როგორ ავწიოთ სტარტაპი?

ბიზნესის გზამკვლევი
04 May,2020

როგორ ავწიოთ სტარტაპი?

იდეები ყველას გვაწუხებს და ხანდახან "aint no mountain high enough"-იც გვერთვება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა წარმატებულ სტარტაპ კომპანიასა და მონდომებულ და იდეებით აღსავსე "მე"-ს შორის.

 

თუ ენტერპრენერობა გინდა, მაშინ უნდა იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ კარგი იდეა და შემდეგ როგორ აქციოთბიზნესად. ასევე მზად უნდა უყოთ თავდაუზოგავი შრომისთვის, ღამის თენებისთვის და არაერთი მარცხისთვის სანამ საბოლოოდ წარმატებას მიაღწევთ. კომპანიების 71% წარუმატებლობას დაარსებიდან მე-10 წელსაც კი განიცდის.

მოკლედ, ათასობით რჩევა შეიძლება დაიწეროს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იმართოს  ბიზნესი, ჩვენ მათი დიდი ნაწილი 7 საფეხურად გავაერთიანეთ:

 

1) შექმენი ბიზნეს გეგმა

 

იდეის ქონა კარგია, მაგრამ ბიზნეს გეგმის არსებობა უკვე სხვა საქმეა. გადავხედოთ ციფრებს:

 

აშშ-ში, იმ ადამიანთაგან, რომლებიც იწყებენ საქმეს დასრულებული ბიზნეს გეგმის მიხედვით:

• 36% უმტკიცდება სესხი.

• 36% იღებს საინვესტიციო კაპიტალს.

• 64% ზრდის ბიზნესს

 

მათგან ვინც ბიზნესს გეგმის გარეშე იწყებს:

• მხოლოდ 18% იღებს სესხს

• ასევე, მხოლოდ 18% იღებს საინვესტიციო კაპიტალს.

• და მხოლოდ 43%-ით ზრდის თავის ბიზნესს.

სტარტაპის დასაწყებად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფულია, კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს გეგმა კი ამ ფულის მოძიებაში დიდი უპირატესობას მოგცემს.

 

როგორ იქმნება ბიზნეს გეგმა?

მარტივი სიტყვებით, ბიზნეს გეგმა არის კომპანიის მომავლის წერილობითი აღწერა. წერ რისი გაკეთება გსურს და როგორ აპირებ ამის გაკეთებას. როგორ წესი ბიზნეს გეგმაში ასახულია 3 დან 5 წლამდე სტრატეგია.

 

2. მოიძიე დაფინანსება

 

არ არსებობს უნივერსალური ციფრი, განსხვავებულ ინდუსტრიებში საწყისი კაპიტალი სხვადასხვაა. პატარა სტარტაპისთვის, რომელიც არასრული დატვირთვით მუშაობს და არ საჭიროებს სპეციფიკურ აღჭურვილობას 10 000 დოლარიც საკმარისია. უფრო მოზრდილი ბიზნესი, მაგალითად საწარამოს გახსნა შეიძლება მილიონიც დაჯდეს.

 

ფინანსური გეგმა, ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორ წესი ყველა ფინანსური გეგმა მოიცავს:

  •  ბალანსს
  •  გაყიდვების პროგნოზს
  •  მოგება-ზარალის ანგარიშგებას
  •  ფულადი ნაკადები ანგარიშგებას

სწორედ ფინანსურ გეგმაზე დაყრდნობით უნდა დაადგინო რა თანხის ინვესტიცია გჭირდება ბიზნესის დასაწყებად. აქ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ეს თანხა ბევრად აღემატება შენს თავდაპირველ ვარაუდებს, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ფინანსური გეგმის შედგენა - ზუსტად რომ იცოდე რა თანხის მოზიდვა გჭირდება.

 

რა შეიძლება გახდეს დაფინანსების წყარო?

