რას აღარ ნახავ მაღაზიაში..

ტექნოლოგიები
18 თებერვალი,2021

რას აღარ ნახავ მაღაზიაში..

ვთქვათ, გახსენი მაღაზია, შოურუმი, სუპერმარკეტი.. ან სულაც სტენდი დადგი სითი მოლში... არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რაიმე ტიპის სავაჭრო ობიექტი, რა ტექნოლოგიური საკითხები დადგება შენი ბიზნესის დღის წესრიგში?

 

  • პირველი და მთავარი: მაღაზიის პროგრამა, სადაც აღწერილი იქნება ყველაფერი, რაც მაღაზიაში იყიდება და მარაგები, რომელიც  ჯერ ისევ საწყობშია
  • მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: სენსორული პოსი + შტრიხკოდ სკანერი, მოლარემ რომ სწრაფად იმუშაოს
  • მესამე და ძალიან სასურველი: გადახდის ტერმინალები - ჯიბეში ქეშით დღეს უფრო და უფრო ცოტა ადამიანი დადის
  • მეოთხე მაგრამ გააჩნია რას ყიდი - სასწორი ასაწონი პროდუქტებისთვის და შტრიხკოდ სკანერი

აქვე გეტყვით, რომ თუ მართლაც გახსნი მაღაზიას, ბალანსში გექნება გაყიდვებიც, მარაგებიც და პოსიც + დააკავშირებ ყველა სავაჭრო მოწყობილობასთან.

 

თუმცა, რას იტყოდი მაღაზიაზე სადაც სალარო საერთოდ არ არის, ან მეტიც გადახდაც კი არ ხდება, ან კიდევ პერსონალური რობოტები გყავს, რომლებიც მომხმარებლებს დაყვებიან და მათ მაგივრად დაატარებენ პროდუქტს ? 



ბალანსის გუნდში მუდმივად ვეცნობით ტენქოლოგიურ სიახლეებს და ახალ ტენდენციებს ვაჭრობაში, ფეხი რომ ავუწყოთ ტემპს და ჩვენს რეალობაშიც დავნერგოთ. შეიძლება ამ ბლოგში მოყოლილი ამბები შორი პერსპექტივა ჩანდეს, თუმცა ტექნოლოგიების ეპოქაში არ გაგვიკვირდება მალე თბილისის სუპერმარკეტშიც თუ შეგვხვდება დამოუკიდებელად მოსიარულე ურიკა, შოთის პურით და ჯონჯოლით.

 

მაშ ასე, ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ჭკვიან მაღაზიებს:

 

 

7Fresh

 

2018 წელს ჩინეთში კომპანია JD.com-მა გახსნა მაღალტექნოლოგიური სუპერმარკეტი - 7Fresh. შედიხარ სუპერმარკეტში, აირჩევ ურიკას, რომელსაც არ აქვს ხელის მოსაკიდი და წახვალ. ურიკა თვითონ მოგყვება. თუ გაჩერდები დახლთან ურიკაც გაჩერდება, დაგელოდება. შემდეგ ისევ გამოგყვება ერთგულად.

აი ასე, ალიბაბას მენეჯმენტმა გადაწყვიტა ჭკვიანი ურიკები დაესაქმებინა სუპერმარკეტში - მომხმარებლებს რომ ხელები არ დაეღალოთ, ბავშვებთან ერთად უფრო კომფორტულად იშოპინგონ ან უბრალოდ მეტი პროდუქტისთვის ხელის შევლება მოასწრონ და ბევრიც გაიყოლონ ხელს 😊

 

 

Specsavers

 

აბა გაიხსენე, ბოლოსსათვალის საყიდლად რომ წახვედით, დაახლოებით რამდენი სათვალე მოირგე?
ალბათ ყველა და მერე კიდევ ზოგიერთი მეორედ ✌️
Specsavers-ში გადაწყვიტეს რომ გაემარტივებინათ ეს პროცესი და შექმნეს აპლიკაცია Frame Styler tool. მაღაზიაში რომ მიხვალ, ეს აპლიკაცია შენს სახეს დაასკანერებს და შემდეგ Specsavers-ის ყველა მოდელს მოგარგებს. აირჩიე რომელი სათვალეც მოგიხდება, აი ასე, სწრაფად და მარტივად.

 

 

 

Amazon Go

 

ამაზონი რომ ონლაინ შოპინგის გურუა ეჭვი არავის გვეპარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფიკური ე.წ. offline ვაჭრობის სფეროში ჩამოუვარდება ვინმეს. მეტიც, მგონი ყველას გაასწრო: ჯერ კიდევ 2018 წელს ნიუ-იორკში ამაზონის ჰიპერმარკეტი გაიხსნა. ამ ჰიპერმაკეტში ყველასგან განსხვავებული წესებია:

 

1) შედიხარ ჰიპერმარკეტში

2) დადიხარ და დახლებზე ათვალიერებ პროდუქციას

3) ვთქვათ მოგეწონა ორცხობილა, აიღებ და ჩაიდებ ჯიბეში

4) კიდევ გაივლი

5) დაფიქრდი და წვენსაც მიაყოლებდი, აიღებ და ჩაიდებ წვენს ჩანთაში


საკმარისია? უბრალოდ გამოხვალ მაღაზიიდან.

 

არც რიგია, არც  სალარო.. არც სიგნალიზაცია, რომელსაც წესით ამ დროს უნდა „ეკივლა“, არც დაცვა, რომელიც უნდა გამოქცეულიყო და ჩანთა გახსენიო ეთქვა.

 

სინამდვილეში რა ხდება: ამაზომა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს „მხედველობა“ და შეუძლია თვლა. შედიხარ ჰიპერმარკეტში და ააქტიურებ ამაზონის აპლიკაციას, რომელზეც მიბმულია გადახდის საშუალება. როდესაც დახლიდან იღებ პროდუქტს აპლიკაცია ამას ხედავს და ამატებს შენს საყიდლების სიაში. ხოლო როდესაც მაღაზიიდან გადიხარ შესაბამის თანხას ავტომატურად გაჭრის ბარათიდან.
თავშენახული ადამიანი იკითხავს: და თუ ორცხობილა აღარ მომინდა და დავაბრუნე? არც ეს გამოეპარება აპლიკაციას - ამოშლის იმ ორცხობილას საყიდლების სიიდან.

აქ 7Fresh-ის ჭკვიანი ურიკაც კი არაა საჭირო - ერთი დიდი ზურგჩანთაც საკმარისია.

 

 

Nike’s Speed Shop

 

ნაიკის ბოტასები ალბათ კომფორტულობის მხრივ დასაწუნი არაა, მაგრამ ფეხსაცმელს როცა ყიდულობ, მოზომვა და ისე მორგება მაინც ბევრს ურჩევნია. ამიტომ ნაიკმა ასეთი რამ გადაწყვიტა: ნიუ იორკში, საფირმო მაღაზიაში შექმნეს სპეციალური საცავები, ე.წ. ლოქერები. მომხმარებელი ონლაინ შოპინგის დროს არეზერვებს შერჩეულ მოდელს. შემდეგ მოდის მაღაზიაში და სმარტფონში აპლიკაციით ხსნის თავის ლოქერს, რომელშიც ხვდება ფეხსაცმელი. მოიზომავს, და თუ მოერგო წაიღებს.

 

Kroger

 

კროგერი არის ამერიკულმა სასურსათო მარკეტების ქსელი, რომელმაც გადაწყვიტა გარემოზე იზრუნოს და თავის ასობით სუპერმარკეტში ფასების მიმანიშნებელი ქაღალდის სტიკერები გააქრო.

ამის ნაცვლად დახლებზე პროდუქტის ქვემოთ განთავსებულია მონიტორები, რომელზეც არის ფასიც და ასევე პროდუქტის შესახებ სხვა ინფორმაცია. ამ გზით ძალიან მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი ფასების განახლება, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

სხვათაშორის, ეს პრაქტიკა საქართველოშიც არის ნაცადი 1C ERP-ის მიერ - პატარა დეშბორდებზე ფასები პროგრამიდან რომ წაიღოს.

 

 

 

 

ალბათ კიდევ ბევრი ჭკვიანი მაღაზია არსებობს, რობოტებით და ეკო-სტიკერებით, ვინ იცის იქნებ რამდენიმე წელში ჩვენთანაც გამოჩნდნენ? ჰოდა, არ დაგავიწყდეთ, ბალანსი არის ღია პროგრამა - ანუ ინტეგრირდება სხვა პროგრამებთან, აპლიკაციებთან, პლატფორმებთან და მოწყობილობებთან. ასე რომ თუ რობოტების დასაქმება გადაწყვიტეთ ან უბრალოდ ონლაინ მაღაზიის შექმნა მოგინდათ შესაფერისი მაღაზიის პროგრამა უკვე გვაქვს <3


აქვე უფასოდ შეგიძლიათ გატესტოთ ბალასის 1C დემო, ამისთვის უბრალოდ გაიარეთ რეგისტრაცია


ან სულაც დაგვირეკეთ - 591 766 766