საპენსიო რეფორმა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში უკვე დიდი ხანია ვიცით. მაგრამ კონკრეტულად როგორ ცვლის ეს რეფორმა ბუღალტრის საქმიანობას?

2 სიტყვით რა არის და ვის ეხება:

შენატანის გაკეთება ევალება ყველა დასაქმებულს, რომელიც კანონის მიღების მომენტში (2018 წლის 6 აგვისტოსთვის) 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია:

  • დასაქმებული ქალებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდნენ 55 წლის.
  • დასაქმებული მამაკაცებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდნენ 60 წლის.
  • ისინი, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდა 40 წლის, ავტომატურად ერთვებიან 3 თვით, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან. სქემიდან გამოსვლა შეუძლიათ განცხადების საფუძველზე მომდევნო 2 თვის განმავლობაში, დაკავებული თანხის დაბრუნებით.
  • თვითდასაქმებულებისთვის, მიუხედავად ასაკისა

როგორია სქემა?

დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის გარდა თავიანთი წვლილი შეაქვთ დამსაქმებელსა და სახელმწიფოსაც. მათი თანამონაწილეობა შემდეგნაირად გამოიხატება: 2%+2%+2% თითოეულისთვის და გამოითვლება დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავლიდან.

ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რა შედის ხელფასში: თანამშრომლის დასაბეგრ შემოსავლად უნდა ჩაითვალოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი განაცემები. მაგალითად: კვების, დაზღვევის, სატელეფონო ლიმიტის და სხვა.

ბუღალტერი ვალდებულია დააკავოს არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საპენსიო შენატანებიც, რომლებიც მის კომპანიას უწევენ მომსახურებას.

საშემოსავლო გადასახადი კავდება თანამშრომლის დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საპენსიო შენატანიდან.

ვთქვათ გვაქვს ასეთი მოცემულობა:  დასაქმებულის ხელფასი არის დარიცხული 1,000 ლარი. დამსაქმებელი დამატებით სარგებლად აძლევს 100 ლარს საწვავისათვის, ასევე უფინანსებს ტრენინგს 100 ლარის ოდენობით (არაფულადი სარგებელი). ამასთანავე დასაქმებულმა ბუღალტერს სთხოვა, ხელფასიდან ყოველთვიურად დაუკავოს თანხა 50 ლარის ოდენობით (სხვა დაკავებული თანხა) და გადარიცხოს სადაზღვევო კომპანიაში.

ასეთ შემთხვევაში:

  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი გამოითვლება ასე: 02 x (ხელფასი + დარიცხული დამატებითი სარგებელი + არაფულადი სარგებელი ) = 24 ლარი
  • დამსაქმებლის საპენსიო შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ აგრეთვე 24 ლარია
  • საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულის ხელფასიდან გამოითვლება საპენსიო შენატანის გამოკლების შემდეგ და ციფრებში გამოიხატება შემდეგნაირად: (1200-24)*20% = 235.20 ლარი
  • დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხის გაანგარიშებაში არაფულადი სარგებელი მონაწილეობას არ იღებს. ხელზე ასაღები თანხა გამოითვლება ასე:
    • ხელზე ასაღები თანხა = დარიცხული ხელფასი + დარიცხული დამატებითი სარგებელისაპენსიო შენატანისაშემოსავლო გადასახადისხვა დაკავებული თანხა
    • ციფრებში ეს ყველაფერი გამოიხატება ასე: 1100 ლარი – 24 ლარი – 235.20 ლარი -50 ლარი = 790.80 ლარი

ეს ყველაფერი ბუღალტრებმა ხელით რომ არ ითვალონ, ამისთვის ბალანსში ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში დარიცხვებისა და დაკავებების ჩანართზე საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების ველებს ვამატებთბალანსში დარიცხვის ფორმა ასე გამოიყურება და იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი:

დაკავებებში აისახება თანხაში გამოსახული გაცემული არაფულადი სარგებელი  და აგრეთვე თანხები, რომელიც უკავდება თანამშრომელს ხელზე ასაღები თანხიდან.

ჩვეულ ბუღალტრულ გატარებებს დაემატება საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გატარებები:

საპენსიო სააგენტო საპენსიო დეკლარაციებს შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებთან ადარებს და უზუსტობის შემთხვევაში დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს შესაბამის ინფორმაციას უგზავნის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები შესაბამისობაში იყოს საპენსიო დეკლარაციებთან. როცა ორივე დეკლარაციას ერთ სივრცეში ხედავთ, თავს იზღვევთ შეცდომებისგან.

საპენსიო შენატანი, ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადი, გადაირიცხება დასაქმებულისთვის გაცემული ან დაკავებული თანხის მიხედვით. ამიტომ პროგრამა ბალანსის ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში დაანგარიშებული საპენსიო შენატანების თანხები შუალედურ ანგარიშზე ტარდება, საპენსიო სააგენტოსთან ანგარიშსწორების ანგარიშზე კი ავტომატურად აისახება თანხის გადახდის მომენტში ან თვის ბოლოს, თუკი გადახდა არაფულადი ფორმით მოხდა. სწორედ ანგარიშსწორების ანგარიშზე ასახული თანხები მოხვდება ასატვირთად მომზადებულ დეკლარაციაში.

ბალანსის მომხმარებელს ზემოთ განხილული ვარიანტის გარდა შეუძლია გადასახადების აღრიცხვის უფრო მარტივი გზა აირჩიოს და ბალანსი გადასახადების გაანგარიშებას მხოლოდ დარიცხვის ან გადახდის (დაკავების) მომენტში შეასრულებს.

საპენსიო რეფორმა არ ეხება 2018 წელს გამომუშავებულ ხელფასის განაცემებს.

იანვრიდან პროგრამა ბალანსში საპენსიო განაცემების დეკლარირებას შეძლებთ 1 კლიკით!

 

კანონი და დეტალური ინსტრუქცია წაიკითხეთ აქ

 

Leave a Reply