BDO სოლუშენსი – ყოფილი ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები (IBS), ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე მსხვილი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში. ჩვენი პროდუქტების პორტფელი მოიცავს ERP-ს, ვაჭრობის ავტომატიზაციისა და საბუღალტრო აღრიცხვის გადაწყვეტილებებს, რომლითაც სარგებლობენ ორგანიზაციები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2016 წლის თებერვლიდან IBS-ი BDO-ს გლობალური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი გახდა და წარმოადგენს მისი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას საქართველოში.
ჩვენი კომპანიის მასშტაბსა და გამოცდილებაზე მეტყველებს:
– 500–ზე მეტი პროექტი
– 700–მდე კლიენტი კომპანია
– 70–ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი
– 200–მდე პროფესიული სერტიფიკატი
ჩვენი მიზანია ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გზით, ორგანიზაციებს დავეხმაროთ მათი ოპერაციების შეუფერხებლად წარმოებაში.