Fresh Culinair-ის გამოცილების შესახებ: როგორ იმართება მაღაზია ბალანსით

ბიზნესქეისები
25 ივნისი,2021

Fresh Culinair-ის გამოცილების შესახებ: როგორ იმართება მაღაზია ბალანსით

ფრეშ კულინარი და ბალანსი უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ. ბალანსში აღირიცხება ფრეშ კულინარის მაღაზია, საწყობი და საკვების წარმოება. ფრეშ კულინარი არის უმაღლესი ხარისხის ხილისა და ბოსტნეული მაღაზია. კომპანიის ამოცანა და პრიორიტეტია, მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტი.

 

ვაჭრობის პროგრამა  - ბალანსი

 

ბალანსს რაში იყენებთ?

 

ვახო ლაბაძე
მაღაზია „ფრეშ კულინარის“ მენეჯერი

 

„პროგრამა ბალანსი არის ჩვენი ერთ ერთი ძირითადი საყრდენი. პროგრამას აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც მჭირდება ბიზნესის მართვაში. ბალანსს ვიყენებთ მაღაზიის, და საწყობის აღრიცხვისთვის - მაღაზიაში გვაქვს როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობა. მალე ბალანსს გამოვიყენებთ ჩვენს საკუთარ რესტორანშიც, წარმოების აღსარიცხად.

 

საოპერაციო ნაწილთან ერთად, ბალანსი ასევე არის საბუღალტრო პროგრამა. შესაბამისად, ბუღალტერიასაც აქ აღვრიცხავთ. ბუღალტრისთვის ძალიან მარტივია მასთან მუშაობა, რადგან მაღაზიაში გატარებული ყოველი რეალიზაცია ბუღალტერიაში პარალელურად აისახება .“

 

საწყობში როგორ იყენებთ ბალანსს?

 

„მაღაზიაში საწყობიდან მოდის პროდუქცია და ასახვაც თავდაპირველად ხდება ბალანსის საწყობის მოდულში, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მაღაზიაში. 2 წამში ხდება პროდუქციის განაშთვა - ნაშთების გადაწერა საწყობიდან მაღაზიაზე, და შემდეგ უკვე რაც გაიყიდება, ავტომატურად ჩამოიწერება მაღაზიის ნაშთებიდან. ანუ ბალანსი ასევე არის ჩვენი საწყობის პროგრამა"

 

მაღაზიის პროგრამა - ბალანსი

 

მოლარეს როგორ ეხმარება ბალანსი?

 

"საწყობთან ერთად, ბალანსი არის მაღაზიის პროგრამაც. მე თავად მაქვს შეხება სალაროსთან და ბალანსი ძალიან მიმარტივებს რეალიზაციების აღრიცხვას. მიბმული არის პოსტერმინალთან და ავტომატურად ბეჭდავს ჩეკს. ასევე, სინქრონიზებულია შემოსავლების სამსახურთან და 1 კლიკით მიდის ინფორმაცია როგორ ბუღალტერთან ასევე, შემოსავლების სამსახურში. მე აღარ მიწევს ჩეკების და კიდევ დამატებითი დოკუმენტაციის შევსება და წერა. ეს ძალიან დიდ დროს მიზოგავს.

 

მაღაზიაში გვაქს თანამედროვე მულტიფუნქციური სასწორი. სასწორი ინტეგრირებულია ბალანსთან და პროგრამიდან ავტომატურად მიეწოდება ინფორმაცია პროდუქციაზე და ფასებზე - რამდენიმე ღილაკის დაჭერით იტვირთება ყველა ის ნომენკლატურა რაც ბალანსში გავქვს დაფიქსირებული"

 

საბუღალტრო პროგრამა

 

აქვე აღვნიშნავ კიდევ ერთ ფუნქციონალს, რაც საწყობის ფუნქციაა, თუმცა მოლარის დამხმარე შეიძლება ვუწოდოთ, პირდაპირი გაგებით - თუ რეალიზაციის დროს საწყობში ან მაღაზიაში არ გაქვს ნაშთი, პროგრამა არ გაძლევს იმის უფლებას რომ გავატარო და დავასრულო რეალიზაცია. ასე არც მომხმარებელი შეგვყავს შეცდომაში და არც ბიზნესს ვაზარალებთ - არ ვყიდით იმას, რაც რეალურად არ გვაქვს.

 

 

როგორც მაღაზიის მენეჯერს ყველაზე მეტად რატომ მოგწონს ბალანსი?


ჩემთვის აღმოჩენაა ბალანსი -  ძალიან მარტივი და პრაქტიკულია მასთან მუშაობა. რეპორტებით ნაშთებს ვამოწმებ რეგულარულად, ლაივ რეჟიმში ვუყურებ რამდენია დღის ნავაჭრი, მოგება-ზარალი და ა.შ. მიმარტივებს რეალიზაციების აღრიცხვასაც, თავის მხრივ ჩვენი მომხმარებლებისთვისაც ძალიან კომფორტულია როდესაც სწრაფად აკეთებ გატარებას და არ ალოდინებ

ასევე, ვიცი რომ ბალანსის სახით გვყავს საიმედო  ბიზნეს პარტნიორი, რომელიც ბიზნესის კვალდაკვალ ვითარდება. მაგალითად მაქვს ინფორმაცია, რომ მალე იგეგმება მომხმარებლის ინტერფეისის დამატება და ამასაც ძალიან ველოდები".

 

გაიარე რეგისტრაცია და გატესტე ბალანსის უფასო დემო ჩვენს საიტზე.

ან დაუკავშირდი ჩვენი გაყიდვების გუნდს - 591 766 766, ან ჩაგვინიშნე Online შეხვედრა