დავიწყოთ პრობლემებით, რომელიც ალბათ ნაცნობია შენთვისაც:
- საწყობი: არ გაქვს მარაგების კონტროლის მექანიზმი წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპზე. ექსელის დოკუმენტებით საწყობებისა და პარტიების მიხედვით მარაგებს სრულფასოვნად ვერ აღრიცხავ.
- წარმოება: რთულია თვალის მიდევნება მასალების ხარჯვაზე. ბუღალტრებს ფაქტის დადგომამდე არ აქვთ მონაცემები და მხოლოდ წარმოების კონკრეტული ეტაპის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიეწოდებათ ეს ინფორმაცია - რა გაიხარჯა და რა არის საბოლოო პროდუქტი. პროგრამულად ვერ აღრიცხავ და აკონტროლებ ღვინომასალიდან ღვინის მიღების პროცესს. რთულია ერთეული პროდუქტის ზუსტი თვითღირებულების დათვლა.
- ბუღალტერია: არყის საწარმოო ხაზის ქონის შემთხვევაში, ბუღალტერს ხელით უწევს აქციზის გადასახადის დათვლა თითოეული პროდუქტისთვის.
- რეპორტინგი: არ გაქვს ერთიანი რეპორტინგის სისტემა, ფინანსურ დეპარტამენტს ყოველდღიური ანგარიშგებების მომზადება უწევს ექსელში. მენეჯმენტს არ აქვს მომხმარებლების დავალიანებების კონტროლის მექანიზმი.
როგორ დალაგდება პროცესები ავტომატიზაციით:
- ვენახის მოვლა - ბალანსში შესაძლებელია დაკრეფილი ყურძნის განაწილების ხედვა - რომელ საწყობში, როდის, რა ჯიშის და რაოდენობის ყურძენი შეიტანეს. პროგრამულად აღირიცხება წლის მანძილზე ვენახის მოვლისათვის საჭირო ყველა გაწეული ხარჯი: ხელფასები, სასუქები და სხვა.
- ყურძნის წარმოებაში გაშვება - ყურძნის დაწურვისგან მიღებული სითხე ნაწილდება სხვადასხვა ცისტერნებში. ბალანსში აღირიცხება თოთოეული ცისტერნა: ჩანს რომელ ცისტერნაში რა სახეობის და რაოდენობის წვენი ასხია.
- ღვინომასალისგან ღვინის მიღება - ბალანსში ფიქსირდება ცისტერნებს შორის სითხის თითოეული გადაადგილება რაოდენობის და თარიღის მითითებით. ცისტერნებს ენიშნება მასზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მუშაობს პროგრამის საოპერაციო ნაწილში და აფიქსირებს თითოეულ ნაბიჯს.
- ღვინის ჩამოსხმა - ბალანსში წინასწარ შექმნილია ერთგვარი გეგმა - „რეცეპტი“, თითოეული პროდუქტისთვის: რა რაოდენობის და სახეობის ღვინო უნდა ჩამოისხას თითოეულ ბოთლში, როგორი უნდა იყოს ეს ბოთლი, ეტიკეტი, საცობი და ა.შ. წარმოების დასრულების შემდეგ თითოეული ბოთლისთვის დათვლილია ზუსტი თვითღირებულება „რეცეპტის“ ყველა კომპონენტის შეჯამებით.
- ღვინის ექსპორტი - მარაგების ეტიკეტირება ხდება შესაბამისი ბაზრის მიხედვით. ამ შემთხვევაში, მზა მარაგები პროგრამულად ჩამოიწერება შესაბამისი საწყობებიდან და ეტიკეტირების შემდეგ აღირიცხება როგორც საბოლოო პროდუქცია.
- ანალიტიკა და ბუღალტერიის ავტომატიზაცია
წარმოების მოდულთან ერთად, ბალანსში კომპანიას აქვს პროცესის ამსახველი სრულყოფილი რეპორტინგ სისტემა - ხედავენ როგორ ხდება ერთი ბოთლი ღვინის საბოლოო თვითღირებულების ფორმირება, აკონტროლებენ მასალების ხარჯვასა და რეალურ წარმოებაში გეგმიდან გადახრას. აღრიცხავენ წარმოების ხელფასებს და AGING-რეპორტით აკონტროლებენ დებიტორულ დავალიანების გრაფიკსა და ვადაგადაცილებებს.
პროგრამაში შექმნილი გვაქვს ღვინის სერიების მიხედვით აღრიცხვის ფუნქციონალი: აღრიცხულია თითოეული სახეობის ღვინო, ხოლო თითოეული სახეობა ჩაშლილია ჩამოსხმის წლების მიხედვით. მაგალითად, რეპორტებში შეგიძლია დაინახო „ქინძმარაულის“ ჩამოსხმები და მარაგის მოძრაობა ნებისმიერი პერიოდის ჭრილში.
ბალანსში გვაქვს აქციზის გადასახადის ავტომატურად დათვლის ფუნქციონალიც - პროგრამაში ჩატვირთულია აქციზის გადასახადის სახელმწიფო კლასიფიკატორი, რომელიც ალკოჰოლის პროცენტულობიდან გამომდინარე, თითოეული პროდუქტისთვის ავტომატურად ითვლის აქციზის გადასახადს.