პირველი, რაც ყველას თავში მოსდის ბანკია, თუმცა თუ ახლანდელი შემოსავლებით ბანკს ვერ დაარწმუნებ, რომ წინ დიდი მომავალი გაქვს მაშინ შეიძლია მიმართო:

  •  მეგობრებს
  •  ოჯახის წევრებს
  •  სახელმწიფოს - რომელიც გთავაზობთ არაერთ საგრანტო პროგრამას
  •  მსხვილ საწარმოებს

თუმცა, აქვე გაითვალისწინე, რომ ინვესტორები აუცილებლად მოითხოვენ წილს შენს ბიზნესში, და ეცადე ოპტიმალურად გაანაწილო.

აშშ-ში დაფინასების 50% გაიცემა იმ სტარტაპებზე, რომლებიც ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იწყებენ მუშაობას. ჩვენთან მსგავსი თანადაფინანსებისა და მცირე გრანტების პროგრამები აქვს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA.

 

3. შემოიკრიბე სწორი ადამიანები

 

სტარტაპის გაშვებისთვის სხვების დახმარება დაგჭირდება - პარტნიორები, თანამშრომლები, მრჩეველები. სჯობს, თავიდანვე იცოდე ვინ რა როლს შეასრულებს. როგორც წესი, სტარტაპების შემთხვევაში ყველზე მეტად მცირე სამუშაო ჯგუფი ამართლებს 4 – 6 ადამიანი. თუმცა გააჩნია ინდუსტრიასაც - თუ საკვები ობიექტის გახსნას აპირებ იქ ბევრად მეტი თანამშრომელი იქნება საჭირო - სერვისში, სამზარეულოში და ა.შ.

 

გარდა ამისა დაგჭირდება იურისტის, ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის რჩევები. შეიძლება, ისინი მუდმივ თანამშრომლებად არ დაიქირავო და ყოველთვიური მოჭრილი ხელფასი არ მისცე, თუმცა აუცილებლად გაიარე მათთან კოსნულტაციები. ასვევე შეგიძლია ფრილანსერები მოიძიო და დაწყებიდან გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მათთან ერთად იმუშაო, რომლებიც 9-დან 6-მდე შენთან არ იქნებიან, თუმცა სასურველ დროს შეძლებენ მოგაწოდონ ფინანსური რეპორტები და ბუღალტრული ანგარიშგება.

 

4. იპოვე ლოკაცია და შექმენი ვებ-საიტი

 

სტარტაპს აუცილებლად დასჭირდება როგორც ფიზიკური, ისე ვებ მისამართი. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნეს ცენტრში იქნება  ოფისი თუ ბებიასთან სამზარეულოში, მუდმივი მისამართი გჭირდება.

 

ნუ დააყოვნებ ვებ-საიტსაც და ნუ დაელოდები როდის დადგება სტარტაპი ფეხზე. პრომოუშენის დაწყება არასდროს არის ადრე. ვებ-ის ხარჯები აუცილებლად გაითვალისწინე ბიზნეს გეგმაში და თავიდანვე შეუდექი საქმეს, სანამ საიტი აშენდება შეგიძლია სოც. მედიას მიმართო და ფეისბუქი და ინსტაგრამი გამოიყენო აქტიურად. თუმცა დღეს - google search-ის სამყაროში საკუთარი ვებ-საიტი გაყიდვების წარმატებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. გარდა ამისა, ბიზნესის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ინფორმაციული საიტი შეგიძლიათ e-commerce-ად გადააქციოთ და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც დაიმატო. აქვე გეტყვი, თუ შენი სტარტაპ იდეა მაღაზიაა - მაშინ თავიდანვე ფრთხილად შეარჩიე მაღაზიის პროგრამა (საოპრეაციო ნაწილისთვის), ასევე საბუღალტრო პროგრამა მაღაზიისთვის. მნიშვნელოვანია რომ, ამ პროგრამებს ჰქონდეს e-commerce პლატფორმებთან ინტეგრაცია.

 

5. გახდი მარკეტერი

 

თუ არ ხარ მარკეტინგის სპეციალისტი, მოგიწევს რომ გახდე. შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო პროდუქცია შექმნა, მაგრამ თუ ვერავინ გაიგო მის შესახებ, აზრი?

