როცა ირჩევ საბუღალტრო პროგრამას ბიზნესის სამართავად...

ბიზნესის გზამკვლევი
ბიზნესის გზამკვლევი
29 ივლისი,2019

როცა ირჩევ საბუღალტრო პროგრამას ბიზნესის სამართავად...

როდესაც საბუღალტრო პროგრამას ირჩევ ან ცვლი, ალბათ ბევრ რამეს აქცევ ყურადღებას. მაგრამ, მაინც არსებობს საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო:

 

1) რამდენად შეესაბამება შერჩეული სოფტი შენს ბიზნესს - არის საკმარისად დიდი ან პირიქით ისეთი მარტივი და კომპაქტური, როგორც ამ ეტაპზე გჭირდება?.. ან იქნებ ახლა მცირე ბიზნესი გაქვს, მაგრამ სამომავლოდ განვითარებას გეგმავ და გჭირდება ისეთი პროგრამა, რომელიც შენს ბიზნესთან ერთად გაიზრდება ე.წ. „scalable” იქნება.

 

2) გაძლევს თუ არა სოფტი იმ ინფორმაციას, რომელიც რეალურად გჭირდება - მენეჯერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეს რა ხდება თავის კომპანიაში. ნედლი მონაცემების გარდა აქ უკვე აუცილებელი ხდება ანალიტიკა. შესაბამისად, სოფტი უნდა გეხმარებოდეს მიიღო უკვე დამუშავებული ინფორმაცია სწრაფად, მარტივად აღსაქმელი ფორმით.

 

3) რამდენად მოსახერხებელია სოფტი, რომელშიც მუშაობ - ალბათ გინდა, რომ დეშბორდზე გქონდეს ძირითადი სტატისტიკური მონაცემები - როგორ მიდის გაყიდვები, რამდენი გაქვს ფული, დავალიანება, და ა.შ. ან იქნებ გინდა პირველ რიგში ხედავდე კონკრეტული პროდუქტის, მომწოდებლის ან მყიდველის შესახებ ინფორმაციას? - მაგალითად, ღვინის ბიზნესში ხარ და გაინტერესებს წლების მიხედვით უკრაინაში „ხვანჭკარას“ გაყიდვების დინამიკა.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ სოფტი უნდა გაძლევდეს საშუალებას მარტივი გზებით მიიღო ის ინფორმაცია, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.

 

4) რამდენ ვალუტაში შეგიძლია აღრიცხვა? - დღეს როდესაც, იმპორტიც და ექსპორტიც ეკონომიკის, შესაბამისად კერძო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია, სააღრიცხვო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ ვალუტაში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას.

 

5) გაძლევს თუ არა სოფტი საშუალებს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს აკონტროლო შენი ბიზნესი? - ცოტა ბანალურია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და მას უნდა მიჰყვე. დღეს ყველაზე მოსახერხებელია, რომ ისარგებლო სააღრიცხვო სისტემით, რომელიც მუშაობს ქლაუდზე - ანუ ნებისმიერ მომენტში გქონდეს წვდომა ბიზნესზე.

 

6) რამდენად სანდოა კომპანია, რომელსაც ირჩევ - სჯობს ყურადღება მიაქციო იმ კომპანიის რეპუტაციასა და გამოცდილებას, რომლის პროდუქტიც შენი ბიზნესის სამართავ ინსტრუმენტად უნდა აქციო. პროვაიდერი კომპანია პასუხს აგებს პროგრამის გამართულ მუშაობაზე, სისწრაფეზე, სოფტის ბიზნეს-პროცესებზე მორგებაზე, მუშაობის პროცესში მხარდაჭერაზე, პროგრამის განვითარებაზე და დახვეწაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ენდობოდე.

 

ორიოდე სიტყვით გეტყვით, როგორ გადავწყვიტეთ ეს საკითხები ბალანსში:

 

1) ბალანს  ქლაუდზე ბაზის მოცულობა არ არის შეზღუდული - გაიზრდება იმდენად რამდენიც დასჭირდება მონაცემების განთავსებას.

რაც შეეხება ფუნქციონალს, შესაძლებელია ისეთი „ინსტრუმენტების“ გაუქმება და ჩართვა, რომელიც თანდათან შეიძლება გამოიყენო: მაგალითად, თუ ბიზნესი ერთი მაღაზიით დაიწყე, დღეს კი უკვე მაღაზიათა ქსელს ფლობ, თავიდან არა, მაგრამ ნელ-ნელა დაგჭირდებოდა პროდუქტებზე განსხვავებული ფასები, საწყობების მიხედვით აღრიცხვა, ავტომატური ფასდაკლებები, მყიდველების შეკვეთების აღრიცხვა და ა.შ. ბალანსში შესაძლებელია ამ ფუნქციების საჭირო დროს გააქტიურება ერთი კლიკით.

 

2) + 3) სრულყოფილი ანალიტიკის მისაღებად ბალანსში შესაძლებელია 60-მდე უკვე მზა რეპორტის მიღება, ასევე ნებისმიერი რეპორტის აწყობა კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე. აქვე გეტყვით, რომ ბალანსში შეგიძლია დეშბორდიც თავად დაალაგო და სწორედ ის, შენთვის მნიშვნელოვანი რეპორტი გამოიტანო, რომელიც შენივე აწყობილია.

 

4) რაც შეეხება პროგრამის მულტივალუტურობას, ბალანსში ფასების დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ ვალუტაში. პროგრამაში ჩავაშენეთ ვალუტის ეროვნული კლასიფიკატორი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად დააკონვერტიროს ფასები მიმდინარე კურსის მიხედვით.

 

5) დრო - ბალანსი არის ერთადერთი საოპერაციო + საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე. ინფორმაციაზე წვდომა გაქვს ყველგან, სადაც არის ინტერნეტი და საფასურსაც იხდი თვიურად.

 

6) თავის ქებაში თუ არ ჩაგვითვლით… BDO Solutions არის პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე მსხვილი პროვაიდერი კომპანია საქართველოში, 2004 წლიდან. ჩვენ პირველებმა გავაქართულეთ 1C-ის პლატფორმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მულტიფუნქციური პლატფორმაა ბიზნესის ავტომატიზაციის ბაზარზე. დღეისათვის დასრულებული გვაქვს 500-ზე მეტი პროექტი. რაც შეეხება მხარდაჭერას, ბალანსში ჩავაშენეთ ქონექთი - მხარდაჭერის ჩათი ჩვენი მომხმარებლებისთვის.

 

ეს არის ის მთავარი, რაც გვინდოდა გვეთქვა სააღრიცხვო სისტემაზე და ჩვენს ბალანსზე. ბალანსის ფინქციონალზე დეტალურ ინფორმაციას, კი ნახავ შესაძლებლობებში