მენეჯერის აპლიკაცია - ECHO

მობილური აპლიკაცია MSME-ის ბიზნესის მფლობელებისთვის და ფინანსური მენეჯერებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს წვდომას რეალურ დროში ფინანსურ და საოპერაციო ანგარიშებსა და ანალიზის ინსტრუმენტებზე

მენეჯერის აპლიკაცია - ECHO

მობილური აპლიკაცია MSME-ის ბიზნესის მფლობელებისთვის და ფინანსური მენეჯერებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს წვდომას რეალურ დროში ფინანსურ და საოპერაციო ანგარიშებსა და ანალიზის ინსტრუმენტებზე

სამუშაო სივრცე

აქ დაგხვდება სამი მოდული: გაყიდვები, ფინანსები და გადასახადები

დეშბორდი

დეშბორდზე საშუალება გაქვს ნახო მიმდინარე კურსი სასურველი ვალუტისთვის და სასურველი პერიოდისთვის მონაცემები: ფული ბანკში და სალაროში; TOP დებიტორები და კრედიტორები; საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები და ა.შ

მიზნობრივი KPI

მიზნობრივი KPI-ის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს დაადგინო შენი მიზნები და ნახო მათი შედარება რეალურ მონაცემებთან

მიიღე რეპორტები

აპლიკაცია საშუალებას გაძლევს მობილურშივე  წვდომა გქონდეს ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ მონაცემთან. შენ შეგიძლია აკონტროლო შემოსავლები და ხარჯები; Top გაყიდვადი პროდუქტები; მყიდველების დავალიანებები; ფულადი ნაკადები; Top დებიტორები & კრედიტორები და ასევე - გადახდები ანგარიშსწორების ტიპების ჭრილში
 

დაადგინე და აკონტროლე მიზნობრივი KPI

KPI - ს ფუნქციონალი შეიცავს შემდეგ ელემენტებს: 

  • მიზნების დადგენის ღილაკი რომელსაც გავყავართ ახალ ფეიჯზე სადაც შესაძლებელი იქნება მიზნების დადგენა
  • მიზნობრივი KPI-ის დადგენის ფუნქციონალში განთავსებულია ყველა KPI-ის ბარათი
  •  არის ორი ტიპის KPI: ციფრობრივი, (ძირითადად თანხა/ რაოდენობა), პროცენტული (Ratio) რომლის მიზანს გადაცილება დადებითად აისახება კომპანიაზე და პროცენტული (Ratio) რომლის მიზანს გადაცილება უარყოფითად აისახება კომპანიაზე

გაანალიზე მონაცემები

ლაინ ჩარტისა და ბარ ჩარტის ტიპის ბარათებს აქვს შესაძლებლობა გაანალიზოს ის მონაცემები, რომლის საფუძველზეც დავაფორმირებთ მათ. შედეგად, შეგვიძლია გამოვიტანოთ ისეთი ანალიტიკური ინფორმაციები, როგორებიცაა: 

  •         მიმდინარე მაჩვენებელი
  •         მაქსიმალური მაჩვენებელი პერიოდში და შესაბამისი საკორესპოდენტო x პერიოდი`
  •         მინიმალური მაჩვენებელი პერიოდში და შესაბამისი საკორესპოდენტო x პერიოდი
  •         როცა ხდება Y1=Y2, თანაკვეთა
  •         საშუალო მაჩვენებელი პერიოდის განმავლობაში
  •         ზრდის ტემპი (growth rate=(final value-initial value)/initial value*100%)(ზრდა ან შემცირება
  •         წრფივი რეგრესიის მოდელით პროგნოზირებული შემდეგი 3 წერტილი
  •         მოძრავი საშუალოს მეთოდით გამოანგარიშებული შემდეგი 3 წერტილი

განჭვრიტე მომავალი

ლაინ ჩარტის ტიპის ბარათებს აქვს მონაცემების გაანალიზების შესაძლებლობა. პროგნოზირების მეთოდის საფუძველზე დაადგენს მონაცემების ტრენდულობას და განსაზღვრავს მომავალ წერტილებს. შეგიძლია გამოიყენო პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდი: 

  • წრფივი
  • ექსპონენციალური
  • ლოგარითმული
  • პოლინომიალური
  • მოზღავი საშუალო

Enterprise

Enterprise

ყველა ბიზნეს პროცესი ერთიან სისტემაში და მენეჯერის მობილური აპლიკაცია Echo
C109 / თვეში
დეტალურად