ბალანსში ახალი ფუნქციონალი - SMS - ების გაგზავნა დავამატეთ. ამ ფუნქციის დახმარებით, საშუალება გეძლევა პროგრამიდანვე ავტომატური შეტყობინებები გაუგზავნო მყიდველებს. ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით, რა მახასიათებლები აქვს ფუნქციას და როგორ შეგიძლია გამოიყენო სამუშაო პროცესების გამარტივებისთვის.
დაგვეთანხმებით, რომ ბიზნეს პროცესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დებიტორულ დავალიანებებთან გამკლავებაა. დებიტორული დავალიანება გულისხმობს სხვა ორგანიზაციების, ფიზიკური პირებისა თუ მომუშავეების დავალიანებებს აღნიშნული საწარმოს მიმართ. Ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის გადახდისუნარიანობაზე და ზოგადად, ფინანსურ სტაბილურობაზე. სწორედ ამიტომ, ისინი დიდ რესურსს ხარჯავენ მყიდველების დავალიანებების კონტროლსა და მათი დროული ჩარიცხვის უზრუნველყოფაზე.
როგორც იცით, ბალანსის პროგრამა მუდმივად ცდილობს, თავის მომხმარებლებს სამუშაო პროცესი გაუმარტივოს, უფრო ეფექტური გახადოს ფინანსური ოპერაციები და დაეხმაროს პროგრამაში მომუშავე ადამიანებს რესურსის დაზოგვაში.
Ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო დაგხმარებოდით ვადაგადაცილებულ ჩარიცხვებთანგამკლავებაშიდა პროგრამას ახალი ფუნქციონალი დავამატეთ. Ეს ფუნქციონალიდაგეხმარება SMS-ების სახით მყიდველებს გადაუგზავნო ინფორმაცია ვადაგადაცილებული და ჯამური დავალიანებების შესახებ - პროგრამა ავტომატურად გააგზავნის ჩარიცხვის მოთხოვნის შეტყობინებას. Შედეგად:
არ გამოგრჩებათ დავალიანება
თავიდან აირიდებთ შედარების აქტებსა და ძველ დოკუმენტებში გარკვევის დამღლელ რუტინას
აღარ დაგჭირდებათ დამატებითი რესურსის გამოყოფა დებიტორული დავალიანებების კონტროლისთვის
დაზოგავთ დროსა და ენერგიას დავალიანებების მოკვლევაზე
ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენზე მორგებული SMS შაბლონები - განსაზღვროთ თანხის ინტერვალი, ვადაგადაცილებული დღეების პერიოდი, მყიდველების კონკრეტული ჯგუფი და ა.შ
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარდა SMS-ებისა, იმავე პრინციპით შეგიძლიათ მეილების დაგზავნის ფუნქციონალის გამოყენებაც. Თუკი არ გსურთ, SMS-ების ღირებულების ხარჯის გაწევა, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მეილების გაგზავნის ფუნქცია გამოიყენოთ.
როგორ უნდა გააქტიურო ბალანსში SMS გაგზავნის ფუნქციონალი?
ფუნქციონალის ჩასართავად აუცილებელია გააქტიურდეს ალმები „ფოსტის კლიენტი“ და „ზარები, SMS, შეხვედრები და დაგეგმილი ურთიერთქმედებები“. ალმები განთავსებულია ადმინისტრირების მოდულში ორგანაიზერის ჩანართში.
