ხელფასების მართვა
დაადგინე თანამშრომლების შრომის ზუსტი ანაზღაურება - დათვალე ხელფასები კონკრეტული მომსახურების გაწევისა თუ თითოეული წარმოებული პროდუქტის მიხედვით
ხელფასების მართვა
დაადგინე თანამშრომლების შრომის ზუსტი ანაზღაურება - დათვალე ხელფასები კონკრეტული მომსახურების გაწევისა თუ თითოეული წარმოებული პროდუქტის მიხედვით
ბალანსში თითოეულ თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური ბარათი. პირადი მონაცემები სინქრონიზდება საჯარო რეესტრიდან, ხედავ საკონტაქტო ინფორმაცისაც. იცი როდის გახდა შენი თანამშრომელი, რა თანამდებობაზეა ახლა და როგორია მისი პოზიციური ცვლილებების ისტორია შენს კომპანიაში.
მარტივად დათვალე და აკონტროლე შენი თანამშრომლების ანაზღაურება: რამდენია დარიცხული ხელფასი და ხელზე ასაღები თანხა, ეკუთვნის თუ არა საშემოსავლო შეღავათი და ერიცხება თუ არა კომპანიის მხრიდან სარგებლები.
გარდა ფიქსირებული ხელფასისა ბალანსში შეგიძლია თანამშრომელს დაუდგინო ხელფასი გამომუშავებით: გამოშვებული პროდუქტის ან ერთჯერადად გაწეული მომსახურების მიხედვით.
ბალანსი მუდმივად ახლდება საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. პროგრამა აიდენტიფიცირებს ეკუთვნის თუ არა თანამშრომელს საპენსიო სქემაში ჩართვა. საპენსიო ანარიცხები გამოითვლება ავტომატურად, ხელფასის დარიცხვისას, ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადი.
რეპორტებით აკონტროლებ საშემოსავლო დეკლარაციებს, დარიცხვებსა და დაკავებებს. განაცემთა ინფორმაციას ბალანსი ქმნის ზუსტად RS.ge-ზე ასატვირთი ფორმით. პროგრამაში გაქვს თანამშრომლებთან ანგარიშსწორების რეპორტი, რომელშიც ხედავ როგორც უკვე გადახდილ თანხებს, ისე საკუთარ ვალდებულებებსაც თანამშრომლების მიმართ.