განახლებები

17 ოქტ,2018

ბალანსის რელიზი 1.2.1

  • ბალანსს უკვე აქვს ინგლისური ინტერფესი
  • დავამატეთ ავტომატური ფასდაკლებების დადგენისა და გამოყენების შესაძლებლობა
  • მყიდველებთან ანგარიშსწორების გასამარტივებლად დავამატეთ ვალის კორექტირების დოკუმენტები
  • გაყიდვების დამხმარეს დავამატეთ მყიდველების შეკვეთის აღრიცხვის ფუნქციონალი
  • განვაახლეთ მყიდველების მიერ საბანკო ბარათით გადახდის ფუნქციონალი
  • ბალანსი უკვე ინტეგრირებადია საბანკო ტერმინალთან
  • შევცვალეთ სალაროების მიხედვით აღრიცხვის ფუნქციონალი და სალაროს დოკუმეტები
  • მყიდველებეთან ვალუტაში ანგარიშსწორების დასახვეწად დავამატეთ განსხვავებული ვალუტის დაფიქსირების ფუნქციონალი
  • ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის პარამეტრებს დავამატეთ ახალი მეთოდი - "წრფივი (დღეების მიხედვით)"
  • უკვე შესაძლებელია, ზედნადების ან ფაქტურის პროგრამიდან გამოწერისას RS-ის პორტალზე და საბეჭდ ფორმებზე გამოჩნდეს საქონლის დასახელება
  • დავამატეთ შესყიდული ნომენკლატურის ფასების კონტროლის შესაძლებლობა
  • დავხვეწეთ მონაცემების ექსელიდან ჩამოტვირთვის ფუნქციონალი
  • ძირითადი საშუალებებისა და საწყობების ბარათებში დავამატეთ "პასუხისმგებელი პირის" ველი
  • დავხვეწეთ მარაგების საწყობებით აღრიცხვასთან დაკავშირებული ფუნქციონალი
  • დავამატეთ ტიპიურ ოპერაციებზე ბეჭდვის შაბლონის აწყობის შესაძლებლობა
გადმოწერა

გაგვიზიარე შენი შეფასება