ღვინის წარმოების აღრიცხვა

ყურძნის შეძენა, დაწურვა, ღვინის მიღება, ჩამოსხმა და რეალიზაცია ერთი სისტემაში

ღვინის წარმოების აღრიცხვა

ყურძნის შეძენა, დაწურვა, ღვინის მიღება, ჩამოსხმა და რეალიზაცია ერთი სისტემაში

ზუსტი თვითღირებულება თითოეულ ბოთლზე

  • საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ხედავ წარმოების ყველა დანახარჯს თითოეულ ჩამოსხმულ ბოთლზე
  • პროგრამა თვითღირებულებაში ანაწილებს გამოყენებულ მასალას კონკრეტული პარტიების მიხედვით
  • გამოშვებულ პროდუქციაზე ნაწილდება როგორც პირდაპირი, ისე ზედნადები და იმპორტის ხარჯებიც

წარმოების ხელფასები გამომუშავების მიხედვით

ბალანსში ავტომატიზებულია ხელფასის დარიცხვა - თითოეული ბოთლის თვითღირებულებაში აისახება თანამშრომლების შრომაც: ვისი ჩართულობით და რა შრომის დანახარჯით შეიქმნა პროდუქტი, რის მიხედვითაც შეგიძლია ზუსტად დაიანგარიშო ხელფასები.

წარმოება წინასწარ დადგენილი რეცეპტების მიხედვით

ცალკეული პროდუქტისთვის ქმნი უნიკალურ რეცეპტს. გამოშვების დროს კი რეცეპტის მასალა ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.

მეღვინეებისთვის საწყობი შესაძლოა ცისტერნა იყოს: ბალანსში შეგიძლია საწყობების გარდა აკონტროლო თითოეული ცისტერნა და მათში არსებული მარაგის ზუსტი მოცულობა, ასევე აღრიცხო დავარგების, კუპაჟირებისა და გადაღების პროცესები.

ნარჩენების აღრიცხვა

თუ ყურძნის დაწურვის შემდეგ მიღებულ მასალას ჭაჭის წარმოებისთვის იყენებ, პროგრამაში ამასაც პირდაპირ ასახავ: ღვინის გამოშვების დოკუმენტს ებმება მორჩენილი ჭაჭის მიღების დოკუმენტიც.

თუ ღვინო ექსპორტზე გაგაქვს

ექსპორტის რეპორტებში ხედავ პროდუქტის თვითღირებულებას, გასაყიდ ფასებს, მარჟას და მიღებულ მოგებას.

გაქვს თვითღირებულების ფორმირების რეპორტი. ნებისმიერ მომენტში პროგრამაში ავტომატურად იქმნება მოგება-ზარალის ანარიშგება, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება (cashflow) და საბალანსო ანგარიშგებება.

"წკაპ! და დეკლარაციები მზადაა - ყველგან ვამბობ, რომ ბალანსი არის პროგრამა რომელმაც დამასვენა"

 

ქეთევან ლომსაძე, მთავარი ბუღალტერი

შალვინო