გახდი ბალანსის პარტნიორი

თუ იცნობ, გიმუშავია და მოგწონს 1C პლატფორმის პროგრამები და სხვებსაც თამამად ურჩევდი, მაშინ შეგიძლია გახდე ბალანსის პარტნიორი და ეს პროცესი ჩვენთან ერთად დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციო. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ვაკანსია, ეს არის პარტნიორობის ოფიციალური ფორმა, რომლის შედეგებიც სრულად დამოკიდებულია შენს აქტივობასა და ჩართულობაზე.

პროგრამა „ბალანსი“ არის კომპანია BDO-ს საავტორო პროგრამა, რომელიც შექმნილია 1C-ის უახლეს პლატფორმაზე და აერთიანებს ბუღალტერიას, საწყობის მართვას, მაღაზიის ავტომატიზაციასა და რეპორტინგს. "ბალანსი" გთავაზობს 2 ტიპის პარტნიორობას 👇

პარტნიორი - დილერი

  1. გაერკვიე ბალანსის შესაძლებლობებში - შეგიძლია გაიარო ტრენინგი ბიდიო აკადემიაში ან გაეცნო პროგრამას იუთუბის ვიდეო გაკვეთილებით. ჩამოტვირთე ბალანსის დემო და თავად გაეცანი პროგრამის შესაძლებლობებს.

  2. მოიყვანე პირველი კლიენტი, რომელსაც ბალანსი სარგებელს მოუტანს და მიიღე საკომისიო პირველივე წარმატებული გარიგებიდან. შესთავაზე ბალანსი:
    • კომპანიებს, რომლებსაც აღრიცხვის პრობლემები აქვთ
    • ბუღალტრებს, რომლებმაც იციან, რომ ბუღალტერია დეკლარირებაზე მეტია
    • მენეჯერებს, რომლებსაც უნდათ იცოდნენ რა ხდება მათ ბიზნესში

  3. განავითარე ბიზნესი ბიდიოსთან ერთად - მოიფიქრე კიდევ რომელი კომპანიებია ბალანსის პოტენციურ კლიენტები, შეხვდი მათ და გააცანი რა სარგებელს მოუტანს ბალანსი. ემუშავე BDO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერს და მიიღე მხარდაჭერა მეტი კლიენტის მოზიდვაში.

  4. იყავი ინფორმირებული სიახლეებზე - კვარტალში ერთხელ გამოდის ბალანსის განახლებები. გაეცანი პროგრამის ახალ შესაძლებლობებს, რათა მეტი სარგებლის შეთავაზება შეძლო პოტენციური კლიენტებისთვის.

ანაზღაურების სქემა:

  • იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ, რომელსაც გაუწიე რეკომენდაცია, შეიძინა Balance Cloud ვერსია, შენ იღებ ქლაუდ ლიცენზიით სარგებლობის 3 თვის ღირებულებას სრულად, გადასახადების ჩათვლთ.

  • თუ კომპანიამ შეიძინა უვადო ლიცენზია Balance Enterprise, იღებ კლიენტის მიერ ლიცენზიების პირველადი შესყიდვის ღირებულების 20%-ს გადასახადების ჩათვლით.

 

Balance Enterprise: პარტნიორის ინტერესი 20%

  • ბალანსის 1 ლიცენზია - 1390 ლარი
  • პარტნიორის ინტერესი - 278 ლარი გადასახადების ჩათვლით

 

Balance Cloud: პარტნიორის ინტერესი 3 თვის ღირებულების 100%

  • 1 ლიცენზია 3 თვით - 177 ლარი
  • პარტნიორის ინტერესი - 100%: 177 ლარი გადასახადების ჩათვლით

 

პარტნიორი - კონსულტანტი

  1. განავითარე შენი შესაძლებლობები - თუ პარტნიორობის პირველ ეტაპს ეფექტურად წარმართავ, შესაძლებლობა გაქვს განვითარდე როგორც ავტომატიზაციის კონსულტანტი. შეძლებ მიიღო მონაწილეობა ბალანსის დანერგვებში და განივითარო შესაძლებლობები. ამისთვის შევადგინეთ ბალანსის გამოცდა ბიზნეს-ქეისებით, რაც მოგცემს საშუალებას უფრო სიღრმისეულად გაიაზრო პროცესების აწყობა პროგრამაში და შემდეგ მარტივად დანერგო პროგრამა კლიენტებთან.

  2. მართე გაყიდვების პროცესი დამოუკიდებლად - ამ ეტაპზე უკვე შეგეძლება გაყიდვების პროცესი თავად წარმართო დამეტი ავტომატიზაცია შესთავაზო სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებს.

  3. გაიფართოვე ბიზნეს-კონტაქტების წრე - შენ, როგორც ავტომატიზაციის კონსულტანტს გაქვს შესაძლებლობა გაიფართოვო ბიზნეს -კონტაქტების წრე, აღმოაჩინო შენთვის საინტერესო ბიზნეს-ქეისები და დაუმეგობრდე კოლეგებს სხვადასხვა სფეროდან.

 

 

 


ანაზღაურების სქემა:

  • იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ, რომელსაც გაუწიე რეკომენდაცია, შეიძინა Balance Cloud ვერსია, შენ იღებ ქლაუდ ლიცენზიით სარგებლობის 3 თვის ღირებულებას სრულად, გადასახადების ჩათვლთ.

  • თუ კომპანიამ შეიძინა უვადო ლიცენზია Balance Enterprise, იღებ კლიენტის მიერ ლიცენზიების პირველადი შესყიდვის ღირებულების 20%-ს გადასახადების ჩათვლით.

 

Balance Enterprise: პარტნიორის ინტერესი 40%

  • ბალანსის 1 ლიცენზია - 1390 ლარი
  • პარტნიორის ინტერესი - 556 ლარი გადასახადების ჩათვლით

 

Balance Cloud: პარტნიორის ინტერესი 6 თვის ღირებულების 100%

  • 1 ლიცენზია 6 თვით - 354 ლარი
  • პარტნიორის ინტერესი - 100%: 354 ლარი გადასახადების ჩათვლით

 

თუ დაინტერესდი, დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია