"ენთების" 3 დაბალანსებული წელი

ბუღალტერია მარტივად
24 ივნისი,2019

"ენთების" 3 დაბალანსებული წელი

ბალანსი უკვე 3 წელია, რაც AccountAnts • ენთები-ს საბუღალტრო პროგრამაა.

“დღეს მინდა მოკლედ მოგიყვეთ 3 წლის წინ, როდესაც ენთების გუნდს ჩაეყარა საფუძველი და დავიწყეთ ბუღალტრული საქმიანობა, რატომ შევაჩერეთ არჩევანი პროგრამა ბალანსზე და იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება. პასუხს აქვე დავწერ – იყო!” – ასე აფასებს ბუღალტრული აუთსორსის პროვაიდერი კომპანიის - AccountAnts • ენთები-ს პარტნიორი – დიმა ბასილაშვილი ჩვენს პროგრამას.

თუ რატომ იყო მათთვის ბალანსი სწორი გადაწყვეტილება, ვრცელი პასუხი მივიღეთ:

 

ნაკლები რუტინა

 

ახლა, როცა უკვე კარგად ვიცნობ პროგრამას, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბალანსი ცხოვრებას ამარტივებს. პროგრამაში შესაძლებელია მარტივად გატარდეს ისეთი ოპერაციები, რასაც სხვა პროგრამაში ხშირად ორჯერ მეტი დრო და ენერგია სჭირდება. მაგალითად ბანკის ამონაწერის ჩატვირთვის დროს, შეგიძლია გაწერო „წესები“ რომელთა მიხედვითაც პროგრამა ავტომატურად „ხვდება“ ოპერაციის შინაარსს და ამონაწერის ყოველ მომდევნო ჩატვირთვაზე თვითონ აკეთებს გატარებებს. ასევე ზედნადებების ჩამოტვირთვისას RS.ge-დან პროგრამაში ავტომატურად იქმნება მომწოდებლები, მყიდველები და ნომენკლატურები; გარდა ამისა, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული პირველადი დოკუმენტების საფუძველზე შესყიდვის, რეალიზაციისა და გადაადგილებების დოკუმენტების პაკეტურად შექმნა.

 

რეპორტინგი

 

რეპორტინგი ბალანსის მთავარი უპირატესობაა: პროგრამას აქვს როგორც ფინანსური, ისე მენეჯერული რეპორტები, რომლებიც შესაძლებელია შეცვალო და ააწყო მოთხოვნის შესაბამისად. ეს ამარტივებს პროგრამიდან ინფორმაციის ამოღების პროცესს. ბალანსი საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომსახურება სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ – კლიენტებს გავუკეთოთ საჭირო რეპორტები და პროგრამაში ხედვის რეჟიმით და ბალანსის მობილური აპლიკაციით მივცეთ თავიანთი კომპანიის პერფორმანსზე თვალის დევნების საშუალება.

 

ტიპიური ოპერაციები

 

ჩვენი კლიენტები სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ და შესაბამისად მათი საჭიროებებიც განსხვავებულია. მათ შორის ბევრს აქვს სპეციფიკური ოპერაციები. ბალანსში შეგვიძლია ტიპიური ოპერაციებით გავაკეთოთ მათი ასეთი პროცესების აღრიცხვის ავტომატიზაცია და დავზოგოთ ჩვენი რესურსები.

 

ექსელთან მეგობრობა

 

ბალანსი ძალიან კარგად ეწყობა ექსელს და ეს საშუალებას გვაძლევს დიდი მოცულობის მონაცემები ერთიანად და მარტივად შევტვირთოთ პროგრამაში. მაგალითად შესაძლებელია მთელი თვის ან წლის გაყიდვების მონაცემები ერთბაშად შეიტვირთოს ექსელიდან, რის შემდეგაც პროგრამა ყველა გატარებას ავტომატურად გააკეთებს.

 

მარტივი ინტერფეისი

 

ჩვენს კომპანიას ყოველთვე აყავს ახალი თანამშრომელი და პრაქტიკულად ერთი კვირის შემდეგ უკვე ყველა მათგანს შეუძლია პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობა.

 

პროგრამის განვითარება

 

ბალანსი ყოველთვე იზრდება და ემატება ახალი ფუნქციონალი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის განვითარებაში ითვალისწინებენ მომხმარებლების მოსაზრებებს. ჩვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროგრამის მხარდაჭერასთან სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის საშუალებაც. რაიმე კითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩატით ვუკავშირდებით კონსულტანტს, რის შემდეგაც სწრაფად ხდება ნებისმიერი საკითხის მოგვარება.

საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ბალანსი კომპანიას ეხმარება მიზნების მიღწევაში.”