იცოდი, რომ ბალანსის პროგრამას ბიზნეს ინტერნეტბანკთან აქვს ინტეგრაცია?
ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით იმ საინტერესო და საჭირო პროცესებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს სამუშაო პროცესს, თავიდან აგარიდებს მონაცემების ხელით შეყვანის დამღლელ რუტინას და უფრო ეფექტურს გახდის შენს მუშაობას. მცირე ბიზნესის მფლობელი ხარ თუ ფინანსური სპეციალისტი, წესით დაგაინტერესებს, როგორ შეუძლია საბუღალტრო პროგრამისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაციას გააუმჯობესოს შენი ბიზნეს ოპერაციები.
რას გულისხმობს საბუღალტრო პროგრამისა და ინტერნეტბანკის ინტეგრაცია?
უცხო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ სამყაროში ბიზნესების საქმიანობის ტემპი აჩქარებულია, რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ ჩვენს ფინანსებზე მუდმივ რეჟიმში საფუძვლიანი დაკვირვება ვაწარმოოთ. სწორედ ამიტომ, საბუღალტრო პროგრამებმა ბიზნესის მფლობელებს საშუალება მისცეს უფრო ეფექტურად ემართათ თავიანთი ფინანსები და შეემცირებინათ ფინანსური ჩანაწერებისთვის საჭირო დრო თუ ძალიხმევა. თუმცა, აღნიშნული პროგრამების ინტერნეტბანკთან ინტეგრირებამ ეს პროცესი შემდეგ დონეზე გადაიყვანა - შესთავაზა მათ ფინანსური მენეჯმენტის კიდევ უფრო გამარტივებული პროცესი.
საბუღალტრო პროგრამისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაციის სარგებლებიდან შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი გამოვყოთ:
დროის დაზოგვა: სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტბანკის ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის დროის დაზოგვა. ბიზნესებს შეუძლიათ დააინტეგრირონ თავიანთი ანგარიშები, ნახონ თავიანთი საბანკო ტრანზაქციები და განახორციელონ გადახდები უშუალოდ მათ პროგრამაში ღილაკზე ხელის დაჭერით, რაც გამორიცხავს მონაცემთა ხელით შეყვანის აუცილებლობას და ამცირებს შეცდომებს.
ეფექტურობა: ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაცია აუმჯობესებს ფინანსური მენეჯმენტის პროცესს ფინანსურ ინფორმაციაზე რეალურ დროში წვდომის შესაძლებლობით, დაკავშირების პროცესის ავტომატიზაციისა და გადახდების გამარტივებით.
სიზუსტე: საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და ინტერნეტბანკის ინტეგრაციას შეუძლია ბიზნესს დაეხმაროს ზუსტი ფინანსური ჩანაწერების შენარჩუნებაში.
ხარჯების დაზოგვა: საბუღალტრო პროგრამის გამოყენება და ინტერნეტბანკის ინტეგრაცია ასევე დაზოგავს ბიზნესის ხარჯებს. მას შეუძლია შეამციროს მონაცემთა ხელით შეყვანის, ელექტონული დოკუმენტების წარმოება და პერსონალის დაკომპლექტების საჭიროებაც კი.
უკეთესი ფინანსური მენეჯმენტი: მათი საბუღალტრო პროგრამისა და ინტერნეტბანკის ინტეგრირებით, ბიზნესებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. მათ შეუძლიათ რეალურ დროში ნახონ ფინანსური მონაცემები, შექმნან ანგარიშები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ზუსტი ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე.
ბალანსისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაციის შესაძლებლობები
პროგრამა ბალანსი უკვე დიდი ხანია საბუღალტრო პროგრამისა და ონლაინ ბანკინგის ინტეგრაციას ახორციელებს. ამ დრომდე წარმატებით ვთანამშრომლობთ ორ უმსხვილეს ქართულ ბანკთან - საქართველოს ბანკი და თიბისი.
