რას ნიშნავს cloud ტექნოლოგია?

ტექნოლოგიები
25 May,2020

რას ნიშნავს cloud ტექნოლოგია?

წარმოიდგინეთ, რომ სააღრიცხვო კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა რომელიც მილიონნაირად დაანონსდა მანამდე და თქვენს საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს, ერთი სული გაქვთ წაიკითხოთ, მაგრამ სანამ ოფისში არ მიხვალთ ვერ ნახავთ... დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ხართ თუ თქვენი სამუშაო პროგრამა ლოკალურია, და არა ქლაუდი.

ამ ბლოგში მოვაგროვეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ქლაუდის შესახებ. აქვე გეტყვით როგორ მუშაობს ბალანსიც - პირველი და ერთადერთი ქართული აბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე - feeling proud 🤩

 

რა არის ქლაუდი?

 

ქლაუდ ტექნოლოგიაპროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც არ ინახება მათ კომპიუტერში - ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის ისინი იყენებენ ინტერნეტს: მომხმარებლები ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედნ სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ წვდომას, IT გუნდისგან ყველანაირი დახმარების გარეშე.

 

არსებობს ქლაუდის 3 ტიპის სერვისი:

 

  1. Iaas (infrastructure as a service) - ინფრასტრუქტურა, როგორც მომსახურება. ეს სერვისი მოიცავს სივრცეს რომელსაც ორგანიზაციები იყენებენ სერვერის ფუნქციით, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ონლაინ საწყობი, მეხსიერების სივრცე.

 

  1. PaaS (platform-as-a-service) - პლატფორმა როგორც სერვისი, რომელსაც ხშირად იყენებენ დეველოპერული კომპანიები ახალი პროგრამების, აპლიკაციების, ოპერაციული სისტემების შექმნისთვის.

 

  1. SaaS (software-as-a-service) - პროგრამა, როგორც სერვისი. მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ ამ სერვისს იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროგრამა, რომელსაც უკვე აღარ სჭირდება კომპიუტერზე ინსტალაცია.

 

აი მაგალითად, ჩვენი საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“ არის SaaS ტექნოლოგია, ისევე როგორც მაგალითად: Excel და Word-ი თქვენს Google Drive-ზე, საბუღალტრო პროგრამები Xero, Freshbooks, და კიდევ სხვადასხვა შინაარსისა თუ დანიშნულების მილიონობით პროგრამა. მომხმარებელს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ კომპიუტერზე შეუძლია გახსნას ბალანსი და იმუშაოს თავის ბაზაში.

 

რა არის ქლაუდის უპირატესობები?

 

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ორგანიზაცია ირჩევს ქლაუდს. პირველ რიგში იმიტომ რომ არის ხარჯეფექტური. ქლაუდ სერვისის პროვაიდერი კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ ქლაუდ სივრცისმოვლის ხარჯებს, უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ა.შ. ამიტომ ქლაუდით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის ვისაც არ ჰყავს IT გუნდი ან/და არ სურს სერვერის ინფრასტრუქტურული ხარჯების გაწევა.

 

ქლაუდი უსაფრთხოა?

 

რა თქმა უნდა. ამაში იგულისხმება როგორც ტექნიკური და პროგრამული გამართულობა, ასევე კიბერშეტევებისგან დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და კონფიდენციალურობა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს პროვაიდერი კომპანია, რაც ოფიციალურად ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებით.

 

აქვე გეტყვით, რომ ხშირად კომპანიები თავიანთ პროგრამულ უზრუნველყოფას ქლაუდს არქმევენ, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებრივ ვებ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს - პროგრამული უზრუნველყოფის ქსელურ ვერსიას და მომხმარებლების ბაზებს თავიანთ სერვერზე ათავსებენ. ხშირად მოვლის პასუხისმგელობას არ იღებენ ხოლმე. ქლაუდ მომსახურება გულისხმობს გამართულ და დაცულ IT სტრუქტურასა და შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელთა გუნდს.

 

რას გთავაზობთ ბალანსის ქლაუდ ვერსიით:

 

როგორც უკვე ვთქვით, ბალანსი არის Saas მოდელი - ანუ გთავაზობთ ქართული საბუღალტრო პროგრამის ქლაუდ ვერსიას. ბალანსის მომხმარებელს აქვს პირადი ონლაინ სივრცე - კაბინეტი www.balance.ge-ზე. კაბინეტიდან შედის პროგრამაში: ნამდვილ სამუშაო ან დემო ბაზაში. კაბინეტიდანვე, იწვევს კომპანიის თანამშრომლებს ამა თუ იმ ბაზში სამუშაოდ, მართავს ინვოისებს და ა.შ.

 

ამასთან, ბალანსის მომხმარებლის ბაზები არ არის განთავსებული ჩვენს შიდა სერვერზე. ამისთვის ვთანამშრომლობთ ქლაუდ სერვისის ერთ-ერთ საუკეთესო პროვაიდერ კომპანიასთან SLA ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე მომხმარებლების ბაზების უსაფრთხოება დაცულია ყველა სტანდარტით.

 

ქლაუდის კომფორტი შეგიძლიათ გატესტოთ ჩვენს საიტზე: www.balance-ge-ზე უფასოდ გაივლით რეგისტრაციას და შექმნით თქვენს ექაუნთს. პირად კაბინეტში შეძლებთ დაამატოთ დემო ბაზა სასურველი სფეროსთვის.

 

დემო ბაზის გატესტვისას თუ ფუნქციონალთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, ხაზზე ვართ 😊
ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავნიშნოთ ონლაინ შეხვედრა და გაგაცნოთ როგორ მუშაობს ბალანსი და რა სარგებლებს მოუტანს ის თქვეს კომპანიას.