ბალანსში KPI მაჩვენებლებიც დავამატეთ!
ზოგადად, ბიზნესის მართვისას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მიმდინარე პროცესებზე თვალის მიდევნებას, არამედ შემდგომში იმის ანალიზს, თუ რა შედეგი რა მიზეზმა გამოიწვია.
სწორედ ამისთვის არსებობს KPI მაჩვენებლები. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელებს სწრაფად და მარტივად ჩაატარონ ფინანსური მონაცემების ანალიზი, ქმნის ბიზნესის ერთიან სურათს - იღებს სტატიკურ მონაცემებს და გაჩვენებს ბიზნესის მსვლელობის დინამიკას.
რაც შეეხება ბალანსის KPI მაჩვენებლებს: პროგრამაში უკვე შესაძლებელია ფინანსური KPI კოეფიციენტების აწყობა, თითოეულ კოეფიციენტზე მიზნობრივი მაჩვენებლის დადგენა და გადახრების კონტროლი შესაბამისი ანგარიშგების საშუალებით, კერძოდ:
KPI მიზნების დასადგენად საჭიროა პროგრამაში აწყობილი გქონდეს ფინანსური KPI კოეფიციენტების ფორმულები და ანგარიშგებების სტრუქტურა.
KPI ანგარიშგების სტრუქტურისა და ფორმულების გაწერის ფუნქციონალს ნახავ ფინანსური აღრიცხვის მოდულში. ანგარიშგების სტრუქტურის აწყობისას მუხლებისა და ჯგუფების დამატება შესაძლებელია იგივე ლოგიკით, როგორც ეს ბალანსისა და საქმიანობის ანალიზის ანგარიშგების სტრუქტურების აწყობისას ხდება.
ფორმულის ფუნქციონალის ინტერფეისი მოიცავს: კოეფიციენტის პარამეტრების ველებს, ფორმულის ფანჯარას, ფორმულაში შემავალი ელემენტების დაჯგუფებას: აწყობადი საქმიანობის ანალიზისა და აწყობადი ბალანსის პარამეტრების დაჯგუფებას, მათემატიკური ოპერატორებსა და კომენტარის ველს.
ქვევით მოცემულ სქრინზე, ციფრებით ქრონოლოგიურად მოვნიშნეთ რა ქმედებებს მოიცავს მუხლის დამატება და ფორმულის გაწერა:
ახალი კოეფიციენტის დამატებისას კი უნდა შემდეგ ნაბიჯებს უნდა მიჰყვე:
თუ უკვე სარგებლობთ ბალანსით, მაშინ ბაზაში ნახავ წინასწარ აწყობილ სტანდარტულ ფინანსურ KPI-ს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ბალანსისა და საქმიანობის ანალიზის სტანდარტული აწყობების მუხლებზე. იმისათვის, რომ ანგარიშგებაში თავად შეძლო მონაცემების გამოტანა, საჭირო იქნება სტანდარტული ანგარიშგებებში შესაბამისი ანგარიშების შევსება.
*****
ფინანსური აღრიცხვის მოდულში დავამატეთ მიზნობრივი KPI. მიზნების დადგენა შესაძლებელია ფილიალის ჭრილში.
დოკუმენტს აქვს სტანდარტული დოკუმენტის თარიღი. ღილაკზე „შევსება“ დაჭერით, პროგრამა გავა KPI ანგარიშგების აწყობების სიაზე და შეძლებ სასურველი ანგარიშგების აწყობის არჩევას. არჩევის შემდეგ დოკუმენტში შეივსება ანგარიშგების ყველა მუხლი, მათ შორის მაჯამებელი მუხლები. უშუალოდ გეგმის დასადგენად თანხის ველში ან ველებში შეიყვანება მიზნის შესაბამისი თანხა.
მუხლების უკეთესად აღსაქმელად და მიზნების მარტივად შესაყვანად დოკუმენტს აქვს გადამრთველი „იერარქია“ და „სია“. სტანდარტულად დოკუმენტში მონიშნულია იერარქია და შესაძლებელია მთლიანი სტრუქტურის დანახვა. სიაზე გადართვით დოკუმენტში გამოჩნდება უშუალოდ მხოლოდ ის მუხლები, რომლებზეც უნდა მოხდეს მიზნების მითითება.
*****
ფინანსური აღრიცხვის ჩანართში დავამატეთ ანგარიშგება: „ფინანსური KPI“. ეს ანგარიშგება გამოგადგება დადგენილი მიზნების კონტროლისთვის: მიზნების შესადარებლად ფაქტთან, მიზნებისა და ფაქტს შორის გადახრისა და კრიტიკულობის დასანახად.
ანგარიშგებას აქვს KPI ჯგუფის ველი, პერიოდი და მიზნობრივი KPI-ის დოკუმენტი. KPI ჯგუფის არჩევის შემდეგ მიზნობრივი KPI-ის დოკუმენტები გაიფილტრება ისეთი დოკუმენტებით, რომლების აწყობაც ემთხვევა ანგარიშგების KPI ჯგუფს. რეპორტი დაფორმირდება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდს მიუთითებ ანგარიშგებაში. ანგარიშგების ყველა ვარიანტისთვის გამოდის ფაქტი, მიზანი, კრიტიკულობის მაჩვენებელი ილუსტრაცია და გადახრა.
ნებისმიერი კითხვა შეგიძლია მოგვწერო ჩვენს facebook ჯგუფში:
N1 Cloud-Based program