ბალანსი Fishmarket-ში

ბიზნესქეისები
17 სექტემბერი,2019

ბალანსი Fishmarket-ში

ბალანსი უკვე 2 წელია რაც "fishmarket"-ის სააღრიცხვო პროგრამაა - საწყობი, მაღაზია, ბუღალტერია და რეპორტინგი ერთ სისტემაშია თავმოყრილი - მოკლედ, კომპანიაში თითქმის ყველა პროცესი ავტომატიზებულია.

დაწვრილებით, ჩვენი თანამშრომლობის შესახებ კოტე რევია, "fishmarket"-ის დირექტორი მოგიყვებათ:

თბილისში მაღაზია დაახლოებით 2 წლის წინ გავხსენით და ბალანსიც თავიდანვე დავნერგეთ. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ზღვის პროდუქტების იმპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე საცალო რეალიზაციას. თავიდან, როდესაც მაღაზიას ვხსნიდით გვჭირდებოდა ისეთი საოპერაციო + საბუღალტრო პროგრამა, რომელსაც ექნებოდა მოლარის ინტერფეისიც - ე.წ. POS.

მაღაზიაში პროგრამას უნდა ჰქონოდა კავშირი სასწორთან, სალარო აპარატთან, ბანკის ტერმინალთან და ა.შ. პლიუს ამას, მნიშვნელოვანი იყო საოპერაციო ნაწილის ბექში გვქონოდა ბუღალტერია, მაღაზიაში მიმდინარე პროცესები პარალელურად რომ ასახულიყო ბუღალტერიაშიც.

 

ხშირად გვიწევს მონაცემების ექსელის დოკუმენტით მიღება, ასე რომ პროგრამაში გამარტივებული უნდა ყოფილიყო ექსელიდან ინფორმაციის იმპორტ/ექსპორტი. ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღიურად ვავსებთ მარაგებს. გვჭირდებოდა პროგრამა, რომელშიც შევძლებდით მარაგების გაკონტროლებას - საწყობში პროდუქციის შესვლა/გასვლას, გახარჯვასა და ნაშთებს.

 

ყველა ამ მოთხოვნისა და საჭიროების გათვალიწინებით არჩევანი ბალანსზე შევაჩერეთ. ზოგადად, პროგრამის გამართულად მუშაობა, თვითონ პროგრამის ფუნქციონალის გარდა, დიდად არის დამოკიდებული პროვაიდერზე, ამიტომ გადავწყვიტეთ BDO-სთან გვეთანამშრომლა.

 

მაღაზიის პროცესები

მოლარე მუშაობს ბალანსში, შესაბამისად მაღაზიაში ყოველდღიური რეალიზაციის პროცესი პარალელურად აისახება საოპერაციო ნაწილში და ბუღალტერიაში. ფინანსურ დეპარტამენტს აქვს მაღაზიაში გაყიდვებზე სრული წვდომა ნებისმიერ მომენტში - რა რაოდენობის პროდუქტი გაიყიდა, რა ფასად, შემოსავალი რამდენია ნაღდი ფულით და საბანკო ანგარიშზე და ა.შ

როგორც გვინდოდა, ბალანსი ინტეგრირებულია ყველა მოწყობილობასთან, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების რაოდენობას მაღაზიაში.

საწყობის მართვა

შესყიდვის პროცესში პროდუქციას პროგრამულად ვანაწილებთ საწყობში და მაღაზიაში. გაყიდვისას პროდუქტი პროგრამაში მარაგებიდანაც ჩამოიწერება - ანუ ყოველ წუთს ვიცით რა არის რეალური ნაშთი.

ფინანსები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულია, ანუ მომსახურებისა და ტრანსპორტის ხარჯის გაწევა გვიწევს სანამ პროდუქციას საბოლოოდ დავასაწყობებთ. ბალანსში გავქვს შესაძლებლობა, რომ ეს ხარჯი დავამატოთ პროდუქტის ღირებულებას. ასე, რომ საბოლოო ჯამში ვიცით რა არის ნამდვილი თვითღირებულება. შესაბამისად ვადგენთ ოპტიმალურ მარჟას.

ასევე ვანაწილებთ ზედნადებ ხარჯებს - საწყობში და მაღაზიაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სხვა კომუნალურ გადასახადებს.  

ბუღალტერია

ბალანსი ინტეგრირებულია ინტერნეტ ბანკთან და RS.ge-სთან, გამარტივებულია ექსელის დოკუმენტიდან მონაცემების გადატანა. ბუღალტერი ფინანსურ ანგარიშგებებს ხელით არ აკეთებს - პროგრამაშივე აქვს მზა და ასევე თითქმის მზად აქვს დეკლარირებისთვის საჭირო ინფორმაცია.

საერთო ჯამში, მივიღეთ ის რაც გვინდოდა - ერთიანი სისტემა მაღაზიაში, საოპერაციო და საბუღალტრო ნაწილში, ინფორმაციის გამარტივებული მიმოცვლა, ხარჯების ზუსტი აღრიცხვა და მინიმალური დანაკარგები."