ანგარიშგებების აწყობის პანელი
ბალანსში რომ 200-მდე მზა ანგარიშგება გვაქვს ეს ალბათ უკვე იცით, ასევე, იმის შესაძლელობა, რომ სხვადასხვა ტიპისა თუ სპეციფიკის კომპანიების მენეჯერებმა და ბუღალტრებმა მათ კომპანიაზე მორგებული ანგარიშგება თავისი „გემოვნებით“ ააწყონ.
ჰოდა, ამას წინათ ამ ანგარიშგების აწყობის პროცესიც გავამარტივეთ. კონკრეტულად კი ანგარიშგებების პანელს დაემატა ახალი ფორმა რომლის საშუალებითაც მარტივად იქნება შესაძლებელი ანგარიშგებებზე, ფილტრის, სტრიქონების და სვეტების გამოტანა. გარდა ამისა ახალი ფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არსებულ ანგარიშგებაზე ააწყოს სასურველი ტიპის დიაგრამები.
ესეც პატარა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გავიმარტივოთ ანგარიშგების აწყობა:
დავიწყოთ იმით, რომ გაფართოებული - ანუ უფრო კომპლექსური აწყობები არსად არ წასულა და ისევ თავის ადგილზე რჩება, მასზე წვდომა ისევ გექნებათ ღილაკით „გაფართოებული აწყობები“.
რაც შეეხება გამარტივებულ აწყობებს, ახალი ფორმის გამოსატანად უნდა გამოიყენოთ ღილაკი „აწყობები“ (სქრინზე წითელი ისრით მონიშნული), რის შედეგაც მარჯვნივ გამოვა აწყობის პანელი.
დაგხვდებათ ოთხი ფუნქცია:
დავიწყოთ ფილტრებით:
ფილტრის ჩამოშლისას სიაში შეგხვდებათ უკვე გამოტანილი ფილტრები, მაგალითად ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში გამოტანილია: პერიოდი, ფილიალი, მყიდველი და ვალუტა.
ახალ ფილტრს დაამატებთ „ფილტრის დამატება“ ღილაკით. რის შემდეგაც გამოვა ანგარიშგების ველის არჩევის ფორმა, საიდანაც ორჯერ „დაკლიკვით“ აირჩევთ სასურველს. როგორც კი დაკლიკავთ, ანგარიშგების ქუდში გამოჩნდება დამატებული ფილტრი.
თუ დააკვირდებით ზედა სქრინზე პერიოდის ფილტრი „მოპწიჩკულია“, ეს ნიშნავს, რომ გააქტიურებულია. ანუ ახალ ფილტრს რომ დაამატებთ, ზედა ქუდში კი ჩაჯდება, მაგრამ სანამ გამოიყენებთ ჯერ უნდა მონიშნოთ და გაააქტიუროთ (მონიშვნა შეგიძლიათ როგორც ზევით - ანგარიშგების ქუდში, ისე მარჯვენა პანელში - ფილტრის გასწვრივ).
ფილტრების დასახელებების გვერდზე რომ „X”-ებია, ამ კონკრეტული ფილტრის ამოშლისთვის შეგიძლიათ გამოიყენით.
გადავიდეთ სტრიქონებზე:
სტრიქონის შემთხვევაშიც, ჩამოშლისას სიაში შეგხვდებათ უკვე გამოტანილი სტრიქონები, მაგალითად ქვედა სქრინში უკვე გამოტანილია: ვალუტა, მყიდველი და ხელშეკრულება.
ახალი სტრიქონის დამატების პრინციპიც იგივეა, რაც ფილტრების შემთხვევაში: „სტრიქონის დამატება“ ღილაკით გამოვა ასარჩევი ველების სია, ორჯერ დააკლიკავთ და ეს ველი დაემატება სტრიქონების სიას ანგარიშგებაში (მწვანე ისრით რომ გვაქვს მინიშნებული იქ). არ დაგავიწყდეთ, სტრიქონის გააქტიურება - „მოპწიჩკვით“.