მარკეტინგ კამპანიის ერთ-ერთი ფუნდამენტია ციფრული მარკეტინგი. ვინაიდან ამ პოსტში თითოეულ მათგანს ვერ ჩავშლით, მეტი სერჩვადობისთვის ინგლისურად ჩამოვწერეთ:

  •  Content marketing
  •  Affiliate marketing
  •  Email marketing
  •   Search engine optimization (SEO)
  •   Social media marketing (SMM)
  •   Search engine marketing (SEM)
  •   Pay-per-click advertising (PPC)

ამ ყველაფრის სწავლისა და შემდეგ განხორციელებისთვის დრო თუ არ გაქვს მაშინ აქაც ფრილანსერი SEO სპეციალისტი გამოგადგება.

 

აქვე შეგიძლიათ ძველ მეთოდებსაც მიმართოთ - რადიო, პრინტ მასალა და ა.შ.

მაგრამ აუცილებლად გახსოვდეს, რომ სტარტაპის ამუშავებისთვის მარკეტინგი ყველაზე მთავარი თუ არა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად ბიზნეს გეგმაში აუცილებლად უნდა იყო გათვალისწინებული მარკეტინგის ხარჯები.

 

6. შექმენი მომხმარებლების ბაზა

 

თუ საიტი უკვე გაქვს, ესეიგი სწორ გზაზე ხართ. იმ პროცესში, როდესაც მომხმარებლები შენს საიტზე შემოდიან ათვალიერებენ ან ყიდულობენ რამეს, უკვე ქმნი მომხმარებლების ბაზას. საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბიზნესში გაყიდვების 43% სწორედ არსებული მომხმარებლების მიერ სრულდება, და არა ახლების მიერ. თუ მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გაქვს მაშინ საქმე ბევრად გაგიადვილდება, შეგიძლიათ თანამედროვე საბუღალტრო პროგრამა ან მინი ERP სისტემა შეიძინო, რომელიც საიტს დაუკავშირდება და CRM-ის ფუნქციასაც შეითავსებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google analytics და HubSpot-ის პლატფორმა.

 

თუ ჩვეულებრივი - ფიზიკური მაღაზია გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მომხმარებლებს დაგროვების ან ფასდაკლების ბარათები შესთავაზო, რომლებიც მათი მონაცემების მიხევდით რეგისტრირდება - ამ გზით მათაც მოუტანთ სარგებელს და შენს ბაზასაც შექმნი.

 

გახსოვდეს, ეს მონაცემები მარკეტინგ კამპანიების წარმოების ერთ-ერთი საფუძველია, თუმცა როდესაც საქმე მომხმარებლების დაბრუნებას ეხება აქ ყველაზე მთავარია სერვისი. რამდენი ელ.ფოსტაც არ უნდა გაუგზავნოთ მოხმარებელს, თუ უკმაყოფილოს გაუშვებ უკან აღარ დაბრუნდება.

 

7. და ბოლოს... ყველაფრისთვის მზად იყავი

 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იყავი წინდახედული და მზად მოულოდნელობებისთვის. თუ საქმე ისე არ წავიდა როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო. ის გამოცდილება რომელიც სტარტაპის „გაშვებისას“ მიიღე ბიზნესის მართვის მთელი პერიოდის განმავლობაში გამოგადგებათ. გაყიდვებში აღმასვლა და ჩავარდნები სულ გექმნებათ. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით კომპანიების 71% მარცს გაშვებიდან მე-10 წელსაც განიცდიან. მერე რა! ზოგი რამ შეიძლება თქვენი კონტროლის მიღმაც იყოს, ზოგჯერ შეიძლება თავად დაუშვათ შეცდომა. ყველაფერი ეს ენტერპრენერობის ნაწილია.

 

მთავარია გააანალიზოთ რომ შეცდომა დაუშვი, გააგრძელო გზა და აუცილებლად გადაიხადო გადასახადები.