ბალანსში თვის დახურვის ოპერაციებს „აღრიცხვიანობის შემოწმება“ დავამატეთ. ეს შემოწმებები დაგეხმარება მარტივად იპოვო და გაასწორო ბაზაში დაფიქსირებული შეცდომები.
ბალანსის მარცხენა ლურჯი მენიუდან გადახვალ „ბუღალტრულ ოპერაციებში" და შემდეგ აირჩევ „აღრიცხვიანობის შემოწმებას“.
შემოწმებული საკითხები იყოფა 3 კატეგორიად:
ქვემოთ მოცემულ სქრინზე ნახავ ყველა შემოწმების ფორმას, ჯგუფების მიხედვით. კალენდარში მიუთითებ სასურველ თარიღს და დააწვები შემოწმების ღილაკს, სულ ესაა. დანარჩენს ბალანსი თავისით გადაამოწმებს და შეცდომებსაც შეტყობინებების სახით გამოიტანს, თითოეულ პუნქტში.
მეტი დეტალებისთვის, მივყვეთ თითოეულ პუნქტს:
ბალანსი შეამოწმებს იყენებ თუ არა „ბანკთან ინტეგრაცია ვებ სერვისებით“ ფუნქციონალს. თუ აღმოაჩინა, რომ არ გაქვს ჩართული, გამოიტანს ასეთ შეტყობინებას:
ეს ფუნქციონალი აუცილებლად უნდა გქონდეს გააქტიურებული, თუ გსურს, რომ ინტერნეტ ბანკში განხორციელებული ოპერაციები ჩამოტვირთო, ან პირიქით, ბალანსში შექმნილი დოკუმენტები ინტერნეტ ბანკში ატვირთო, ასევე, გააკონტროლო შესაბამისი ნაშთებიც.
ამ ფუნქციონლს იპოვი ადმინისტრირების მოდულში, სახელად ჰქვია - „ბანკებთან ინტეგრაცია ვებ-სერვისებით". ასევე, შეგიძლია გადახვიდე, შენიშვნაში რომ ლინკია, იქიდანვე.
თუ ბაზაში ჩართულია ინტეგრაცია, მოწმდება საბანკო ანგარიშები, რომლებსაც ჩართული აქვთ ბარათზე ალამი: გაცვლა ინტერნეტ ბანკთან. ასეთ დროს გამოდის შემდეგი შეტყობინება:
შემოწმებაზე დაჭერით გახვალ ფორმაზე, სადაც უნდა შეიყვანო ინტერნეტ ბანკზე წვდომის მონაცემები, რის შემდეგაც ფუნქციონალი შეძლებს წამოიღოს პერიოდის შესაბამისი ნაშთი როგორც ინტერნეტ ბანკიდან, ისე ბაზიდან და დაინახავ დაფიქსირებულ გადახრასაც.
*****
აქ მოწმდება ანგარიშები, რომლებსაც ჩართული აქვთ სავალუტო ბრუნვა შემდეგი ლოგიკის შესაბამისად: შემოწმების პერიოდის წინა თვის ბოლოს სავალუტო ნაშთი * თვის ბოლო თარიღის კურსზე - ექვივალენტი ნაშთი ლარში. შედეგი არ უნდა იყოს ნულისგან განსხვავებული ციფრი (დასაშვები ცდომილება +- 1,2 თეთრი).
*****
ბალანსი შეგიმოწმებს გატარებების ჟურნალში არსებულ დოკუმენტებს და დაფილტრავს ჩაწერილ და წაშლაზე არ მონიშნულ დოკუმენტებს, რომელიც აღმოჩენილია შემოწმების პერიოდამდე.
