ინტეგრაცია ინფორმაციის ავტომატიზებულ გაცვლას გულისხმობს ორ პლატფორმას შორის:
თუკი იყენებ პროგრამა ბალანსს და, ამავდროულად, ონლაინ მაღაზია გაქვს გახსნილი B2C.GE-ს პლატფორმაზე, ახლა უკვე შეგიძლია 👇
- რეალურ დროში მიიღო ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე
- დაზოგო ადამიანური რესურსი: თუკი მანამდე გჭირდებოდა კადრის გამოყოფა საიტზე ინფორმაციის ასატვირთად, ახლა ავტომატურად მოხდება ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა...
- თავიდან აირიდო მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი: პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება
- ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი, ავტომატურად ასახო ონლაინ მაღაზიაშიც
- ასევე, გამიჯნო გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისთვის - აირჩევ რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინ მაღაზიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ინტეგრაციის ფარგლებში მოვახერხეთ, არის ის, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქცია მყისიერად აისახება საიტზე. აღარ არის საჭირო პერიოდულად ექსელის ფაილებით საიტზე ნაშთების გადაწერა. რაც, რაღა თქმა უნდა, თავიდან აგვარიდებს როგორც ნულოვანი ნაშთების ონლაინ რეალიზაციას, ასევე დაგვიზოგავს უამრავ დროსა და ენერგიას
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე