ალბათ უკვე აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბალანსში კიდევ ერთი ისეთი ფუნქციონალი გვაქვს, რომელიც საქმეს ძალიან შეგიმსუბუქებთ. თუ თქვენ გააფორმეთ ხელშეკრულება მომწოდებელთან/მყიდველთან გრძელვადიანი პერიოდით, (მაგალითად საიჯარო, ფინანსური სერვისი, უსაფრთხოების მომსახურება და სხვ.) და წინასწარ გაქვთ ინფორმაცია ფიქსირებული გადასახადის შესახებ, თქვენ შეგიძლიათ, ეს ინფორმაცია პაკეტურად მიუთითოთ მყიდველს/მომწოდებელს.
პროგრამა თავად შეგივსებთ ინფორმაციას მოსალოდნელი დარიცხვების შესახებ. ერთ ფანჯარაში პაკეტურად შექმნით რეალიზაციებსა და შესყიდვებს.
გეგმიური დარიცხვების ფუნქციონალით თქვენ შეძლებთ:
აქვე გთავაზობთ პატარა ინსტრუქციას, როგორ ააწყოთ გეგმიური დარიცხვები და შეავსოთ ცხრილი
პირველ რიგში, საჭიროა, ადმინისტრაციის ჩანართიდან, ანგარიშსწორების მოდულში ჩართული გქონდეთ "გეგმიური დარიცხვები"
მას შემდეგ, რაც გააქტიურდება ოფცია, შესყიდვებსა და გაყიდვების მოდულში დაემატება გეგმიური დარიცხვების ფუნქციონალი სერვისის დაჯგუფებაში. გარდა ამისა, მყიდველისა და მომწოდებლის ბარათებზე გამოჩნდება ალამი გეგმიური დარიცხვები.
გეგმიური დარიცხვების შევსებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მეთოდი:
შევსების ღილაკის მეშვეობით მარტივად შეძლებთ ცხრილის შევსებას.
გილოცავთ, თქვენ შეავსეთ გეგმიური დარიცხვების დოკუმენტი!
ახლა კი, რაც შეეხება დამუშავების მეშვეობით დოკუმენტების შექმნას:
დამუშავება განთავსებულია შესყიდვებისა და გაყიდვების მოდულში, დაჯგუფებაში - „სერვისი“.
დამუშავებას აქვს შემდეგი ფილტრები:
პერიოდის (1) და არჩეული კონტრაგენტის (2) მიხედვით შეგიძლიათ გაფილტროთ პროგრამაში დაფიქსირებული გეგმიური დარიცხვების ინფორმაცია და მათ საფუძველზე შექმნათ შესაბამისი დოკუმენტაცია (შესყიდვის ან რეალიზაციის დოკუმენტი)
ცხრილის გასაახლებლად გამოიყენეთ ღილაკი
ხოლო დოკუმენტების შესაქმნელად გამოიყენეთ ღილაკი
დამუშავების მიერ შექმნილ დოკუმენტებს მარტივად იდენტიფიცირებისათვის მიყვებათ შემდეგი კომენტარი:
„ #შექმნილია ავტომატურად, გეგმიური დარიცხვების დამუშავების დახმარებით “
შევსების ღილაკი გაძლევთ საშუალებას მონიშნული ტრანზაქციების ანალიტიკები (შემოსავლები-ხარჯების, დეპარტამენტის და ფილიალის ანალიტიკები) გადაავსოთ სურვილისამებრ.
დამუშავებაში ასევე შეგხვდებათ , გაცემული ანგარიშ-ფაქტურების და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების ღილაკები, რომელიც გადაგამისამართებთ შესაბამის დამუშავებებზე.
სულ ესაა!
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ: 596 105 890
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე