იორკ თაუერსთან თანამშრომლობის შესახებ

ბიზნესქეისები
08 ნოემბერი,2021

იორკ თაუერსთან თანამშრომლობის შესახებ

იორკ თაუერსთან უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ვთანამშრომლობთ. York Towers • იორკ თაუერსი არის საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო დეველოპერული კომპანია. ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა, ხოლო თნამშრომლობა უკვე 2020 წლიდან დავიწყეთ - მას შემდედ რაც კომპანიის დღის წესრიგში დადგა კომპლექსური სამშენებლო პროცესების აღრიცხვა და შესაბამისი რეპორტინგი.


ჩვენი თანამშრომლობის შესახებ იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი - გია კერესელიძე საუბრობს:

 

 

გია კერესელიძე, იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი:

ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ვითარდება. ამ ეტაპზე 3 მიმდინარე მშენებლობა და 2 საინვესტიციო პროექტი გვაქვს. სულ ვცდილობთ ავითვისოთ ბაზრის რაც შიძლება დიდი წილი და დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე 150-ზ მეტი თანამშრომელი გვყავს.

 

 

მშენებლობა დავიწყეთ 2020 წლის სექტემბრიდან, მაშინ მივხვდით რომ დაგვჭირდებოდა სააღრიცხვო სისტემა სადაც შევძლებდით მარტივად და სწრაფად აღგვერიცხა ფორმა 2-ები, შეგვეტანა ინფორმაცია ფორმა 29-ებიდან. ჩვენს ძველ პროგრამაში არც ისე მარტივი იყო ამ ყველაფერის გაკეთება... ბალანსის გუნდთან თანამშრომლობა დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ. ჯერ მივიღეთ ინფორმაცია ამ ბალანსის შესახებ, მოგვეწონა პროგრამის ფუნქციონალი, პლუს ამას ბალანსის გუნდმა გაგვიწია დეველოპერული სერვისიც და საბოლოდ ჩვენი იმ ყველა მოთხოვნის შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტა შემოგვთავაზა

 

 

კომპანიის რა პროცესების აღრიცხვისთვის იყენებთ ბალანსს?


ბალანსში მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით წელიწადის წინ, თავდაპირველად ძველი პროგრამიდან გადმოვიტანეთ ბაზა და ბალანსის გუნდმა გაგვიწია პროგრამის „დანერგვის“ სერვისიც. დღეს ბალანსში ვაკეთებთ ყველაფერს: ვაკონტროლებთ საწყობს და ნაშთებს - ბალანსში ვხედავთ რა პროდუქცია მიიღო საწყობმა და რა გადასცა მშენებლობამ; ფორმა 2-ები და ფორმა 29-ები შეგვაქვს და ბალანსიდან ვახდენთ მარტივად ჩამოწერას - ზოგადად ნაშთების კონტროლის კუთხით საუკეთესოა ბალანსი

 

ბუღალტერიასაც ბალანსში აღრიცხავთ?


ფინანსებსა და ბუღალტერიასაც სრულად ბალანსში ვაკეთებთ: ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდთან, რაც ძალიან გვიმარტივებს დეკლარაციების ჩაბარებას. ბალანსი ინტეგრირებულია არა მარტო RS.ge-სთან, არამედ ონლაინ ბანკებთანაც, ვახდენთ ბანკის ტრანზაქციებს პირდაპირ ჩამოწერას, რომელიც შემდეგ ავტომატურად ტარდება პროგრამაში და იქმნება ბუღალტრულ გატარებები.

 


 

ბალანსში მუშაობის ერთწლიან გამოცდილებას როგორ შეაფასებდით?

შემიძლია ვთქვა რომ ბალანსმა გაგვიმარტივა მუშაობა, ერთიორად შეგვიმცირა რუტინულ საქმეზე დახარჯული დრო, ბევრად მოქნილი გახდა კომუნიკაცია სამშენებლო პროექტსა და ბუღალტერიას შორის. შეგვიძლია ერთი რეპორტით გავიგოთ რა ნაშთი აქვს სამშენებლოს, ასევე რა აქვს საწყობს. გაგვიმარტივდა დეკლარაციების შევსება. მოკლედ როგორც საოპერაციო საქმიანობაში ისე ფინანსურ აღრიცხვაში იდეალურად ვიყენებთ.

 

 

გაიარე რეგისტრაცია და გატესტე ბალანსის უფასო დემო ჩვენს საიტზე.

მეტი ინფოსთვის დაგვირეკე - 596 105 890, ან ჩაგვინიშნე Online შეხვედრა