თუ შემოწმების თარიღამდე აღმოჩენილია ჩაწერილი დოკუმენტები, რომელიც არ არის მონიშნული წაშლაზე, მაშინ გამოიტანს შემდეგ შეტყობინებას:
შემოწმებისთვის შეგიძლია პირდაპირ ლინკზე დაკლიკვით გადახვიდე გატარებების ჟურნალზე, რომელიც დაფილტრული იქნება შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ შემოწმების თარიღამდე არ არის აღმოჩენილი ჩაწერილი დოკუმენტები, რომელიც არ არის მონიშნული წაშლაზე, მაშინ ბალანსი გამოგიტანს ასეთ შეტყობინებას:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა ნაშთი ანგარიშებზე კატეგორიით „დამხმარე“, მაშინ გამოდის შემდეგი შეტყობინება:
შეტყობინება გამოაყოლებს შესაბამის საბუღალტრო ანგარიშის, რომელზეც ფიქსირდება ნაშთი, საბუღალტრო ანგარიშზე დაკლიკვით გაიხსნება შესაბამისი ანგარიშის ბრუნვაც.
თუ არ მოიძებნა ნაშთი ანგარიშებზე კატეგორიით „დამხმარე“, მაშინ გამოდის შეტყობინება:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა ნაშთი ანგარიშებზე კატეგორიით „შემოსავალი“, „ხარჯი“, „თვითღირებულება“ ან „სხვა შემოსავლები/ხარჯები“, მაშინ ბალანსს გამოაქვს შეტყობინება:
შეტყობინებას გამოყვება შესაბამისი კატეგორიები, რომელზე დაკლიკვითაც გამოვა საბუღალტრო ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება ნაშთი. ხოლო საბუღალტრო ანგარიშზე დაწკაპუნებით გაიხსნება შესაბამისი ანგარიშის ბრუნვა.
თუ არ მოიძებნა ნაშთი ანგარიშებზე კატეგორიით „შემოსავალი“, „ხარჯი“, „თვითღირებულება“ ან „სხვა შემოსავლები/ხარჯები“, მაშინ გამოვა ეს შეტყობინება:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა უარყოფითი ნაშთი აქტიურ და პასიურ ანგარიშებზე, მაშინ ბალანსი გამოიტანს შეტყობინებას:
შეტყობინებას გამოაყოლებს შესაბამის კატეგორიებს, რომელზე დაკლიკვითაც გამოდის საბუღალტრო ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება ნაშთი, ხოლო საბუღალტრო ანგარიშზე დაკლიკვით გაიხსნება შესაბამისი ანგარიშის ბრუნვა.
თუ არ მოიძებნა უარყოფითი ნაშთი აქტიურ და პასიურ ანგარიშებზე, მაშინ გამოდის ასეთი შეტყობინება:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა ძირითადი საშუალება, რომლის საბოლოო ღირებულება ნაკლებია ნულზე, მაშინ ბალანსი ასეთ შეტყობინებას გამოგიტანს:
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას არ მოიძებნა ძირითადი საშუალება, რომლის საბოლოო ღირებულება ნაკლებია ნულზე, მაშინ გამოდა ეს შეტყობინება:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა სასაქონლო მატერიალური მარაგის უარყოფითი ნაშთები, მაშინ გამოვა ასეთი შეტყობინება:
შეტყობინებას გამოაქვს ლინკი შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც დაფილტრულია შესაბამისი პირობებით.
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას არ მოიძებნა სასაქონლო მატერიალური მარაგის უარყოფითი ნაშთები, მაშინ ასეთ შეტყობინებას მიიღებ:
*****
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას მოიძებნა გადახრები დადგენილი მინიმალური ნაშთებიდან, მაშინ ბალანსი ამ შეტყობინებას გამოგიტანს:
შეტყობინებას გამოაქვს ლინკი შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც უკვე დაფილტრული იქნება პირობებით.
თუ აღრიცხვიანობის შემოწმებისას არ მოიძებნა გადახრები დადგენილი მინიმალური ნაშთებიდან, მაშინ გამოდის შემდეგი შეტყობინება:
*****
კონტროლის მექანიზმი მოიცავს RS.ge_სთან შესაბამისობის დადგენისათვის ხელსაყრელი ანგარიშგებების დაჯგუფებას. ანგარიშგებები დაჯგუფებულია ამ კატეგორიებად:
ნებისმიერი კითხვებით გელოდებით ბალანსის Facebook ჯგუფში:
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე