მე-3 და მე-4 კატეგორიის 
საწარმოებისთვის

ბალანსში დაგხვდებათ ფინანსური ანგარიშგებების
მზა მოდელები

მე-3 და მე-4 კატეგორიის 
საწარმოებისთვის

ბალანსში დაგხვდებათ ფინანსური ანგარიშგებების
მზა მოდელები

რა არის ბალანსი?

ბალანსი არის საბუღალტრო და მენეჯერული პროგრამა ქლაუდზე. რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს: ბუღალტერიას, წარმოებას, საწყობის მართვასა და მაღაზიის/მოლარის მოდულს. შესაბამისად ფინანსურ და მენეჯერულ რეპორტებს.

 

საკანონდებლო ცვლილებების შესაბამისად, ბალანსში მომზადდა მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოების ანგარიშგებების მზა მოდელები - ფორმა, რომელშიც ბუღალტერმა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია უნდა ასახოს.

 

ბალანსში მომხმარებელს კანონმდებლობით მოთხოვნილი ფინანსური ანგარიშგებები მზა ფორმულებით დახვდება.

მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოები ბალანსში შეძლებენ:

  • ანგარიშგების აწყობების შეუსაბამობების აღმოჩენას
  • ანგარიშგების თითოეულ უჯრაში შევსების ფორმულის მითითებას
  • ანგარიშგების თითოეულ უჯრაში მიღებული შედეგის ფორმულის მიხედვით გაშიფვრას და გაშიფვრის შედეგად პირველად დოკუმენტამდე ჩასვლას
  • ანგარიშგების უჯრის შევსების წესის ცვლილებას
  • აუდიტის ჩატარების შემდეგ მაკორექტირებელი გატარებების შეტანას პერიოდის მითითებით
  • ბუღალტრული ანგარიშგებების გამოტანას მაკორექტირებელი გატარებებით, ან მის გარეშე, ან მხოლოდ აუდიტორის გატარებების დათვალიერებას.

 

ანგარიშებს ერთვის შესაბამისი ფორმულები:

მე-3 და მე-4 კტეგორიის ანგარიშგებებს თან ახლავს ყველა შესაბამისი კატეგორიის ფორმულა სწორი ფინანსური მონაცმების გამოსატანად, რომელშიც ბუღალტერს მხოლოდ ანგარიშების მითითება სჭირდება.

 

 

მაგალითად: მე-4 კატეგორიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში რეალიზებული სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

რპთ = საწყისი მარაგები + მარაგების შესყიდვა + გადამუშავების ხარჯი - საბოლოო მარაგები

მაკორექტირებელი გატარებების ასახვა

ბალანსის მე-3და მე-4 კატეგორიის ფინანსური ანგარიშგებების მოდელი ითვალისწინებს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული მაკორექტირებელი გატარებების იდენტიფიცირებასაც.

 

თუ ფინანსური ანგარიშგებების წარდგენამდე მაკორექტირებელი გატარებები გაკეთდა, პროგრამაში ბრუნვით უწყისსა და სხვა ბუღალტრულ ანგარიშგებებში შესაძლებელი იქნება ამ გატარებების იდენტიფიცირება და ცალკე ნახვა.

 

ეს ფუნქციონალი საშუალებას მოგცემს, გატარებები რომლებიც არასწორად არის შესრულებული, დააკორექტირო და თავიდან გამოიტანო ანგარიშგებებში.