საბუღალტრო მომსახურების კომპანიებისთვის

რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და მეტი კლიენტის მომსახურება ნაკლებ დროში

 

საბუღალტრო მომსახურების კომპანიებისთვის

რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და მეტი კლიენტის მომსახურება ნაკლებ დროში

 

სრულყოფილი რეპორტინგი

ბალანსში გაქვს 100 - მდე უკვე მზა მენეჯერული რეპორტი, რომელიც მარტივად ექსპორტდება ექსელსა და სხვა ტიპის ფაილებში. ასევე, შეგიძლია კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად ააწყო ანგარიშგებები, სადაც დააჯგუფებ და დაფილტრავ ინფორმაციას სასურველი მონაცემების ჭრილში.

ბალანსი რეპორტს დააგენერირებს დროიდ სასურველ პერიოდზე (კვირა, თვე, კვარტალი და ა.შ) და მითითებული პერიოდულობით ავტომატურად გააგზავნის მომხმარებლის ელ.ფოსტაზე.

არანაირი ყოველდღიური რუტინა

ბალანსში შესაძლებელია შეიქმნას არასტანდარტული ოპერაციების/დოკუმენტების შაბლონები, რომელიც რამდენიმე გატარებას აერთიანებს და მითითებული ლოგიკის შესაბამისად აკეთებს გამოთვლებს და ბუღალტრულ გატარებებს.


შედეგად, თითოეული ბუღალტერი ნაკლებ დროში ასრულებს ბევრად მეტ სამუშაოს.

ავანსების კონტროლი

ბალანსში მარტივად აკონტროლებ მიღებულ ავანსებზე დარიცხულ და გაცემულ ავანსებზე ჩასათვლელ დღგ-ს თანხებს.

შეგიძლია მიღებული ავანსის ა/ფ-ის ჩამოტვირთვა და გაცემული ავანსის ა/ფ-ის ატვირთვა პროგრამიდანვე.

მზა ინფორმაცია დეკლარირებისთვის

ყოველი თვის 15 რიცხვში მზად გაქვს დამუშავებული ინფორმაცია დეკლარაციების შესავსებად, რომელსაც RS.ge-ზე მხოლოდ გადატანა სჭირდება.

ინფორმაციაზე წვდომა ქლაუდით

ბალანსი ხელმისაწვდომია ქლაუდზე. ეს ნიშნავს, რომ თუ გაქვს ინტერნეტი, ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებ კომპანიის სამუშაო ბაზაზე წვდომას.

"თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბალანსი ცხოვრებას ამარტივებს: გვაქვს როგორც ფინანსური, ისე მენეჯერული რეპორტები, პროგრამა კარგად ეწყობა ექსელს, გვაქვს ტიპური ოპერაციების აწყობის საშუალება, ახალ თანამშრომელს პრაქტიკულად ერთი კვირის შემდეგ შეუძლია პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობა" - დიმა ბასილაშვილი, ენთების დამფუძნებელი

AccountAnts • ენთები