„ტექნო მოლი“ არის სოფლის მეურნეობის ტექნიკის, მანქანა დანადგარებისა და ხელსაწყოების იმპორტიორი კომპანია. ტექნო მოლის დიდ სავაჭრო ცენტრს შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმში, ასევე ინტერნეტ სივრცეშიც - „ტექნო მოლის“ ონლაინ მაღაზიაში.
ტექნო მოლთან უკვე ერთი წელია რაც ვთანამშრომლობთ. ბალანსით აღირიცხება კომპანიის სავაჭრო ცენტრი და ფინანსები. ჩვენი თანამშრომლობის შეფასება ჩვენ მომხმარებლებს თავად ვთხოვეთ:
აკაკი დუმბაძე
ტექნო მოლის დირექტორი
„ბალანსში აღვრიცხავთ როგორც მაღაზიასა და საწყობებს, ისე ბუღალტერიას. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი კომპანია ერთ სისტემაშია მოქცეული - მაღაზია, ონლაინ მაღაზია, საწყობი, ოპერაციები და ფინანსები“
„მაღაზიაში გვაქვს ბალანსის პოსი - მოლარის გაყიდვების წერტილი. რეალიზაციისას საქონელი ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან და ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში - და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება RS.ge-ზე.”
ბალანსში გამარტივებულია იმპორტის აღრიცხვაც. ამ ფუნქციონალს აქტიურად იყენებენ ტექნო მოლის ფინანსური მენეჯერებიც.
„ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ როგორც აზიიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. ბალანსი კი გვეხმარება, რომ იმპორტირებულ საქონლის თვითღირებულება და მასში შემავალი ყველანაირი ხარჯი ერთიან სისტემაში მოვაქციოთ და საბოლოო ჯამში გავიგოთ საქონლის რეალური თვითღირებულება“
რატომ მოგწონთ ბალანსი?
„პირველ რიგში იმიტომ, რომ ერთიან სისტემაში მოვაქციეთ ბუღალტერია /ფინანსები და საოპერაციო პროცესები. მეორე ის, რომ ლაივ რეჟიმში შემიძლია დავაკვირდე როგორც ფინანსურ, ისე საოპერაციო პროცესების რეპორტებს. ბალანსი მაძლევს საშუალებას დღიურ, კვირეულ, კვარტლურ და ნებისმიერი სხვა სასურველი პერიოდის ჭრილში შევხედო საქონლის ღირებულებას, საქონლის მარაგებს, მოგებას, მოგების მარჟას - როგორც იმპორტიორი ქვეყნების, ასევე, მომწოდებლების მიხედვით. საბოლოო ჯამში ბალანსი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ გააანალიზო ფინანსური მონაცემები და მიიღო დალაგებული ინფორმაცია ბიზნესის მსვლელობის შესახებ“.
გაიარეთ რეგისტრაცია და გატესტეთ ბალანსის უფასო დემო ჩვენს საიტზე.
ბალანსის შესახებ სრული ინფორსთვის დაგვირეკეთ - 596 105 890, ან ჩაგვინიშნეთ Online შეხვედრა
N1 Cloud-Based program