MBG Construction - მშენებლობის ავტომატიზაცია

ბიზნესქეისები
ბიზნესქეისები
24 ივნისი,2019

MBG Construction - მშენებლობის ავტომატიზაცია

 

„ ბალანსით პროცესების ავტომატიზაციამ საშუალება მოგვცა ერთიან სისტემაში დავინახოთ მთელი ბიზნესი, ვიცოდეთ პროექტების რეალური თვითღირებულება, მაქსიმალურად მომგებიანად დავგეგმოთ შესყიდვები და მშენებლობის პროცესები, დავადგინოთ ოპტიმალური მარჟა, ვიყოთ დაცულები საკანონმდებლო სანქციებისგან და დავზოგოთ თანამშრომლების დრო და ენერგია“ - თენგიზ ხეჩიკაშვილი, MBG-ს დირექტორი.

 

MBG-ს შესახებ

კომპანია უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზეა, 2018 წელს MBG-ის ბრუნვამ 17 მილიონს გადააჭარბა. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოებს და დღეისათვის დასრულებული აქვს 70-ზე მეტი პროექტი. მათ შორის მრავალბინიანი კორპუსები, კერძო  საცხოვრებელსახლები და საზოგადოებრივ - კომერციულიპროექტები.

 

დაახლოებით 2 წლის წინ კომპანიაში ბალანსი დაინერგა, იმისათვის, რომ პროგრამულად დალაგებულიყო კომპანიის ყველა პროცესი:

 

ტექნიკის გადაადგილება მშენებლობებზე

 

მშენებლობის პროცესში MBG-ში სხვადასხვა ტექნიკასა და ინვენტარ სიყენებენ. ბრიგადებს ყოველდღიურად უწევთ მათი გადაადგილება სამშენებლო ლოკაციებს შორის. კანონი მშენებლებს ავალდებულებს, რომ ყოველ ასეთ გადაადგილებაზე ზედნადები გამოიწეროს, რაც ძალიან ართულებდა სამუშაოს: ბუღალტერს ხელით უწევდა ყველა გადაადგილებაზე ზედნადების გაფორმება. ხშირად ეს პროცესი გვიანდებოდა, ამიტომ მენეჯმენტს არ ჰქონდა მიმდინარე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მშენებლობაზე რა ინვენტარი ჰქონდათ.

 

მასალების ხარჯვა სხვადასხვა ლოკაციებიდან და გაურკვეველი ნაშთები

 

შესაბამისი საბუღალტრო პროგრამის არქონის გამო რთული იყო მასალების ხარჯვაზე თვალის მიდევნებაც. მენეჯერები ვერ ხედავდნენ რომელ საწყობში რა რაოდენობის მასალა იყო დარჩენილი და რომელ პროექტზე რა გაიხარჯა. ეს ინფორმაცია მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგ ხდებოდა ხელმისაწვდომი.

 

მექანიკური ბუღალტერია და ანალიტიკის მიღების სირთულე

 

ბუღალტერს ხელით უწევდა ძირითადი გატარებების დაფიქსირება, ანგარიშგებების მომზადება. ამ ყველაფერში კი დიდი დრო მიდიოდა.

რეპორტინგი კომპანიის მმართველობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - სხვანაირად შეუძლებელი იქნება მომავალი შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვა და სხვა ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება. ყოველ წუთს საჭიროა ხარჯების კონტროლი და მშენებლობის მიმდინარეობის ერთიანი სურათის დანახვა - რა დაიხარჯა, რა იყო გეგმა,  რა შესრულდა და რა გადახრები აქვთ ფორმა 2-ის მიხედვით.

 

როგორ დალაგდა პროცესები ავტომატიზაციით:

 

ტექნიკის გადაადგილებების აღრიცხვა ავტომატურად

 

ბალანსის დანერგვის შემდეგ მოგვარდა ძირითადი საშულებების გადაადგილების პრობლემა: პროგრამაში აღრიცხულია ყველა სამშენებლო პროექტი და თითოეული ტექნიკა-ინვენტარი. გადაადგილებაც იმავე მომენტში აისახება პროგრამულად, რასაც იქვე ებმის უკვე მზა ზედნადები. მენეჯერებს ნებისმიერ მომენტში პროგრამაში შეუძლიათ ნახონ რომელ მშენებლობაზე რა ძირითადი საშუალებაა განთავსებული და როდის გადაადგილდა, პლიუს ამას გამოწერილია გადაადგილებების ზედნადებები, ანუ კოპანია მაქსიმალურად დაცულია სანქციებისგანაც და თაღლითობისგანაც.

მასალების ხარჯვა საწყობების და პროექტების მიხედვით და ნაშთების ხედვა ლაივ რეჟმში

პროგრამულად დალაგდა ნაშთებიც. ბალანსში ასახულია ყველა საწყობი. მენეჯერები პროგრამულად ხედავენ კონკრეტულ საწყობში მასალების შეტანას და ერთი საწყობიდან მეორეში მასალის გადაადგილებას. სამშენებლო პროექტების მიხედვით აკონტროლებენ მასალების ხარჯვასაც. ეს მათ საშუალებას აძლევს ზუსტად დაადგინონ თოთოეული პროექტის მომგებიანობა. პროექტის ჭრილში აკონტროლებენ ყველა ტიპის ხარჯებსა და შემოსავლებს - თვითღირებულებაზე ნაწილდება მუშების ხელფასებიც.

 

მაქსიმალურად ავტომატიზირებული ბუღალტერია და ნაკლები შეცდომები

 

რაც შეეხება ბუღალტერიას, ბალანსით ძირითადი საშუალებების გადაადგილების გაფორმებაზე მინიმალური დრო იხარჯება - პროგრამა ავტომატურად ქმნის ზედნადებებს, რაც ბუღალტერს ძალიან უმარტივებს საქმეს. გარდა ამისა, ბალანსის საშუალებით ბუღალტერმა შეძლო ისეთი არასტანდარტული ბუღალტრული გატარებების ავტომატიზაცია, როგორიცაა: სესხის პროცენტების დარიცხვა, იჯარის ხარჯის აღრიცხვა და ა.შ.

 

კონტროლის და ანალიტიკის შესაძლებლობა ყველა პროცესისთვის

 

რაც ყველაზე მთავარია, მენეჯმენტს აქვთ სრულყოფილი რეპორტინგ სისტემა: 1 წუთში აქვთ მონაცემები ნაშთებზე, ხარჯებზე, შემოსავალზე და პროექტის ჭრილში შეუძლიათ პროცესების ანალიზი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს დებიტორული დავალიანების ანგარიშგებაც და შედეგად აკონტროლებენ ყველა მომხმარებლის გადახდებსა და დავალიანებებს.