ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს კომფორტი შევუქმნათ ბიზნესის წარმოების თითოეულ ასპექტში. ამიტომ, სულ ვცდილობთ ვიმეგობროთ ისეთ კომპანიებთან და პროდუქტებთან, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან. ბალანსი ამჯერად Keepz-ს დაუმეგობრდა.
Keepz ინოვაციაა უნაღდო გადახდებში - ტრადიციული ტერმინალის ციფრული ალტერნატივა, უფრო დაბალი საკომისიოთი. Keepz-ის უფასო QR ტერმინალი გადახდების მიღებას მოსახერხებელს, ხელმისაწვდომსდა სწრაფს ხდის.
როგორ მუშაობს KEEPZ? მარტივად: მომხმარებელი თავისი სმარტფონის კამერით ასკანერებს QR კოდს, ბიზნესს კი გადახდების მიღება სხვადასხვა მეთოდით შეუძლია: Visa, Mastercard, Apple Pay, Google Pay, Crypto & სხვა.
Keepz-ის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. თანხა მითითებულ ანგარიშზე მომენტალურად ირიცხება და მაშინვე იგზავნება გადახდის დამადასტურებელი შეტყობინებაც. Keepz ტრადიციულ ტერმინალთან შედარებით 10-ჯერ უფრო იაფია, არ საჭიროებს შენახვის, ინტერნეტის და ელექტროენერგიის ხარჯს.
ერთი დეშბორდიდან იმართება რამდენიმე ფილიალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაძლებელია ინდივიდუალური ჩარიცხვების, შეფასებების და სხვა მონაცემების მუდმივი მონიტორინგიც.
Keepz უნაღდო გადახდების მიღების ინოვაციური გზაა და ბიზნესის განვითარებისკენ გადადგმული შესანიშნავი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, Keepz უკვე ბალანსის მეგობარია.
თანაშრომლობისთვის დაუკავშირდით Keepz-ის გუნდს: 591 050 002
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე