ონლაინ მაღაზიის პროგრამა

მიიღებ ერთიან სისტემას და აღარ გექნება მარაგებთან
დაკავშირებული პრობლემები

 

 

 ონლაინ მაღაზიის პროგრამა

მიიღებ ერთიან სისტემას და აღარ გექნება მარაგებთან
დაკავშირებული პრობლემები

 

 

გადმოდი Cloud-ზე

ბალანსი არის ერთადერთი ქართული საბუღალტრო პროგრამა, რომელიც მუშაობს ქლაუდზე და ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტით გაძლევს წვდომას შენს ბაზაზე.

 

 

მიაბი შენს მაღაზიას ბუღალტერიაც

შეგიძლია ონალინ მაღაზია დააინტერგირო ბალანსთან. ამის შემდეგ აღარ დაგჭირდება მაღაზიის მონაცემების ექსელით შეტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში. ონლაინ მაღაზიაში გაკეთებული ყველა ოპერაცია - შეკვეთები, გაყიდვები, უკან დაბრუნებები, გადახდები - იმ წამსვე ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში.

მიიღე მზა ინტეგრაცია

არ დაგჭირდება ინტეგრაციის ნულიდან აწყობა, ბალანსში უკვე გვაქვს e-commerce პლატფორმებთან ინტეგრცაიის მზა პროტოკოლი, რომლის დსხმარებითაც მაღაზიას და ბალანსს მინიმალურ დროში დააკავშირებ.

დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლია ნახო აქ.

მოიწვიე ყველა თანამშრომელი

ბალანსის სისტემაში მოიწვევ ყველა თანამშრრომელს - ბუღალტერს, მაღაზიის ადმინისტრატორს, მიტანის სერვისის თანამშრომლებს, საწყობის მენეჯერს და თანამფლობელებს. თითოეულს მიენიჭება საკუთარი როლი და შეგიძლია გაუწერო შესაბამისი უფლებებიც.

თუ თავად ამზადებ პროდუქციას

ვთქვათ, ონალინ მაღაზიაში გაქვს შენს მიერ წარმოებული პროდუქტებიც - საკვები, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ. ბალანსში შეძლებ თითოეული მათგანისთვის გაწერო სახარჯი მასალების გეგმა. როდესაც პროდუქტს დაასრულებ, პროგრამა ავტომატურად ჩამოწერს მასალებს.

 

თუ დაგჭირდება, ბალანსი დაგითვლის წარმოების ხარჯებსაც და დაგიანგარიშებს პროდუქტის ზუსტ თვითღირებულებას - შეაჯამებს მასალის ფასებს, პროდუქტის შემქნელის ხელფასს და ელ.ენერგიისა თუ სხვა დამატებით ხარჯებსაც.

და საწყობი გაქვს?

თუ კი, ბალანსშიც გექნება საწყობების სრული მოდული, რომელიც სინქრონიზაციაში იქნება მაღაზიასთან. ონლიან გაყიდული საქონელი ავტომატურად ჩამოიწერება. თან, შეგიძლია პროდუქცია პარტიების, ფერის, ზომის, წონის ან სხვა დეტალის მიხედვით აღრიცხო და შემდეგ რეპორტები ჩაშალო თიოთეული მონაცემის მიხედვით.

მართე ფასები და ფასდაკლებები

ყველა საფასო ცვლილება, რომელსაც ბალანსში განახორციელებ ავტომატურად აისახება ონლაინ მაღაზიაშიც - პროდუქტების ფასებზე. ასევე, შეგიძლია წინასწარ დაადგინო ფასდაკლებები გარკვეულ პერიოდზე და გაწერო ბალანსში - იმ პერიოდის დღეებში პროგრამა ავტომატურად გაავრცელებს ფასდაკლებას მაღაზიაში.

 

ფასდაკლებები შეგიძლია გაავრცელო ერთგულ მომხმარებლეზე, ასევე პროგრამაში ასახო სასაჩუქრე ვაუჩერები, დაგროვების ბარათები და რაც გულს გაუხარდება.

მიტანის სერვისიც გჭირდება?

თუკი, ბალანსში შეგიძლია პროდუქტისა და მიტანის სერვისის ფასი ერთიანად აღრიცხო. ასევე, რეპორტებში დაინახო, რომელმა თანამშრომელმა რამდენი მიტანის სერვისი განახორციელა და შესაბამისად დათვალო ანაზღაურებაც.

 

თუ მიტანის მოსმახურებას საკურიერო კომპანია გიწევს, მაშინ მას ბალანსი დამატებით ხარჯად აღრიცხავს, და გადაანაწილებს საქონლის თვითღირებულებაზე.

მიიღე გაყიდვების რეპორტები ყოველდღიურად

მართალია გაყიდვების ციფრებს ონალინ მაღაზიაშიც შეამოწმებ, თუმცა ბალანსი ამ ციფრებით დაგიგენერირებს ბიზნეს რეპორტებსაც - გაყიდვებში, საწყობში, წარმოებაში და ა.შ. ასევე, მზად გექნება დეკლარაციისთვის აუცილებელი ყველა ანგარიშგება და ავტომატური ფინანსური ანგარიშგებები.

შეგიძლია შენითაც კი ააწყო სასურველი მენეჯერული რეპორტი პროგრამაშივე.

 

ბალანსის ფასებზე სრული ინფორმაცია ნახე ფასების გვერდზე.