დისტრიბუცია ბალანსში!

ბალანსის სიახლეები
13 November,2023

დისტრიბუცია ბალანსში!

დისტრიბუცია ბალანსში - აპლიკაცია MARDI

 

სიხარულით, გვინდა გაცნობოთ, რომ პროგრამა ბალანსს დისტრიბუციის მოდული დაემატა!

ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ახალი დისტრიბუციის მოდული, რა პროცესების გამარტივებაში გეხმარებათ და ზოგადად, წარმოგიდგენთ იმას, რასაც ბევრი თქვენგანი დიდხანს ელოდით!

ფუნქციონალის შექმნის მთავარი მიზანი დისტრიბუციასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივება და ოპტიმიზაციაა, რაც გულისხმობს ნაშთების კონტროლს, შეკვეთების გაფორმებას, დისტრიბუციის ზედნადებების გაწერას და ა.შ.

გაინტერესებს რას შეძლებ ბალანსის დისტრიბუციის მოდულში?

  •         ბორტზე ნაშთების კონტროლს
  •         მყიდველების აღრიცხვას ბიზნეს რეგიონების მიხედვით
  •         მყიდველების დავალიანების აღრიცხვას ცენტრალური ფილიალის ჭრილში
  •         მყიდველის შეკვეთების ერთიანი დამუშავება
  •         მყიდველისგან უკან დაბრუნებების გაფორმებას
  •         სავაჭრო წარმომადგენლების (პრისელერების) აღრიცხვას

 

ცოტა უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ ფუნქციონალი, გამოვყავით ოთხი ყველაზე გავრცელებული საჭიროება, რაც ბიზნესებს აქვთ ხოლმე

 

საქონელი სადისტრიბუციოდ

 

დისტრიბუციის მოდულში განთავსებულია ახალი დოკუმენტი „საქონელი სადისტრიბუციოდ“, რომლის საფუძველზეც გამოიწერება დისტრიბუციის ზედნადები

  • დოკუმენტის შევსება ნაშთებით ან საქონლის გადაადგილების დოკუმენტით
  • დისტრიბუციის ზედნადების გამოწერა
  • ქვე-ზედნადებების გაწერა
  • მარაგის ნაშთების კონტროლი ქვე-ზედნადების გაწერისას

ბორტის ტიპის საწყობი

  • სატრანსპორტო საშუალების მითითება
  • მძღოლის მითითება
  • საქონელი სადისტრიბუციოდ → დისტრიბუციის ზედნადები → რეალიზაციის დოკუმენტი → ქვე-ზედნადები

 

ბიზნეს რეგიონების მიხედვით აღრიცხვა:

  • ბიზნეს რეგიონების ცნობარი
  • ბიზნეს რეგიონი მიეთითება მყიდველის ბარათზე
  • ქვე-რეგიონების დამატება
  • რეპორტები ბიზნეს რეგიონების ჭრილში
  • მყიდველის ბარათზე სათავო მყიდველის მითითება
  • რეპორტები სათავო მყიდველის მიხედვით

 

შეკვეთების დამუშავება

თქვენ შეგიძლიათ შეკვეთების საფუძველზე რეალიზაციების ერთიანად შექმნა. ასევე, მიუთითებთ შეკვეთების სტატუსს - ღია, ნაწილობრივ მიწოდებული და დახურული. გაფილტრავთ შეკვეთებს სავაჭრო წარმომადგენლით, საწყობითა თუ ბიზნეს რეგიონით და შექმნით სასაქონლო ზედნადებებს ავტომატურად.

 

უკან დაბრუნებები:

  • უკან დაბრუნების დამხმარე
  • პერიოდის მითითება - რა პერიოდის რეალიზაციებიდან უნდა დაბრუნდეს პროდუქცია
  • უკან დაბრუნების მეთოდი: FIFO/LIFO
  • უკან დასაბრუნებელი პროდუქციის რეალიზაციების ავტომატური ძიება
  • საფუძვლის გარეშე უკან დაბრუნების გაფორმება
  • რეალიზაციის კორექტირების ავტომატური შექმნა

 

დისტრიბუციის მოდულის გარდა, ჩვენ ასევე შევქმენით დისტრიბუციის ახალი აპლიკაცია - MARDI!

აპლიკაცია შექმნილია Google Flutter პლატფორმაზე და აქვს სრული ინტეგრაცია ბალანსის პროგრამასთან. აპლიკაცია პრესელერებისა და ვენსელერების საუკეთესო დამხმარე გახდება. მათ შეეძლებათ აპლიკაციაშივე:

  • მყიდველის შეკვეთა
  • მყიდველის გადახდა
  • დავალიანებების კონტროლი
  • საწყობში ნაშთები
  • რეალიზაციების შექმნა
  • უკან დაბრუნება

აპლიკაციის გამოსაყენებლად, ბალანსში დაემატა ახალი ლიცენზიის ტიპი MARDI

თუ გაინტერესებს, როგორ გამოიყენო დისტრიბუციის მოდული და აპლიკაცია, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ!

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 596 105 890