Vendoo - სთან ინტეგრაცია

ბალანსის სიახლეები
20 November,2023

Vendoo - სთან ინტეგრაცია

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ონლაინ ვაჭრობა წარმოადგენს. პანდემიის პირობებში მომხმარებლების ქცევის მკვეთრმა ცვლილებამ ერთგვარი მოთხოვნა წაუყენა კომპანიებს - რომ გამოჩენილიყვნენ ციფრულ პლატფორმებზე და მათ სავაჭრო საქმიანობას ონლაინ სივრცეებში გადმოენაცვლა.

 

გამართული ციფრული ვაჭრობის პლატფორმის შექმნა კომპანიებისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ვებ-საიტის გამართვა დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, მეორე მხრივ კი სააღრიცხვო სისტემები არ იყო დასინქრონებული აღნიშნულ პლატფორმებთან. შედეგად კი ვიღებდით, რომ კომპანიების წარმომადგენლები უდიდეს ძალისხმევას დებდნენ საიტზე პროდუქციის ინფორმაციის ატვირთვაში და დამატებით, პერიოდულად სჭირდებოდათ ხელით დაეკორექტირებინათ ფასები, ნაშთები თუ სხვა ინფორმაცია. სწორედ ამ პროცესში ვაწყდებოდით ისეთ პრობლემებს, როგორებიც იყო ნულოვანი ნაშთების რეალიზაცია, პროდუქციის ძველი ფასით რეალიზაცია და ა.შ. ეს  თავისთავად იწვევდა მომხმარებლების უკმაყოფილებას, რაც რაღა თქმა უნდა, ბიზნესებისთვის ძალიან დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

ბალანსში მიზნად დავისახეთ, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი იმ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნეს პროცესებს პროგრამა ბალანსში აღრიცხავდნენ და ამავდროულად, იყენებდნენ სხვადასხვა ელ. პლატფორმებს ონლაინ ვაჭრობისთვის.

 

გვსურდა შეგვექმნა სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ოპერაციით მარაგების, ნაშთების, პროდუქტების დასახელებისა თუ ფასების შესახებ ინფორმაცია გაიცვლებოდა სააღრიცხვო პროგრამიდან პირდაპირ ელექტრონული პლატფორმების ბექში.

 

Usaid – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ბალანსი და Vendoo - ს ინტეგრაცია განვახორციელეთ. ინტეგრაციის ფარგლებში ორ პლატფორმას შორის ინფორმაცია ავტომატიზებულად გაიცვლება, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ:

 

  • რეალურ დროში მიიღო ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე
  • დაზოგო ადამიანური რესურსი: თუკი მანამდე გჭირდებოდა კადრის გამოყოფა საიტზე ინფორმაციის ასატვირთად, ახლა ავტომატურად მოხდება ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა...
  • თავიდან აირიდო მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი: პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება
  • ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი, ავტომატურად ასახო ონლაინ მაღაზიაშიც
  • ასევე, გამიჯნო გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისთვის - აირჩევ რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინ მაღაზიაში.

 

ინტეგრაციის გააქტიურება ძალიან მარტივია. თუკი იყენებ პროგრამა ბალანსს და ამავდროულად, Vendoo-ს პლატფორმას ონლაინ ვაჭრობისთვის, მხოლოდ რამდენიმე კლიკით შეგიძლია ინფორმაციის ავტომატური მიმოცვლა გაიაქტიურო.

 

გატესტე დემო და თავად გამოსცადე ინტეგრაციის შესაძლებლობები - https://shorturl.at/noE45

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, ბალანსის გუნდი მზად ვართ დაგეხმაროთ!