4 რამ იმის შესახებ, თუ რატომ გჭირდება სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე

ტექნოლოგიები
ტექნოლოგიები
24 ივნისი,2019

4 რამ იმის შესახებ, თუ რატომ გჭირდება სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე

ჩვენს მთავარ გვერდზე შეამჩნევდით სხვადასხვა დიზაინის ღრუბელს. არ გეგონოთ, რომ ღრუბლებში დავფრინავთ, უბრალოდ ბალანსი ე.წ. ქლაუდ (cloud) ტექნოლოგიაზე მუშაობს 🚀

Cloud ტექნოლოგია ნიშნავს ინტერნეტის საშუალებით წვდომას კომპიუტერულ რესურსებზე (სერვერები, მონაცემთა სანახები, აპლიკაციები, სერვისები და სხვა), მინიმალური დანახარჯებითა და დროის უმოკლეს მონაკვეთში. ანუ, არ გჭირდება დამატებითი ტექნიკის (hardware) ყიდვა.

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს თუ რატომ გჭირდებათ სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე:


1. მეტი მოქნილობა შენი ბიზნესისთვის

ქლაუდზე მუშაობა იდეალურია სტარტაპერებისა და სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის. ეს სეგმენტი განიცდის ყველაზე სწრაფ და რადიკალურ ცვლილებებს, ხოლო ქლაუდის ბაზა იღებს ნებისმიერ ფორმას და შეგიძლია სრულად მოარგო შენს ბიზნესს. მნიშვნელობა არ აქვს შენი ბიზნესის ინფორმაციის მოცულობა დღითიდღე იზრდება, თუ უკვე იმდენად გაიზარდა რომ თავად იქცა ცალკე ბიზნესად - ქლაუდი მას ადვილად გაუმკლავდება.

გარდა ამისა, ქლაუდი იმასაც ნიშნავს, რომ ბაზაზე წვდომა გაქვს ყველგან, სადაც არის ინტერნეტი - ნებისმიერ წუთში ღილაკის ერთი დაჭერით დააფორმირებ სასურველ რეპორტს და მიიღებ მიმდინარე ინფორმაციას. შეიძლება შვებულებაში სულაც არ გინდოდეს საქმეებში ჩახედვა, მაგრამ... რა იცი რა ხდება.


2. უსაფრთხოება და დაცულობა

კარგია, რომ დიდი ხანია უკვე „შუქი აღარ მიდის“, „ძაბვა აღარ ეცემა“ და ასე შემდეგ... მაგრამ მაინც, თუ კომპიუტერი უეცრად გაფუჭდა, თქვენს ბაზას არაფერი ემუქრება - ქლაუდზეა, და არა თქვენს კომპიუტერში ლოკალურად.


3. ხელმისაწვდომობა

როცა გადადიხარ ქლაუდზე, არ გიწევს წინასწარ თანხების გაღება: ქლაუდი მუშაობს როგორც ქირა და ღირს თვეში 79 ლარი - არ გჭირდება პროგრამის სამუდამო ლიცენზიის შეძენა, უბრალოდ იღებ უფლებას, რომ გამოიყენო პროგრამა იმდენი ხნით, რამდენიც გინდა და გადაიხადო შესაბამისად.


4. არავითარი ხარჯები

ქლაუდი გულისხმობს ტექნიკაზე გაწეული ძვირადღირებული დანახარჯების არარსებობას. ბაზის ზრდის პროცესში არ გჭირდება დამატებით სერვერების შეძენა. არ გჭირდება არც დამატებითი IT მომსახურება ბაზის მოვლისთვის. მუშაობის პროცესში ყველა კითხვაზე პასუხს ჩვენი მხარდაჭერის გუნდი გაგცემს - ჩაშენებულ ონლაინ ჩატში. ბაზის კონსულტაციისთვის კი სპეციალური მხარდაჭერის პორტალი შევქმენით, დააფიქსირებ საკითხს და თვალსაც მიადევნებ შესრულებას Teamviewer-ში.