ავეჯის მაღაზიის პროგრამა

შეკვეთების მიხედვით წარმოება, ნარჩენების აღრიცხვა და მაღაზიის ავტომატიზაცია

ავეჯის მაღაზიის პროგრამა

შეკვეთების მიხედვით წარმოება, ნარჩენების აღრიცხვა და მაღაზიის ავტომატიზაცია

საწყობები live რეჟიმში

ბალანსი შეგიძლია გამოიყენო როგორც საწყობის პროგრამა და live რეჟიმში აკონტროლო მარაგები. თვალს ადევნო ნაშთების რაოდენობას: აკონტროლო უარყოფითი და მინიმალურ ნაშთები, საწყობებს შორის მასალების და მზა პროდუქციის გადაადგილებას და გაიმარტივო ინვენტარიზაცია.

წარმოება კომპლექტაციით

ავეჯის წარმოებაში მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება. ბალანსში შესაძლებელია წინასწარ შეიქმნას ნაწილების გეგმა თითოეული ნივთისთვის. გეგმაში გაწერილი მასალები ნივთის გამოშვებისას ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან, ხოლო მათი ღირებულება აისახება საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებაში.

არ გამოგრჩეს ნარჩენი მასალები

საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ზედმიწევნით შეგიძლია აღწერო ავეჯის დამზადების დროს წარმოქმნილი ნარჩენები. პროგრამულად ადევნებ თვალს მასალების დადგენილი გეგმიდან გადახრასაც და შესაბამისად აკორექტირებ რეალური ხარჯვის მიხედვით.

თუ მასალებს იმპორტით იღებ

თუ ავეჯის წარმოებისათვის მასალა იმპორტით შემოგაქვს, ბალანსში შეგიძლია იმპორტის, ტრანსპორტირების და სხვა დამატებითი ხარჯები ამ მასალაზე გადაანაწილო და საბოლოო ჯამში მიიღო მისი რეალური თვითღირებულება.

შეკვეთებისა და ჩარიცხვების კონტროლი

აფიქსირებ ერთგულ მომხმარებლებს და მათ შეკვეთებს. შეკვეთების შესაბამისად აღრიცხავ რეალიზაციებს და თვალს ადევნებ მომხმარებლების დავალიანებებს. გაქვს რეალიზაციის სრული პროცესის ერთიანი ხედვა.

 

მოქნილი ფასდადგენა და ფასების კონტროლი

ბალანსში ერთსა და იმავე პროდუქტზე შეგიძლია სხვადასხვა მომხმარებლებისთვის დააფიქსირო განსხვავებული ფასები, თუნდაც სხვადასხვა ვალუტაში. ასევე შეძლებ პროდუქციაზე ავტომატური ფასდაკლებების დაყენებას სასურველ თარიღებში. პროგრამაშივე ხედავ და ადარებ ძველ და მიმდინარე ფასებს შორის განსხვავებას.

მაღაზიის სრულყოფილი ავტომატიზაცია

თუ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის მაღაზიაც გაქვს, ერთიან სისტემაში მოაქცევ ყველა ელექტრონულ მოწყობილობას: ბალანსის პოსს დაუკავშირდება ტერმინალი, სკანერი, სალარო აპარატი და შეძლებ სწარაფად წარმართო გაყიდვების პროცესი. მოლარე კი პროგრამიდანვე დაინახავს საწყობსა და პროდუქციის ნაშთებს.

კომპანიის საქმიანობის სრული სურათი რეპორტებში

რეპორტებში ხედავ როგორ ფორმირდება შენი პროდუქციის თვითღირებულება - მასალის, კომუნალური ხარჯებისა და თანამშრომლის ხელფასების გათვალისწინებით.

ასევე რეპორტებით აკონტროლებ მომხმარებლების დავალიანებებს, მასალების შესყიდვასა და ხარჯვას, რეალიზაციას და შესაბამისად, მოგებასაც.

"ბალანსში შესაძლებელია სტანდარტული ოპერაციების აწყობა და ექსელის მარტივად დამუშავება - შესაბამისად ხელით სამუშაო გაცილებით ნაკლებია, თავისუფალი დრო კი მეტი"

 

ზურა ნიქაბაძე, ფინანსური მენეჯერი

ორგსერვისი