ალბათ არ არსებობს სავაჭრო ობიექტი, რომელსაც არ აქვს საწყობი. პატარა მაღაზიის საწყობი შეიძლება ერთ ოთახში მოტავდეს, მაშინ როცა მსხვილი ორგანიზაციების საწყობები ასეულობით კვადრატზეა გაშლილი. მაგალითად, კომპანია „ამაზონის“ კალიფორნიის საწყობი 59 საფეხბურთო სტადიონს დაიტევს.
მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბის კომპანიაა, ყველას სჭირდება „დალაგებული“ საწყობი, ანუ საწყობის მართვა და მარაგების აღრიცხვა მაქსიმალურად ეფექტური გზით.
პატარა მაღაზიის მეპატრონემ, თავიდან შეიძლება თავადაც კი შეითავსოს საწყობის მენეჯერის როლი. მაგრამ წარმოიდგინეთ „ამაზონის“, ‘ალიბაბას“, „ალიექსპრეისის“ და მსგავსი ორგანიზაციები. მათ საწყობებში რობოტები დასეირნობენ. თუმცა დასეირნობენ არასერიოზული ნათქვამია - ყველა რობოტ საკუთარი ფუნქცია აქვს, იცის რა სად უნდა მიიტანოს და არ გეგონოთ ,რომ გზაში რომელიმე სხვა რობოტს დაეჯახება - ეს ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი Master of Robots-ის სისტემაში - ასე ეძახიან „შინაურულად“ ამაზონში მათ უცნაურ თანამშრომლებს.
ზონში ამბობენ, რომ რობოტების სისტემამ 20%-ით გაზარდა საწყობის ეფექტურობა - ადამიანებისთვის დროისა და დატვირთვის შემცირებით. პლიუს ამას, რობოტების სისტემით შესაძლებელია საწყობის მოცულობის გაზრდა. ტერიტორიის გაფართოების გარეშე - პროდუქტები არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც ეწყობა, რობოტმა კი ზუსტად იცის რომელ „სართულს“ უნდა მიაკითხოს და რა წამოიღოს. შედეგად საწყობის ტევადობის გაზრდა 4-ჯერ არის შესაძლებელი.
მოკლედ, რობოტები ნამდვილად დიდი კომფორტია, თუმცა ძვირი სიამოვნებაა. ერთი რობოტის ფასი ათეულობით ათასი დოლარია ღირს, საწყობს კი ათობით რობოტი სჭირდება. თუმცა მთავარი ხარჯი სწორედ ეს პირველადი ინვესტიციაა. მას შემდეგ რაც სისტემა აეწყობა მას დიდი დანახარჯები აღარ აქვს - რობოტები ენერგო ეფექტურია - 10 რობოტი დაახლოებით იმდენივე ენერგიას მოიხმარს რამდენსაც 1 არაფრით გამორჩეული მტვერსასრუტი.
დიდი კომპანიები, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ რობოტების მომსახურებით სხვადასხვა სასაწყობე პროგრამებს იყენებენ. მათ Warehouse management system (WMS) - საწყობის მართვის სისტემები ეწოდება. ეს სისტემები შექმნილია სპეციალურად საწყობის მართვისთვის და ამუშავებს მარაგებთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას: საწყობში პროდუქტის შეტანა, აღწერა, ადგილმდებარეობა საწყობში, გადაადგილება, საწყობიდან გასვლა, პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ა.შ. WMS შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პროგრამა ან ERP სისტემის ნაწილი.
WMS სისტემები ერგება საწყობის მუშაობას, შედეგად აისახება საწყობის სტრუქტურა და საქონლის განლაგების კონკრეტული სქემა. ზოგადად, ყველა საწყობში ძირითადად ერთი და იგივე პროცესი მიმდინარეობს:
სანამ საწყობში პროდუქცია შევა, როგორც წესი საწყობს წინასწარ მიეწოდება მონაცემები ტვირთის შესახებ. შემდეგ დროში იწერება როდის მოდის კონკრეტული პარტია, ქაოსი რომ არ შეიქმნას და მაგალითად ორმა სატვირთო მანქანამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. ამას მოჰყვება ტვირთის ეტიკეტირება.
ტვირთის მირების შემდეგ საჭიროა მისი განაწილება. საწყობებს შეიძლება ტვირთის განსხვავებული განაწილების სისტემა ჰქონდეთ:
WMS სისტემები არის ძლიერი ანალიტიკური ბიზნეს ხელსაწყო. მაგალითად, შესაძლებელია დაინტიფიცირდეს ყველაზე პოპულარული პროდუქტები, ანუ რომელიც ყველაზე ხშირად შემოდის და გადის. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი მიიღება გადაწვეტილება რომ ასეთი საქონელი საწყობის სიღრმეში არ განლაგდეს და დროისა და თანამშრომლების რესურსის დაზოგვის მიზნით. ეს ანალიტიკის WMS შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად შესაბამისი WMS სისტემის შერჩევა დამოკიდებულია საწყობის მუშაობის სტილზე. ამ დროს საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება:
რამდენად კომპლექსურია საწყობში მიმდინარე პროცესები?
საწყობში შემოსვლის შემდეგ რა გზას გადის ტვირთი სანამ საბოლოო განთავსების ადგილზე მოხვდება? რამდენი თანამშრომლის ხელში გაივლის? ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ამ სქემაში, მით უფრო კომპლექსური იქნება ავტომატიზაციის ლოგიკაც.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შეკვეთების მოცულობაც - ანუ, დღიურად რამდენი ერთეულის გადაადგილება ხდება საწყობში
რა მეთოდით გროვდება ტვირთი?
არ აქვს მნიშვნელობა შეგროვების რომელ მეთოდი გამოიყენება საწყობში „პალეტური“, „ქეისური“ თუ სხვა, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ WMS სისტემაში შესაძლებელი იყოს ამის დაფიქსირება. პროგრამა განსხვავებულად აღიქვამს თითოეული მეთოდს, ამიტომ შესაბამისად მის ასახვას სხვადასხვა დრო სჭირდება. კარგი იქნება, თუ სისტემის წარმომადგენლებს უკვე ექნებათ შერჩეული მეთოდით ტვირთის შეგროვების სისტემური აღრიცხვის გამოცდილება.
რა ტიპის ტვირთები მიიღება?
შეიძლება საწყობში დიდი ხნით ინახებოდეს რეზერვი, ან საწყობი ასრულებდეს შუალედურ რგოლს მცირე პერიოდიანი შენახვისთვის, მაგალითად სანამ მალფუჭებადი საქონელი სანამ საქონელი წარმოებიდან მომხმარებლის ხელში გადავა. WMS სისტემაში უნდა იყო შესაძლებელი ტვირთის შენახვის ორივე ტიპის აღრიცხვა.
რამდენი ადამიანი იქნება ჩართული სისტემაში?
იმ თანამშრომლების ზუსტის რაოდენობა ვინც პროგრამაში იმუშავებს, WMS სისტემის დანერგვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს.
საწყობის რა მოწყობილობებს დაუკავშირდება WMS პროგრამა?
ეს შეიძლება იყოს GPS მოწყობილობები, ინვენტარიზაციის დროს გამოყენებადი სკანერები და სხვა. ასევე სპეფიციკური დოკუმენტაცია, რომელსაც ტვირთის მომწოდებლები აგზავნიან. WMS სისტემის ეფექტური მუშაობისთვის, წინასწარ უნდა იყოს გარკვეული, რომ შერჩეული ეს სისტემა ინტეგრირდება იმ ტექნოლოგიებთან, რაც საწყობში გამოიყენება.
ასეთია WMS სისტემების მოკლე მიმოხილვა. როგორც წესი, ამ სისტემების საჭიროება უფრო მსხვილ კომპანიებს აქვთ, მცირე და საშუალო ბიზნესში ხშირად გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც საწყობის მოდული აქვს.
მაგალითად ბალანსს აქვს საწყობის სრულყოფილი მოდული - რომელშიც შესაძლებელია მარაგების გადაადგილების, შეტანის, ხარჯვის გაკონტროლება. პროდუქტის სერიების მიხედვით აღრიცხვა, ვარგისიანობის ვადების კონტროლი და ა.შ. თუ თქვენი მაღაზიის პროგრამა ბალანსია, ჩათვალეთ რომ პატარა საწყობის პროგრამაც გაქვთ. თუ საწყობის მენეჯერიც გყავთ - შეგიძლიათ ისიც ჩართოთ ბალანსის სისტემაში და მარაგების კონტროლთან დაკავშირებული უფლებები მიანიჭოთ.
ბალანსი და მსგავსი პროგრამები განსაკუთრებით საჭიროა იმ კომპანიებისათვის, ვინც ჯერ არ საჭიროებს WMS სისტემას, თუმცა მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწყობის ყოველდღიური პროგრამული ხედვა ჰქონდეს.
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე