რედაქტირების წესები ბალანსში

ტექნოლოგიები
13 აპრილი,2021

რედაქტირების წესები ბალანსში

ბალანსის შეკვეთის რედაქტირება ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუმცა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო: მთავარია, როდის არედაქტირებ შეკვეთას:

თვის 1-ლიდან 25 რიცხვავამდე თუ 25 რიცხვიდან თვის ბოლო დღის ჩათვლით.
25 რიცხვი გარდამტეხია იმიტომ, რომ მომავალი თვის ავტომატური ინვოისი სწორედ 25-ში იწერება.

მაშ ასე,

ვთქვათ, შეკვეთას არედაქტირებ 1-დან 25 რიცხვამდე:

თუ ლიცენზიის ან ბაზის დამატება გინდა, რედაქტირების გვერდზე გადახვალ და „+“ ნიშნით მიამატებ სასურველ რაოდენობას. გამოგეწერება ინვოისი მხოლოდ დამატებულ პროდუქტებზე. ინვოისი დათარიღებულ იქნება მომავალი თვისთვის. როგორც კი გადაიხდი მაშივე გაგეხსნება წვდომა დამატებულ ლიცენზიებზე/ბაზაზე.

 

 


გაითვალისწინე, თუ ამ თვეში გადახდილი არ გაქვს ინვოისი, შეკვეთის რედაქტირებას ვერ შეძლებ 1-ელ - 25 რიცხვებში.

თუ გადაწყვიტე რომ მომავალ თვეში ნაკლები ლიცენზია ან ბაზა გჭირდება, გადახვალ რედაქტირების გვერდზე და „-“ ნიშნით ჩამოაკლებ პროდუქტებს, ამით შენს შეკვეთას გამოაკლდება პროდუქტები და ამ თვის 25-ში ინვოისი უკვე შემცირებული ლიცენზიით/ბაზით გამოგეწერება.

 

ვთქვათ, თვის ბოლოა, ანუ 25 რიცხვის მომდევნი პერიოდი, უკვე გამოწერილია მომდევნო თვის ინვოისი და ახლა დაგჭირდა პაკეტის რედაქტირება. არც ამ შემთხვევაშიც ხარ შეზღუდული.

გადახვალ რედაქტირების გვერდზე  და ჩამოაკლებ ან დაამატებ ლიცენზიებსაც და ბაზებსაც. ამის შემდეგ, 25-ში მიღებული ინვოისი გაუქმდება და მის მაგივრად გამოგეწერება ახალი ინვოისი, შენს მიერ რედაქტირებული შეკვეთით.

 

25-დან 1-ელ რიცხვებში, თუ უკვე გადაიხადე მომავალი თვის ინვოისი, ლიცენზიის/ბაზის ჩამოკლებას ვეღარ შეძლებ, დამატება შეგიძლია.

 

რა ხდება თუ წლიური შეკვეთის რედაქტირება დაგჭირდა?

 

თუ შუა წელში დაგჭირდა ლიცენზიის/ბაზის დამატება, გადადიხარ რედაქტირების გვერდზე და ამატებ სასურველ პროდუქტებს.

 

გამოგეწერება დამატებითი ინვოისი, სადაც პროდუქტების თანხა დათვლილი იქნება წლიური შეკვეთის დასრულებამდე დარჩენილი თვეების პროპორციულად.

 

ვთქვათ თუ 2021 სექტემბრის ბოლომდე გქონდა წლიური შეკვეთა და აპრილში დაიმატე ლიცენზია, 1 ლიცენზიის საფასური გამრავლდება დარჩენილ 5 თვეზე - მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.

გაითვალისწინე, წლიური შეკვეთის შემთხვევაში რედაქტირებულ პროდუქტებზე, წლიური 15%-იანი ფასდაკლება არ ვრცელდება.

ასევე, შუა წელში პროდუქტის ჩამოკლება არ შეგიძლია, რადგან საფასური წინასწარ გაქვს გადახდილი.