„დომინოს პიცა“-ს რესტორნებისა და ფინანსების აღრიცხვა ბალანსში

ბიზნესქეისები
27 November,2020

„დომინოს პიცა“-ს რესტორნებისა და ფინანსების აღრიცხვა ბალანსში

დომინოს პიცა და ბალანსი უკვე 2 წელია ვთანამშრომლობთ. კომპანია ბალანსში აღრიცხავს როგორც რესტორნებში მიმდინარე საწარმოო პროცესს, ისე ფინანსებს და ბუღალტერიას.

 

ირინე მექერიშვილი
 „დომინოს პიცას“  ფინანსური დირექტორი:

 

„ბალანსით ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას თითოეული რესტორნიდან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ სრული სურათი - რამდენი პროდუქტი იქნა წარმოებული დღის ჭრილში, რა იყო მათი თვითღირებულება, გაყიდვების ოდენობა და შემოსავალი.“

 

 

ალბათ ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ დომინოს პიცა. პიცის გარდა, რესტორნებში განსხვავებული რეცეპტით იწარმოება სხვადასხვა ტიპის საკვები. თითოეული პროდუქტისთვის „ბალანსში“ გაწერილია შესაბამისი რეცეპტი. ამით წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვა აისახება საწყობებშიც:  პროდუქტის წარმოების პროგრამულად გაფორმების შემდეგ ამ პროდუქტის რეცეპტში გაწერილი მასალა შესაბამისი რაოდენობებით ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.

 

ასევე, წარმოების დასრულების შემდეგ მიღებულ მზა პროდუქტი აისახება საწყობში, ხოლო გაყიდვის შემდეგ ამ პროდუქტის ნაშთიც ავტომატურად მცირდება საწყობში შესაბამისად.

 

ბალანსში ერთ სისტემაშია მოქცეული გაყიდვები, შესყიდვები, წარმოება, საწყობი, ბუღალტერია და ფინანსები. შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობა პარალელურად ისახება ბუღალტერიაშიც. და ამისთვის არ არის საჭირო სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციებით ან ექსელის ფაილებით ინფორმაციის გაცვლა, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ზოგავს თანამშრომლების დროს და ადამიანური შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაჰყავს.

 

ამასთან, ბალანსს აქვს 200-მდე მენეჯერული და ფინანსური რეპორტი, რაც შესაძლებლობას იძლევა განახლებადი ინფორმაცია შესყიდვების, წარმოების, გაყიდვების, საწყობისა და ფინანსების შესახებ ხელმისაწვდომი იყოს მიმდინარე რეჟიმში, მხოლოდ ერთი კლიკით.

 

ბალანსის უფასო დემო ვერსიას ნახავთ თქვენს პროფილზე - ამისთვის უბრალოდ გაიარეთ რეგისტრაცია.

 

ასევე, ჩაგვინიშნეთ ონლაინ შეხვედრა, ზუსტად რომ გავიაროთ თქვენი კომპანიის საჭიროებები და გაჩვენოთ მათი გადაწყვეტა ბალანსში.

 

ან საერთოდაც, დაგვირეკეთ: 591 766 766