Online გადახდები ბალანსში

ბიზნესქეისები
17 December,2021

Online გადახდები ბალანსში

www.balance.ge-ზე შენს კაბინეტში, კერძოდ კი ინვოისების ჩანართში ყოველი თვის 25 რიცხვში გეგზავნება ბალანსის ინვოისი, ზუსტად იგივე რასაც ელ.ფოსტაზე იღებ.

 

 

გადახდის ვადა მომდევნო თვის პირველ რიცხვამდეა, თუ აქამდე ინვოისი არ იქნება გადახდილი საიტი ავტომატურად თიშავს ბაზაზე წვდომას. სწორედ ამიტომ - ასეთი შეფერხება რომ არ მოხდეს და ბაზაზე წვდომა არც ერთი წამით არ გაგიჩერდეს, საიტზე Online გადახდის ფუნქცია გვაქვს:

 

 

შეხვალ კაბინეტში, გახსნი ინვოისს, ჩამოსქროლავ ბოლომდე და დააჭერ გადახდას - ამ დროს გადადიხარ თიბისის პორტალზე (იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა ონლაინ გადახდის დროს შეგხვედრია) შეგყავს ბარათის მონაცემები და იხდი.

ინვოისი მომენტალურად მოინიშნება გადახდილად :)
აგერ შენი კაბინეტის ბმულიც - კაბინეტი