ტანსაცმლის მაღაზიის პროგრამა

მასალების ავტომატური ჩამოწერა ხარჯვის პარალელურად, ზუსტი თვითღირებულების დადგენა და საქონლის აღრიცხვა ფერის, ზომის ან კოდის მიხედვით

ტანსაცმლის მაღაზიის პროგრამა

მასალების ავტომატური ჩამოწერა ხარჯვის პარალელურად, ზუსტი თვითღირებულების დადგენა და საქონლის აღრიცხვა ფერის, ზომის ან კოდის მიხედვით

მასალების აღრიცხვა ტანსაცმლის წარმოებისას

თითოეული პროდუქტისთვის ქმნი მასალების გეგმას. მაგალითად, კონკრეტული კაბის შესაკერად გჭირდება 2 მეტრი ქსოვილი და 3 ღილი. კაბის შეკერვის შემდეგ მასალები ჩამოიწერება საწყობიდან და შესაბამისი ღირებულებით შევა კაბის თვითღირებულებაში.

აქვე შეგიძლია დააფიქსირო ქსოვილიდან მორჩენილი მასალა - მაგალითად ზედმეტი 10 სანტიმეტრი და დააკორექტირო მასალების გეგმა შესაბამისად.

მოქნილი ფასდადგენა და ფასდაკლებები

ბალანსში შეგიძლია დააფიქსირო განსხვავებული ფასები მომხმარებლებისთვის, მაგალითად გაუკეთო ფასდაკლებები ერთგულ მყიდველებს ან საექსპორტო პროდუქციისთვის ფასი განსხვავებულ ვალუტაში დაადგინო.

ხელფასის დარიცხვა და ხარჯებში განაწილება

თანამშრომლებს ფიქსირებულის გარდა შეგიძლია ხელფასები გამომუშავებითაც დაუდგინო. მაგალითად შეკერილი ტანსაცმლის რაოდენობის ან ნამუშევარი საათების მიხედვით.

შრომითი დანახარჯები წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში აისახება. მაგალითად თუ შენმა მკერავმა შეკერა 20 კაბა, მის ხელფასს გაანაწილებ ამ კაბების თვითღირებულებაზე.

მაღაზიის ავტომატიზაცია

ბალანსს დაუკავშირდება ყველა მოწყობილობა შენს მაღაზიაში: ტერმინალი, სალარო აპარატი, სკანერი. შეგიძლია დაადგინო ფასდაკლებები, აღრიცხო დაგროვების და სასაჩუქრე ბარათები, რეპორტებით გააანალიზო რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა საფასო პოლიტიკა და დაგეგმო შემდგომი ოპტიმალური ნაბიჯები.

ანალიტიკა ბიზნესის ზრდისთვის

რეპორტებში ხედავ ყველაფერს: შესყიდვებიდან დაწყებული, ფინანსური შედეგებით დამთავრებული. ერთმანეთს ადარებ ძველ და მიმდინარე ფასებს, ხედავ გადახრას, აკონტროლებ საწყობებში მარაგების რაოდენობას - შეგიძლია ერთი და იმავე მოდელის ტანსაცმელი ზომების ან ფერების მიხედვით ჩაშალო და ნახო რომელია ყველაზე გაყიდვადი.

"ბალანსში ზუსტად აღვრიცხავთ წარმოების ყველა ეტაპს - გამოყენებულ მასალას, დანაკარგებს და ვიღებთ როგორც წარმოების ისე გაყიდვების რეპორტებს"

 

ნატო ავქოფაშვილი, მთავარი ბუღალტერი

ზარაფხანა