process_new7
  • ელექტრონული ფაქტურა და ზედნადები

    ბალანსში პროგრამიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გაცემული ზედნადებებისა და ფაქტურების შექმნა და რს-ზე ატვირთვა. ასევე  პირიქით, მათი ჩამოტვირთვა და შესაბამისი გატარებების ავტომატური ასახვა პროგრამაში. გარდა ამისა, ბალანსში შესაძლებელია   შეადაროთ პროგრამაში არსებული და rs.ge-ზე ასახული დოკუმენტები და განსხვავების შემთხვევაში მოახდინოთ მონაცემების კორექტირება.

     

    .

  • სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა

    ბალანში თქვენ შეძლებთ განახორციელოთ სხვადასხვა სტანდარტული თუ კომპლექსური სავაჭრო ოპერაცია:
    * შესყიდვებისა და გაყიდვების აღრიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში,
    * დოკუმენტების იმპორტი/ექსპორტი rs.ge-დან,
    * ნებისმიერი რაოდენობის ნომენკლატურის შეტვირთვა შესყიდვის დოკუმენტში ექსელის ფაილით,
    * დამატებითი ხარჯების განაწილება თვითღირებულებაზე იმპორტის დროს,
    * ფიზიკური პირისგან და არარეზიდენტისგან შესყიდვა
    *რეალიზაცია კომპენსაციის გარეშე და სხვა.

     

  • ბუღალტრული გატარებები და სხვა ოპერაციები

    სავაჭრო ოპერაციების საფუძველზე პროგრამაში ავტომატურად აისახება შესაბამისი  ბუღალტრული გატარებები. გარდა ამისა, ავტომატიზებულია მარაგების ინვენტარიზაცია, შემოსავალში აღება, ჩამოწერა, ხელფასის დარიცხვა და გადახდა, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ცვეთა/ამორტიზაცია,  და სხვა საჭირო ოპერაციები.

     

  • ანგარიშგებები

    გარდა გავრცელებული ბუღალტრული ანგარიშგებებისა (ბრუნვითი უწყისი, ანგარიშის ბარათი, ანგარიშის ბრუნვები და ა.შ), პროგრამას შეუძლია დააგენერიროს  ფინანსური და მრავალფეროვანი მენეჯერული ანგარიშგებები თქვენთვის საჭირო ინფორმაციით:
    * შემოსავლებისა და ხარჯების რეპორტი
    * დავალიანებების დინამიკა
    * გაყიდვებისა და შესყიდვების ანგარიშგებები
    * ძირითადის საშუალებებისა და მარაგების უწყისები
    * თვითღირებულების ფორმირების ანალიზი და სხვ.

     

  • ელექტრონული დეკლარირება

    ბალანსს შეუძლია განაცემთა ინფორმაციის გენერირება rs.ge-ზე ასატვირთი ფორმით. გარდა ამისა, პროგრამას აქვს დამატებითი ინსტრუმენტები, რომლებიც გეხმარებათ ელექტრონულ დეკლარირებაში:
    * ჩასათვლელი დღგ-ისა და დარიცხული დღგ-ის ანალიზი (დეკლარაციის “ა” ჩანართის მიხედვით)
    * საშემოსავლო გადასახადი დღეების მიხედვით და სხვა დამატებითი ანგარიშგებები საშემოსავლო გადასახადზე
    * ინფორმაცია ძირითად საშუალებებზე საგადასახადო ჯგუფების მიხედვით
    * ხარჯების კლასიფიცირება (გამოსაქვითი და არაგამოსაქვითი)
    * მხოლოდ მოგების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლებისა და ხარჯების დაფიქსირება.