ფუნქციონალის გამოსაყენებლად პროგრამაში დაემატა:
•შეტყობინების შაბლონები
•შეტყობინების რეგლამენტურად გაგზავნის ტიპები
•SMS შეტყობინება
შეტყობინების შაბლონები
ადმინისტრირება>>ორგანაიზერი>>შეტყობინების შაბლონები
საფუძველში ეთითება იმის მიხედვით, პროგრამიდან რა ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს მყიდველებს: ამ ეტაპზე საფუძველში გვაქვს 2 მნიშვნელობის არჩევა:
1.მყიდველების დავალიანება
2.მყიდველების ვადაგადაცილებული დავალიანება
საფუძვლის მიხედვით იცვლება შაბლონის ასაწყობი პარამეტრები. მაგ: თუ საფუძველში მითითებულია მყიდველის დავალინება პარამეტრებში ასარჩევი იქნება თანხის ნაშთი ვალუტაში, იმ შემთხვევაში თუ მითითებულია - მყიდველის ვადაგადაცილებული დავალიანება, მაშინ პარამეტრებში ასარჩევი იქნება ვადაგადაცილებული თანხა ვალუტაში. შაბლონის პარამეტრებიდან შაბლონში შესაძლებელია გადავიდეს მყიდველის დასახელება (სრული დასახელება) და საიდენტიფიკაციო კოდი (ს/ნ), რათა მიმღებ მხარემ გაიგოს რომელ კომპანიაზე უფიქსირდება დავალიანება.
შაბლონის აწყობისას ეთითება რომელი ტიპის შეტყობინებისთვის იწყობა SMS-სთვის თუ Email-სთვის:
პარამეტრებიდან ინფორმაციის შაბლონში ასახვისათვის უბრალოდ უნდა გადავიტანოთ პარამეტრი შაბლონში ე.წDrag & Drop-ით
SMS გაგზავნისთვის შაბლონის საფუძველზე ვაწვებით „SMS შეტყობინება შაბლონის მიხედვით“
მეილით გაგზავნისას კი “წერილი შაბლონის მიხედვით“
ღილაკზე დაჭერით გადავდივართ შემდეგ ფანჯარაში, სადაც მითითებულია ყველა მყიდველი, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში უფიქსირდება დავალიანება:
ისეთი მყიდველებს, რომელებსაც ბარათზე შევსებული აქვთ ტელეფონი, პროგრამა ავტომატურად მონიშნავს ალმით, თუმცა მომხმარებელს შეუძლია აღნიშნულ ფანჯარაშიც დააკორექტიროს ნომერი, შეტყობინების ტექსტი და შემდგომ გადააგზავნოს შეტყობინება.
მომხმარებელს შეუძლია შეტყობინების მიმღებს ალამი ჩაურთოს/გაუთიშოს იმის მიხედვით, თუ რომელი ადრესატისთვის სურს შეტყობინების გაგზავნა. საბოლოოდ შეტყობინების გაგზავნისთვის ვაწვებით გაგზავნა ღილაკს.
ბალანსში შესაძლებელია შეტყობინებები ავტომატურად გაიგზავნოს წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით. ამისათვის პროგრამაში დაემატა შეტყობინების რეგლამენტურად გაგზავნის ტიპები.
შეტყობინების რეგლამენტურად გაგზავნის ტიპები
ბალანსში შესაძლებელია შეტყობინებები ავტომატურად გაიგზავნოს წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით. ამისათვის პროგრამაში დაემატა შეტყობინების რეგლამენტურად გაგზავნის ტიპები.
აწყობისას უნდა მიეთითოს რომელი ტიპის შეტყობინებისთვის იქმნება რეგლამენტური დავალება SMS თუ Email. ტიპის არჩევის შემდეგ, მისაწვდომი ხდება შესაბამისი შაბლონები: SMS-ისთვის ან Email.
რეგლამენტური დავალების გამოყენება, ალმის მონიშვნით შესაძლებელია გრაფიკის აწყობა:
განრიგშიეთითება დღის რა დროისთვის და რა სიხშირით გაეშვას აღნიშნული რეგლამენტირებული დავალება.
SMS შეტყობინება
SMS გაგზავნისას პროგრამაში იქნება SMS შეტყობინების დოკუმენტები, რომლებიც განთავსებულია: ადმინისტრირება>ორგანაიზერი>SMS შეტყობინება
თუკი იყენებ ბალანსის პროგრამას და ჯერაც არ სარგებლობ SMS გაგზავნის ფუნქციონალით, ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ!
ნებისმიერი კითხვა შეგიძლია მოგვწერო ჩვენს facebook ჯგუფში:
N1 Cloud-Based program