"იულიუს მაინლი" ბალანსის შესახებ

ბიზნესქეისები
10 March,2021

"იულიუს მაინლი" ბალანსის შესახებ

კომპანია „იულიუს მაინლი“ და ბალანსი უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ. „იულიუს მაინლი“ არის ავსტრიული ბრენდი, რომელიც 160 წელია არსებობს და მომხმარებელს სთავაზობს პრემიურ ხარისხის ყავას, ჩაისა და ცხელ შოკოლადს.

ბალანსი თითქმის ერთი წელია, რაც „იულის მაინლის“ სააღრიცხვო პროგრამაა - 2020 წლის გაზაფხულზე დაინეგრა კომპანიაში და ახლა, ერთი წლის თავზე, უკვე თამამად და სიამაყით ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლობაზე.

 

თამაზ მეგრელიშვილი
„იულიუს მაინლის“ დამფუძნებელი:

 

ჩვენ წარმოვადგენთ „იულიუს მაინლის“ ბრენდის პროდუქტებს საქართველოში. პროდუქციის შემოტანა დავიწყეთ 2010 წლიდან და დღეს უკვე არაერთ დიდ ოფისს, სასტუმროს თუ ჰორეკას სეგმენტის სხვადასხვა დაწესებულებებს ვემსახურებით. ჩვენი ბრენდის პროდუქტები წარმოდგენილია მსოფლიოს 75 ქვეყანაში

 


 

როგორ იყენებთ ბალანსს?

 

ბალანსი თავიდანვე მომეწონა და ხშირად მქონდა ჩემს კოლეგებთან საუბარი პროგრამის შესახებ, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ბალანსზე გადასვლა და დღეს უკვე ერთი წელია ჩვენი კომპანია მთლიან პროცესს აღრიცხავს პროგრამა ბალანსში: დაწყებული პროდუქციის იმპორტით, გაგრძელებული ობიექტებზე დანადგარებისა და ჭურჭლის განთავსება/როტაციით, ყავის, ჩაისა და ცხელი შოკოლადის მიწოდებითა და დასრულებული ფინანსური აღრიცხვით.

 

ბალანსი არის მინი ERP სისტემა - ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთ პროგრამაშია გაერთიანებული ბიზნესის აღრიცხვისთვის საჭირო ყველა მოდული: შესყიდვები, გაყიდვები, საწყობი, ბუღალტერია და ფინანსები, მენეჯერული რეპორტინგი.

 

თამაზ მეგრელიშვილი:

 

ბალანსი გვეხმარება, რომ ძალიან სწრაფად და რაც მთავარია სწორად, ვაწარმოოთ ამ ყველაფრის აღრიცხვა როგორც საწყობში, ასევე ჩვენს მომხმარებლებთან. ამისთვის ბიდიოს გუნდთან ერთად დავნერგეთ ახალი ფაზა, რომლის საშუალებითაც, ჩვენი კონტრაგენტის კაფეში, ბარში თუ ოფისში ვაკონტროლებთ ჩვენს ყავის დანადგარებს სერიული ნომრებით, მიტანილი ჭურჭლის რაოდენობას, გაყიდვების რაოდენობას და ა.შ.

ასევე, მოგეხსენებათ ჩვენ გვჭირდება ყავის აპარატების როტაცია - ანუ აპარატები გადაადგილდება ერთი ობიექტიდან მეორეზე, შეკეთება და ა.შ - ეს პროცესიც კონტროლდება ბალანსში.

რაც შეეხება ბუღალტერიასა და ფინანსურ აღრიცხვიანობას, ბალანსის დანერგვით ყველაფერი რაც იყო მოსაწესრიგებელი ჩვენს საბუღალტრო სისტემაში დალაგდა და მოწესრიგდა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენს პარტნიორებს საზღვარგარეთ, რეგულარულად ვუგზავნით გაერთიანებულ ფინანსურ რეპორტს. ამ რეპორტის შესაქმნელად კი ვიყენებთ ბალანსიდან ამოღებული ფინასური რეპორტებს, რომელსაც ვკრიბავთ და ვაკონსოლიდირებთ.

 

 

როგორია თქვენი როგორც დირექტორის შეფასება?

 

მე როგორც დირექტორს პროგრამა ბალანსმა ხელი შემიწყო დამეზოგა დიდი დრო.

მაგალითად როცა, მჭირდებოდა რომელიმე ფინანსური რეპორტი, ბუღალტერზე ვიყავი დამოკიდებული - უნდა მოემზადებინა და გამოეგზავნა. თუმცა დღეს თავადაც თავისუფლად შემიძლია, რომ პროგრამიდან ამოვიღო ნებისმიერი რეპორტი - ერთი თითის დაჭერით.

იგივე შემიძლია ვთქვა გაყიდვების რეპორტზე, მარაგებზე და ა.შ. ეს ეხება როგორც ჩვენს საწყობებს ასევე კონტრაგენტების ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციას.

 

ბალანსს აქვს სრულყოფილი რეპორტინგის სისტემა - როგორც საოპერაციო ისე ფინანსურ ნაწილში. რეპორტები უკვე მზა სახით არის პროგრამაში. მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ სასურველ მოდულში შესვლა, პერიოდის მონიშვნა - ვთქვათ ბოლო ერთი თვე, და ერთი კლიკი „გენერაციის“ ღილაკზე. ასე ბალანსი თავად აგენერირებს შესაბამის ინფორმაციას რეპორტის სახით.

ბალანსის უფასო 1C დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე, ამისთვის გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გადადით თქვენს პროფილზე და დამატეთ სასურველი სფეროს დემო ბაზა.

 

ბალანსის შესახებ სრული ინფოსთვის კი დაგვირეკეთ - 591 766 766