გაცემული სესხების აღრიცხვის ფუნქციონალი

ბიზნესქეისები
13 დეკემბერი,2023

გაცემული სესხების აღრიცხვის ფუნქციონალი

თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს! პროგრამაში გაცემული სესხების აღრიცხვის ფუნქციონალი დავამატეთ!

 

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ გაცემული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების აღრიცხვის ავტომატიზაცია.

პროგრამაში დააფიქსირებთ გაცემული ხელშეკრულების მონაცემებს: სესის თანხა, ვადა, პროცენტი, ვალუტა და ა.შ. პაკეტურად შეტვირთავთ მოსალოდნელ გადახდებს, რის შემდეგაც პროგრამა ავტომატურად შეგივსებთ მითითებულ პერიოდში დასარიცხ პროცენტს. ეს ყველაფერი შემდგომ აისახება სესხის ანგარიშგებებში.

 

 

თუკი გინდათ გამოიყენოთ გაცემული სესხების აღრიცხვის ფუნქციონალი, გიზიარებთ პატარა ინსტრუქციას:

 

ფუნქციონალის გასააქტიურებლად ადმინისტრირების მოდულში, ფინანსურ აღრიცხაში დაემატა ალამი სესხების აღრიცხვა.

სესხის ხელშეკრულებას აქვს 4 ჩანართი:

  • პარამეტრები;
  • გრაფიკი
  • ანგარიშები
  • დამატებით

 

სესხის სტატუსი აქტიური/დახურული გათვალისწინებულია სესხის დარიცხვის დოკუმენტში. 

 

სესხის გრაფიკის ჩანართზე ეთითება სესხის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი.გრაფიკის მონაცემების მიხედვით ავტომატურად ივსება პირველი დარიცხვის თარიღი და ბოლო დარიცხვის თარიღის მონაცემები. გრაფიკის შევსება შესაძლებელია ექსელის ფაილის შეტვირთვით ან მანუალურად ხელით. დახურული სტატუსის მქონე ხელშეკრულება არ იღებს მონაწილებას დარიცხვის დოკუმენტში.

 

 

გაცემული სესხის ხელშეკრულების ანგარიშების ჩანართზე უნდა მიეთითოს ბუღალტრული ანგარიშები და შემოსავლის ანგარიშის ანალიტიკები:

  • მიღებული პროცენტის დარიცხვის ანგარიში;
  • საპროცენტო შემოსავლის ანგარიში;
  • შემოსავლა- ხარჯების ანალიტიკა (იმ შემთხვევაში, თუ ბაზაში ჩართულია შემოსავალ - ხარჯების ანალიტიკის გამოყენება);
  • დეპარტამენტი (იმ შემთხვევაში, თუ ბაზაში ჩართულია შემოსავალ - ხაჯების აღრიცხვა დეპარტამენტების ჭრილში);
  • დღგ-ს მუხლი (ბაზაში დაემატა ახალი დღგს -მუხლი ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება)

 

ხელშეკრულების დამატებისას ანგარიშები ავტომატურად არის მითითებული ძირითადი ანაგარიშებში (მთავარი > ძირითადი ანგარიშები)  სესხის ხელშეკრულებაზე მითითებული მონაცემებით.

 

გაცემული სესხის ხელშეკრულების დამატების შემდგომ შესაძლებელია მასზე დარიცხვის და გადახდის  დოკუმენტების გაფორმება.

 

მისაღები პროცენტების დასარიცხად  „დარიცხვები სესხების მიხედვით“ დოკუმენტს დაემატა ტიპი „დარიცხვები გაცემული სესხების მიხედვით“

 

შევსება ღილაკი დოკუმენტში ავსებს ყველა იმ აქტიურ გაცემული სესხის პროცენტს და საკომისიოს, რომლებიც მითითებულია სესხის გრაფიკში. შევსება ღილაკი ითვალისწინებს არსებულ დარიცხვებს, დარიცხვის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით პროგრამა აკონტროლებს თვის ჭრილში სესხის ხელშეკრულებაზე არსებულ დარიცხვას, თუ კონკრეტულ თვეში უკვე დარიცხულია პროცენტი ან/და საკომისიო, შევსება ღილაკი აღნიშნული თვის დარიცხვის დოკუმენტში მეორედ აღარ წამოიღებს  დასარიცხ ინფორმაციას.

სალაროსა და ბანკის დოკუმენტებს დაემატა ოპერაციის ტიპები სესხის გაცემისა და გაცემული სესხის გადახდის ასაღრიცხავად:

 

სესხის გაცემა

 

 

 

გაცემული სესხის გადახდა

 

 

გადახდის დროს თანხის ტიპში შესაძლებელია მიეთითოს: ძირი თანხა, პროცენტი, კომისია.

 

 

ფულის დოკუმენტის მარტივად გასატარებლად ბანკის წესებშიც დაემატა სესხის გაცემის და სესხის გადახდის წესის აწყობის შესაძლებლობა:

 

 

სულ ესაა!

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ: 596 105 890