ბალანსში განახლებული დანართი „ა“ უკვე გვაქვს 😊💸

საგადასახადო სიახლეები
04 February,2020

ბალანსში განახლებული დანართი „ა“ უკვე გვაქვს 😊💸

 

როგორც იცით საშემოსავლო  დეკლარაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში. განაცემთა ინფორმაცია, რომელიც აქამდე საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილი არ იყო საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებულ განაცემებთან ერთად დანართ „ა“-ს შეუერთდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ საშემოსავლო დეკლარაციის განახლებული დანართი „ა“.

 

ბალანსი კანონმდებლობას პარალელურად მიჰყვება. ეს ცვლილებაც, რა თქმა უნდა ასახულია ჩვენს პროგრამაში. დეკლარაციაში, დანართ „ა“-ში დეტალურადაა ჩაშლილი თითოეული თანამშრომლისთვის და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემული თანხები - შემოსავალი, ბონუსი, სარგებელი, დაზღვევის თანხა და ა.შ. თან ახალი წესით დეკლარაცია ითხოვს დღეების მიხედვით ჩაშლილი თანხებს, როგორც ეს დანართ „ა“-ში იყო და თანამშრომლების მიხევდით ჩაშლილ თანხებსაც, როგორც ეს განაცემთა ინფორმაციაში იყო.

 

 

ერთი შეხედვით, ამ სიახლეს დამატებითი დრო უნდა წაერთმია ბუღალტრებისთვის. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებში მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასები თითქმის ყოველ კვირას გაიცემა, ზოგჯერ ყოველდღიურადაც კი. და ასეთი თანამშრომელი შეიძლება 100-ობით იყოს. წამოიდგინეთ ამ ინფორმაციის ხელით გადატანა დეკლარაციაში...

 

 

I.

 

კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ ბალანსში უკვე მზადაა განახლებული დანართი „ა“. ხელფასების, ბონუსების, პრემიების თუ სხვა სარგებლებისა და განაცემების დარიცხვით ეს ინფორმაცია უკვე გენერირდება ამ დანართში, უბრალოდ ექსელის დოკუმენტში ექსპორტი სჭირება და შემდეგ RS.ge-ზე ატვირთვა.

 

 

 

II.

 

კიდევ ერთი კარგი, მაგრამ ძველი ამბავი ისაა, რომ ბალანსში ავტომატიზებული გვაქვს ხელფასების მართვა, თავისი საპენსიოს დეკლარაციით. ყველა თანამშრომელს აქვს მისი ბარათი, სადაც მითითებულია რამდენი აქვს ხელფასი, პრემია, საშემოსავლო შეღავათი, დაზღვევა, ჩართულია თუ არა საპენსიო სქემაში და ა.შ. ბუღალტერი უბრალოდ დარიცხვის დოკუმენტს ამზადებს - ერთი ღილაკის დაჭერით.

 

 

 

III.

 

და კიდევ ერთი კარგი ამბავი, ეს უკვე მომავლიდან 😊 ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობაში მოიაზრება, ძალაში შესვლისთანავე უკვე ასახული იქნება ბალანსში თან ისეთი ფუნქციონალით, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ამ ცვლილების შემდეგ სამუშაოზე არც ზედმეტი დრო და არც ზედმეტი ენერგია არ დახარჯოს.