ბალანსი – ახალი საბუღალტრო პროგრამა ყველაზე თანამედროვე ბუღალტრებისთვის

ბალანსი – ახალი საბუღალტრო პროგრამა ყველაზე თანამედროვე ბუღალტრებისთვის

საბუღალტრო პროგრამების ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა: აქამდე ცნობილი პროგრამების ჩამონათვალს ახალი პროდუქტი – ბალანსი შეემატა.  ბალანსი არის სააღრიცხვო გადაწყვეტილება თანამედროვე ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ისარგებლონ Hi-Tech შესაძლებლობებით და გახადონ მათი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტიანი და ამავე დროს სასიამოვნო.

პროგრამა ადვილად ერგება ნებისმიერი პროფილის კომპანიასა და ბუღალტრის მუშაობის სტილს. აწყობადი საოპერაციო ფორმების მეშვეობით, ბალანსში სააღრიცხვო საკითხებთან დაკავშირებული რუტინული სამუშაო მინიმუმამდეა დაყვანილი. სისტემა გამოირჩევა ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რასაც მისი მრავალფეროვანი ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებები განაპირობებს.

Web ინტერფეისის მეშვეობით პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. კომპანიის ყველა ძირითადი მაჩვენებლის ნახვა კი შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან. პროგრამას აქვს თანამედროვე, ინტუიტიურად გასაგები ინტერფეისი, რომელში მუშაობაც ერთნაირად ადვილია როგორც ბუღალტრებისთვის, ასევე მენეჯერებისთვის.

პროდუქტი წარმოდგენილია on premise ლიცენზიისა და SAAS-ის (პროგრამა, როგორც სერვისი) ფორმით, რაც ქართული ბაზრისთვის ახალი შემოთავაზებაა. SAAS-ი განსაკუთრებით მომხიბლელი წინადადებაა ახლადშექმნილი და მცირე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ სურთ კაპიტალური დანახარჯების გაწევა.

„ბალანსი“ კომპანია „ბიდიო სოლუშენსის“ საავტორო პროდუქტია, რომელიც შემუშავებულია 1С-ის თანამედროვე 8.3 პლატფორმაზე. პროდუქტი შექმნილია საუკეთესო ევროპული და ამერიკული საბუღალტრო პროგრამების ანალიზის საფუძველზე. „ბიდიო სოლუშენსის“ წამყვანი ანალიტიკოსების, დეველოპერებისა და არქიტექტორების ჯგუფი მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად „ბალანსის“ შექმნაზე თითქმის 1 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ბალანსი“ ინტეგრირებულია „ბიდიო სოლუშენსის“ უახლეს სავაჭრო პროგრამულ პროდუქტებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. პროგრამა უკვე გაყიდვაშია და მალე მისი შეკვეთა პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.balance.ge იქნება შესაძლებელი.

 

Leave a Reply