მშენებლობის აღრიცხვა

საბუღალტრო პროგრამა გეგმიური მშენებლობისა და გეგმიდან გადახრის კონტროლისთვის 1C პლატფორმაზე

მშენებლობის აღრიცხვა

საბუღალტრო პროგრამა გეგმიური მშენებლობისა და გეგმიდან გადახრის კონტროლისთვის 1C პლატფორმაზე

აკონტროლებ ფასებს

შესყიდვების პროცესში ადარებ პროდუქტის წინა და მიმდინარე ფასებს. შეგიძლია თითოეული მომწოდებელს დაუდგინო ანგარიშსწორების განსხვავებული პირობები, მაგალითად, განსხვავებული ფასი, ვალუტა ან გადახდის გრაფიკი.

აკეთებ ოპტიმალურ შესყიდვებს

  • აფიქსირებ მყიდველის შეკვეთას და შესაბამისად აკეთებ მარაგების შესყიდვებს
  • პროდუქციაზე ანაწილებ იმპორტის ხარჯებს, რაც გეხმარება მიიღო მასალების ზუსტი თვითღირებულება
  • მასალებს ანაწილებ შესაბამის საწყობებში და საწყობების მიხედვით აკონტროლებ საქონლის შიდა გადაადგილებას და ხარჯვას, თანაც პასუხისმგებელი პირების ჭრილში

თვალს ადევნებ გეგმიურ მშენებლობას

ქმნი სამშენებლო მასალების გეგმას, რომელიც დაკავშირებულია საწყობთან და მშენებლობის პროცესში გახარჯვის შემდეგ მასალები ავტომატურად ჩამოიწერება. თუ რეალურად დაგეგმილისგან განსხვავებული მასალა დაგეხარჯა, აკორექტირებ ფაქტიური მონაცემების მიხედვით და ხედავ გეგმიდან გადახრას.

იცი სამშენებლო ობიექტის ზუსტი თვითღირებულება

ბალანსი ითვალისწინებს მშენებლობის ყველა დამატებით ხარჯს. კორპუსის დოკუმენტშივე გათვალისწინებულია დამატებითი ხარჯები და ემატება ობიექტის თვითღირებულებას. მშენებლობის პროცესის დაწყებამდე შეგიძლია დაადგინო სავარაუდო ზედნადები ხარჯები და წინასწარ გაანაწილო თვითღირებულებაში.

მარტივად განსაზღვრავ გასაცემ ხელფასებს

ბალანსში ავტომატიზებულია ხელფასის დარიცხვა - თითოეული კორპუსის დოკუმენტში აფიქსირებ მშენებლობაზე დასაქმებულ თანამშრომლებს და ბალანსი გითვლის ამ ადამიანების ხელფასს მშენებლობაზე დახარჯული დროის ან ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად.

ბინების თვითღირებულება

აშენებულ კორპუსში ბალანსი ავტომატურად დაგითვლის თითოეული ბინის თვითღირებულებას მისი ფართობის შესაბამისად. გარდა ამისა, შეგიძლია ფართობით იდენტური ბინებისთვის მათი სართულის, ხედის ან სხვა დეტალებიდან გამომდინარე დაადგინო განსხვავებული ფასები.

მშენებლობის სრული სურათი რეპორტებში

ბალანსი არ არის მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა. ბალანსს აქვს სრულყოფილი მენეჯერული და ფინანსური რეპორტები, რომელშიც ხედავ პროცესს - მყიდველის შეკვეთიდან დაწყებული, რეალიზებული ბინებით დამთავრებული. გაქვს დასრულებული ობიექტების თვითღირებულების ფორმირების რეპორტი, მარაგების ხარჯვისა და გეგმიდან გადახრის ანალიტიკა. 

"ბალანსით ერთიან სისტემაში ვხედავთ მთელ ბიზნესს, ვიცით პროექტების რეალური თვითღირებულება, შეგვიძლია მაქსიმალურად მომგებიანად დავგეგმოთ შესყიდვები და მშენებლობის პროცესები"

 

თენგიზ ხეჩიკაშვილი, დირექტორი

MBG

"ბევრად მოქნილი გახდა კომუნიკაცია სამშენებლო პროექტსა და ბუღალტერიას შორის, ასევე შეგვიძლია ერთი რეპორტით გავიგოთ რა ნაშთი აქვს სამშენებლოს და რა აქვს საწყობს"

 

გია კერესელიძე, ფინანსური მენეჯერი

York Towers