ბუღალტრის ერთი დღე ბალანსთან ერთად – როგორ „გადავაგდე“ პანიკა, “დავაბალანსე” და შევინარჩუნე სულიერი სიმშვიდე.
ზოგისთვის „ბუღალტერია“ რთულად გასაგები ცნებაა, მაგრამ ჩვენ, ბუღალტრებმა, ზუსტად ვიცით, რომ ყველა რიცხვი თავისი ისტორიის მატარებელია – ზოგი მშვიდი და უმარტივესია, ზოგი კი თავგადასავალს გვთავაზობს. აქ იწყება ბალანსის ისტორია. დეკლარაციის დღე რომ დგება, ბუღალტრისთვის ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ბრძოლის ველს.
მოემზადე: ანგარიშგებები, დეკლარაციები, ყველა გატარება და ბუღალტრული დოკუმენტები გველოდება. ამ დროს ჩემი გადარჩენის ერთადერთი საიდუმლო ბალანსია.
მოდით, ერთად გავიაროთ ბუღალტრისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი – დეკლარაციების მომზადება და თვის დახურვა ბალანსთან ერთად.
დილის 9:00 – თვის გატარებების გადამოწმება
დღე იწყება კლასიკურად – ყავა, ღრმა ჩასუნთქვა და „ბალანსის“ გახსნა.
ბუღალტრის ოქროს წესი: სანამ თვეს დახურავ, ყველა გატარება უნდა იყოს თავის ადგილზე.
ბალანსში შევდივარ და ვამოწმებ:
✅ შესყიდვები და გაყიდვები
✅ ბანკის გატარებები
✅ ხელფასები.
✅ მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და ფაქტურების ანალიზი
✅ გაცემული ზედნადებებისა და ფაქტურების ანალიზი
✅ გადასახადები
✅ დეტალური ანგარიშგებები
პროგრამა ბალანსის ავტომატიზებული ფუნქციონალი, პროცესები და ანალიტიკა მაძლევს ნდობას, რომ არცერთი გატარება არ გამომრჩება.
11:00 – ანგარიშების და ბრუნვის შედარება
კარგი ბუღალტერი ყოველთვის ორჯერ ამოწმებს, მაგრამ ბალანსთან ერთად ეს პროცესი ძალიან მარტივია. დეტალური ანგარიშგებებიმეხმარება რომ არაფერი გამომეპაროს.
არ დაგიმალავთ – როცა ვხედავ, რომ ყველაფერი დაბალანსებულია, სიამაყით ვიღიმი და სმაილიკებით ჩემს დირექტორს ვუგზავნი შედეგს.
13:00 – ხელფასები და დეკლარაციები – დროა „ბუღალტრის ჯილდო“ მოვამზადო
ჩვენთვის, ბუღალტრებისთვის, თვის ყველაზე სერიოზული საქმეა ხელფასების დარიცხვა და დეკლარაციების მომზადება.
ბალანსი ხელფასების მოდულშიც იმდენად გაწაფულია, რომ ერთ ხელის მოსმით ავღრიცხავ ხელფასს
ბალანსი მარტივად „აერთიანებს“ ყველა საჭირო მონაცემს.
საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა კი ყველაზე მარტივია. Რადგან ბალანსი მაწვდის მზა ფორმებს xml ფაილების სახით. „ამჯერად, ისევ 0%-იანი შეცდომა!“ – ვკმაყოფილდები და მხიარულად ვგზავნი დეკლარაციებს შესაბამის პორტალებზე.
საშუალოდ, რასაც სხვა პროგრამებით რამდენიმე საათს მოუნდები, ბალანსი მაქსიმუმ 20 წუთში აგვარებს. „ვგრძნობ, დრო დამრჩა კიდევ ერთი ჭიქა ყავისთვის“.
15:00 – დეკლარაციები და მათი ანგელოზური სიმშვიდე
დეკლარაციების მომზადება ბუღალტრებისთვის ცოტა „გულის ფანცქალს“ ჰგავს. თუმცა ბალანსი აქაც ჩემ გვერდითაა.
17:00 – თვის დახურვა: „ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რიგზეა!“
ბოლო ჩაის ჭიქა და შვება
თვე დახურულია, დეკლარაციები ჩაბარებულია, და რაც მთავარია, მე არ ვარ „მოტეხილი“. ბალანსის დახმარებით ეს პროცესი აღარ არის სტრესული:
ყველაფერი მარტივია – ნაკლები ხელით გატარება და მეტი ავტომატიზაცია.
არაფერი იკარგება – ყველა გატარება თავის ადგილზეა.
დრო მრჩება – თუნდაც კოლეგებთან ბუღალტრული ხუმრობის მოსაყოლად.
ბუღალტრის ცხოვრება ხანდახან ომს ჰგავს, მაგრამ ბალანსთან ერთად ჩვენ ყველა თვეს ვიგებთ.
თუ ჯერ არ დაგიტესტავთ, იცოდეთ – დეკლარაციების ჩაბარება პირველად ხდება ასეთი მარტივი! 😊
სცადე ბალანსის უფასო ვერსია და თავად დარწმუნდი მის დაბალანსებულ შესაძლებლობებში.
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე