რატომ აპლიკაცია Mardi? – შენი დისტრიბუციის მთავარი დამხმარე

ბუღალტერია მარტივად
26 თებერვალი,2025

რატომ აპლიკაცია Mardi? – შენი დისტრიბუციის მთავარი დამხმარე

დისტრიბუციის მართვა საკმაოდ რთულია – ნაშთების კონტროლი, შეკვეთების გაფორმება, დავალიანებების გაკონტროლება… Mardi სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა. ეს არის ბალანსის გუნდის მიერ დაწერილი აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებულია ბალანსათან და სავაჭრო წარმომადგენლებს ყოველდღიურ მუშაობას უმარტივებს.

1. ნაშთების სრული კონტროლი
Mardi საშუალებას გაძლევს, ნებისმიერ დროს ნახო საწყობში არსებული თავისუფალი თუ საწყობის ნაშთები.

  • პრისეილერი აპლიკაციიდან აკონტროლებს საწყობში დარჩენილ პროდუქციას და შეკვეთას ისე აფორმებს, რომ ზედმეტი რეზერვირება არ მოხდეს.
  • ვენსეილერი აკონტროლებს მის ბორტზე არსებული პროდუქციის რაოდენობას, რაც ადგილზე რეალიზაციისას ამცირებს შეცდომის ალბათობას.

მაგალითი: თუ აპლიკაციაში ნაშთების გადატვირთვის მეთოდი გვაქვს “თავისუფალი ნაშთი” და საწყობში მხოლოდ 50 ერთეული პროდუქციაა, აქედან 10 უკვე დარეზერვებულია სხვა პირის მიერ, Mardi მხოლოდ 40-ს გაჩვენებს.

2. მყიდველის დავალიანებების მონიტორინგი
აპლიკაცია ყოველთვის გაჩვენებს, რამდენი აქვს დავალიანება თითოეულ კლიენტს. თუმცა შესაძლებელია დავალიანების მონიტორინგისთვის დამატებითი ფუნქციების გამოყენება, რომელიც შესაძლებელია ბალანსში აიწყოს და აპლიკაციაში გამოვიყენოთ - საკრედიტო ლიმიტების გამოყენება, ვადაგადაცილების შემთვევაში დოკუმენტის გაფორმების შეზღუდვა.

  • თუ მყიდველმა საკრედიტო ლიმიტს გადააჭარბა, Mardi დისტრიბუტორს აღარ გააფორმებინებს ახალ შეკვეთისას ან რეალიზაციას.
  • თუ ბალანსში ვადაგადაცილების შემთხვევაში გატარების კონტროლია ჩართული, მყიდველს კი უფიქსირდება ვადაგადაცილება დავალიანებაზე, ასეთ შემთხვევაში Mardi ში დაიბლოკება მყიდველი და არ მოგვცემს დოკუმენტის გაფორმების საშუალებას.

მაგალითი (ლიმიტები): თუ მყიდველს 5,000 ლარის საკრედიტო ლიმიტი აქვს და უკვე 4,800 ლარი აქვს გამოყენებული, Mardi მხოლოდ 200 ლარის ღირებულების შეკვეთას ან რეალიზაციას დაუშვებს.

3. დოკუმენტების გაფორმება მარტივად
Mardi-ში შეგიძლია შეკვეთების, რეალიზაციის, უკან დაბრუნებისა და გადახდის დოკუმენტების გაფორმება:

  • პრისეილერს შეუძლია შეკვეთის გაფორმება აპლიკაციიდან და ეს ინფორმაცია პირდაპირ ბალანსში აისახება.
  • ვენსეილერი რეალიზაციას აფორმებს, ქვე-ზედნადები ავტომატურად იწერება და ბალანსთან სინქრონიზდება.
  • დისტრიბუტორს შეუძლია გადახდების დაფიქსირება აპლიკაციიდანვე, რაც ბალანსში სალაროს შემოსვლის ორდერად აისახება.
  • უკან დაბრუნების შემთვევაში, აპლიკაციიდან იქმნება განაცხადი საქონლის უკან დაბრუნებაზე, რაც შემდგომ შესაძლებლობას აძლევს ბალანსის მომხმარებელს ბაზაში დაამუშაოს და ერთიანად გააფორმოს რეალიზაციის კორექტირების დოკუმენტი.

4. რამდენიმე ბაზის ერთდროულად აღრიცხვა
თუ სავაჭრო წარმომადგენელი რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული, Mardi ერთ მოწყობილობაზე რამდენიმე ბაზის მართვის საშუალებას გაძლევს.

  • ერთი კლიკით შეგიძლია გადაერთო სხვადასხვა კომპანიის ბაზებს შორის და თითოეულის ნაშთები და დავალიანებები ცალ-ცალკე გააკონტროლო.

5. დამატებითი ფუნქციები, რომლებიც მუშაობას ამარტივებს

დისტრიბუციის ძირითადი ფუნქციების გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს დამატებით ჩაურთოს სავაჭრო აგენტს გარკვეული უფლებები, ან ჩართოს ბალანსში ფუნქციონალები, რომელიც დამატებითი ინფორმაციის აღრიცხვისთვის დასჭირდება.

  • საკრედიტო ლიმიტების კონტროლი: თუ მყიდველი ლიმიტს გადააჭარბებს, Mardi შეკვეთას ან რეალიზაციას არ დაუშვებს.
  • ანგარიშწორება სათავო ფილიალის ჭრილში: შეგიძლია დაინახო, კლიენტს რამდენი აქვს დავალიანება კონკრეტულ ფილიალთან, გააფორმო რეალიზაციები ფილიალების ჭრილში თავისი ქვე ზედნადებებით.
  • პროდუქციის სერიული აღრიცხვა: თუ პროდუქცია სერიული ნომრებითაა აღრიცხული, Mardi-ში ეს მონაცემებიც ჩანს.
  • ბორტზე დატვირთული და გადატვირთული საქონლის კონტროლი: ვენსეილერს შეუძლია დაინახოს თავის ბორტზე გადმოადგილებული და ბორტიდან გადაადგილებული პროდუქცია.
  • ანგარიშწორება დოკუმენტების მიხედვით: აპლიკაცაციაში შესაძლებელია კონკრეტული რეალიზაციის დავალიანების კონტროლი, თავისი გადახდის სტატუსების ჭრილში
  • რამდენიმე ფასის ტიპის გამოყენება და ფასის რედაქტირების შესაძლებლობა
  • ნომენკლატურის სურათების გამოყენება

6. ინტეგრაცია და ტექნიკური მოთხოვნები
Mardi Google Flutter პლატფორმაზეა შექმნილი და სრულად ინტეგრირებულია ბალანსის პროგრამასთან, როგორც ონფრემის (ლოკალურ), ისე ქლაუდ ბაზების შემთხვევაში.

  • თავსებადია Android 11+ ვერსიებთან.
  • შესაძლებელია ინსტალაცია როგორც პლანშეტში, ასევე მობილურში.
  • აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია Mardi-ის ლიცენზიის შეძენა.

გაიგეთ მეტი აპლიკაცია მარდის შესახებ (ლინკი)