ბალანსისა და ინტერნეტბანკი ინტეგრაცია ორ ძირითად მიმართულებას უკავშირდება:
პროგრამიდან მონაცემების ატვირთვას ინტერნეტბანკში და პირიქით, ინტერნეტბანკიდან პროგრამაში შემოტვირთავს.
ბანკებთან დაინტეგრირების შემდეგ, მონაცემების ბალანსის პროგრამაში შემოტვირთვისთვის საკმარისია ავტორიზაცია გაიარო ბიზნეს ინტერნეტბანკში და ერთ ღილაკზე დაჭერით სასურველი პერიოდის ტრანზაქციები პროგრამაში აისახება.
ნებისმიერი გატარება, რომელიც შესაძლოა ინტერნეტბანკში იყოს ასახული, მაგალითად: ხელფასები, მომწოდებლებთან და მყიდველებთან ანგარიშსწორება და სხვა ტრანზაქციები, შეგვიძლია ბალანსის პროგრამაში მარტივად ავსახოთ. აღნიშნული ინტეგრაცია საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ დამატებითი, შუამავალი ფაილების გადმოტვირთვის, დამუშავებისა და პროგრამაში ასახვის პროცესი.
გაინტერესებთ რომელ საბანკო ოპერაციებს შეასრულებთ თქვენს პროგრამაში?
• შექმნით ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტებს ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
• ასევე − კონვერტაციის ინდივიდუალურ დოკუმენტებს
• შეამოწმებთ შექმნილი დოკუმენტების სტატუსებს
• ნახავთ ხელმისაწვდომ და მიმდინარე ნაშთებს ანგარიშებზე
• შეამოწმებთ მიმდინარე დღის აქტივობას
როგორ დავაინტეგრიროთ ბალანსი ინტერნეტბანკთან?
ინტერნეტბანკთან ინტეგრაციის გამოყენებისთვის საჭიროა პროგრამა ბალანსში ჩართული იყოს ალამი „ბანკთან ინტეგრაცია ვებ-სერვისებით“ - ძირითად მენიუში ადმინისტრირების ქვესისტემაში, მონაცემების სინქრონიზაციის აწყობები. აღნიშნული ალმის ჩართვის შემთხვევაში „ბანკიდან ამონაწერის ჩატვირთვის“ მენიუს პუნქტი შეიცვლება „ბანკთან ინტეგრაციით“, რომელიც თავის მხრივ მოიცავს როგორც ინტერნეტბანკთან მონაცემების გაცვლას, ასევე ამონაწერის ჩატვირთვის ფუნქციონალსაც.
იმისათვის, რომ კომპანიის სასურველი ანგარიშიდან განხორციელდეს საგადახდო დოკუმენტების ატვირთვა და/ან ჩამოტვირთვა, ანგარიშზე უნდა მოხდეს შესაბამისი პარამეტრების მითითება და ალამის ჩართვა „გაცვლა ინტერნეტბანკთან“.
აღნიშნული ალმის ჩართვის შემთხვევაში „ბანკიდან ამონაწერის ჩატვირთვის“ მენიუს პუნქტი შეიცვლება „ბანკთან ინტეგრაციით“, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ინტერნეტბანკთან მონაცემების გაცვლას.
ამ ორი მარტივი ნაბიჯით საქართველოს ბანკთან ინტეგრაციას წაარმატებით დაასრულებთ
ხოლო, თიბისი ბანკის შემთხვევაში, საჭიროა კომპანიის წარმომადგენელი მივიდეს ბანკში და მოთხოვნა დააფიქსიროს ინტეგრაციის შესახებ. რის შედეგადაც მომხმარებელს მიენიჭება ინტეგრაციისთვის საჭირო იუზერი, პაროლი და დი-ჯი პასი.
თუკი იყენებ ბალანსის პროგრამას და ჯერაც არ სარგებლობ ბიზნეს ინტერნეტბანკთან ინტეგრირების ფუნქციონალით, ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ!
ნებისმიერი კითხვა შეგიძლია მოგვწერო ჩვენს facebook ჯგუფში:
N1 Cloud-Based program