დასაბეგრი ავანსის მიღების ოპერაციაზე. ავანსის ანგარიშ-ფაქტურაში არ არის სავალდებულო საქონლის დასახელების, ერთეულის ფასისა და რაოდენობის მითითება. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზეც მყიდველს აქვს უფლება მიიღოს დღგ-ის ჩათვლა. დაგეგმილი მიწოდების  გაუქმების ან ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება მიმწოდებლის მიერ.

მცირე ცვლილება შევიდა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში. კერძოდ, დეკლარაციაში სავალდებულო იქნება დასაბეგრი ავანსების თანხებისა და ავანსებზე გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ცალკე წარმოდგენა. გარდა ამისა, დეკლარაციაზე თანდართული ანგარიშ-ფაქტურების რეესტრებს დაემატა სპეციალური გრაფები, რომელიც საქონლის მიწოდების სრულ თანხაზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისას (ჩათვლისას) საშუალებას იძლევა იდენტიფიცირდეს მანამდე დაბეგრილი ავანსის თანხა.

საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები დეტალურად იხილეთ ბმულებზე:

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3

საკონტაქტო პირი:  ბიდიოს საგადასახადო სპეციალისტი – შალვა კილასონია, 595 034 950, skilasonia@bdo.ge

Leave a Reply