აწყობებში შესაძლებელია სტრიქონების ამოშლა და გადაადგილება.
თუ სტრიქონის გადაადგილება გინდათ იყენებთ ისრებიან ღილაკს (სქრინზე წითელი ისრით მონიშნული). ამ ღილაკს რომ დააწვებით სტრიქონების გასწვრივ გამოჩნდება მიმართულების მიმანიშნელებლი ღილაკები, რითიც შეძლებთ სტრიქონის გადაადგილებას, ხოლო "x"-ით წაშლას.
სტრიქონებში იერარქიის გამოტანა შესაძლებელია ზედა სქრინზე მწვანე ისრით მონიშნული ღილაკით:
ნიშნავს რომ ანგარიშგებაში გამოტანილია მხოლოდ სტრიქონის ელემენტები;
გამოტანილია როგორც ელემენტები, ისე სტრიქონის იერარქია;
კი ნიშნავს, რომ გამოტანილია მხოლოდ სტრიქონის იერარქია და არა ელემენტები.
ახლა, რაც შეეხება სვეტებს:
სვეტების ჩამოშლისას სიაში შეგხვდებათ, სტანდარტულად გამოტანადი სვეტები, მაგალითად ქვედა სქრინზე გამოტანილია: საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი, საბოლოო ნაშთი.
აქაც, ისევე როგორც ფილტრებთან და სტრიქონებთან იყო, ახალი სვეტის დამატება შესაძლებელია ღილაკით „სვეტის დამატება“: გამოვა სია, საიდანაც ორჯერ დაკლიკვით აირჩევთ სასურველს და ანგარიშგებაში დაემატება ახალ სვეტად. აქაც, გასააქტიურებლად აუცილებელია რომ „მოპწიჩკოთ“. სვეტების გადასაადგილებლად იყენებთ ისრებიან ღილაკს.
რაც შეეხება ჩამოშლად ველს (მწვანე ისრით მონიშნული), სვეტების დაჯგუფება შესაძლებელია ისეთ ჯგუფებად, როგორიცაა: ვალუტა, ანგარიში, და ა.შ.
და ბოლოს, დიაგრამები:
დიაგრამებს რომ ჩამოშლით, გამოვა დიაგრამის ფორმის არჩევის ველი - გრაფიკი, ჩვეულებრივი ჰისტოგრამა, ჰორიზონტალური ჰისტოგრამა, წრიული დიაგრამები, იზომეტრიული დიაგრამები და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ იმის მიხედვით თუ რომელი ტიპის დიაგრამას აირჩევთ, პარამეტრებიც შესაბამისად უნდა იყოს არჩეული.
მას შემდეგ რაც აირჩევთ სასურველი დიაგრამის ტიპს, უნდა მოხდეს დიაგრამის პარამეტერების გაწერაც:
შესაძლებელია შესადარის ელემენტებად ორი პარამეტრის გამოყენებაც, მაგალითად მომწოდებლების ტრენდი თვეების მიხედვით (დამოუკიდებელი ცვლადები).
P.S.
ფილტრებში, სტრიქონებსა და დიაგრამებში შესაძლებელია ანგარიშგების ველის რეკვიზიტების გამოტანა. ამისათვის ანგარიშგების ველის არჩევის ფორმაზე გამოტანილი ელემენტები, უნდა ჩავშალოთ ღილაკით „+“ და ავირჩიოთ სასურველი რეკვიზიტი.
მოკლედ ასეთი ამბებია ანგარიშგებებში. თუ რამე კითხვა გაგიჩნადთ, ჩვენს fb ჯგუფში ველოდებით კითხვებს.
თუ არ ხართ ჯერ ჯგუფში, დაგვემატეთ:
https://bit.ly/3zH5qrJ
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე